ხშირად, ზაფხულამდე მოგვყვება მთელი იმ წიგნების სია, რომელთა წაკითხვასაც ვგეგმავთ, თუმცა ვერ ვიცლით. საბოლოოდ, ვრცელი ჩამონათვალი გვიგროვდება... ამ პრობლემის აღმოფხვრა მარტივადაა შესაძლებელი აუდიოწიგნებით, რომლის პოპულარობაც სულ უფრო იზრდება.
საქართველოში აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-მ გადაწყვიტა, ამ სეზონზე იმ ახალი წიგნების აუდიოვერსიები დაემატებინა, რომელიც მკითხველში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია. შესაბამისად, მათ უკვე საშუალება აქვთ, მატარებლითა თუ ავტომობილით ხანგრძლივად მგზავრობისას, პლაჟზე, ლაშქრობაზე, პიკნიკზე მოუსმინონ საინტერესო წიგნებს და ერთგვარი „ინტელექტუალური დასვენება“ მოიწყონ.
მკითხველის რჩეული სიახლეეების აუდიოვერსიების ჩამონათვალი კი ასეთია:
ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება - მარკ მენსონი
„ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“ ან სხვა სოციალურ ქსელში ამ წიგნის თანხლებით გადაღებულმა ფოტოსურათებმა ალბათ თქვენი ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, თუმცა დროის დეფიციტის გამო, მისი შეძენა და წაკითხვა ვერ მოახერხეთ.
მისი აუდიოვერსიის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, სხვადასხვა პირობებში ისწავლოთ, როგორ გაუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს და როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სირთულის გადალახვის შემდეგ. მარკ მენსონი, რომელიც არც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და არც რომელიმე მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელი, გვასწავლის, როგორ მივიღოთ საკუთარი თავი სხვადასხვა შეცდომებითა და ნაკლოვანებებით. ეს სწორედ ის არის, რაც ბევრ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.
ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ - ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი
ალბათ, ეს ლოზუნგიც არაერთხელ შეგხვედრიათ და მისი პათოსი მოგწონებიათ კიდეც. მას კონკრეტული ისტორია აქვს და 2012 წლის დეკემბერში TEDxEuston-ზე აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც ძალიან საინტერესო საკითხავი და მოსასმენია, როგორც TED-ის სხვა კონტენტი.
საბალეტო ფეხსაცმელები - ნოელ სტრიტფილდი
ინტელექტუალური დასვენება არამხოლოდ უფროსებს, არამედ პატარებსაც სჭირდებათ. ნოელ სტრიტფილდის ეს კეთილი ნაწარმოები ბავშვებს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარებათ.
„საბალეტო ფეხსაცმელები“ მოხსენიებულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში „თქვენთვის წერილია“ და კეთლინ კელის საყვარელ წიგნს წარმოადგენს. დების - პაულინის, პტროვასა და პოსის ემოციური ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.
მოპარული სიყვარული - თინათინ ბერიძე
თინათინ ბერიძის ეს ნაწარმოები ბესტსელერად იქცა. ის მოგვითხრობს მგრძნობიარე ახალგაზრდებზე, რომელთა გზებიც უჩვეულოდ გადაიკვეთა და ერთმა უწყინარმა ხუმრობამ მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია დრამატული მოვლენებით და უზომოდ დიდი ემოციით.
წიგნის ავტორი თინათინ ბერიძე კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულია.
როგორ გავხდი GIRLBOSS - სოფია ამორუზო
ქართველმა მკითხველმა წელს ფემინისტური ზაფხული მოიწყო. „როგორ გავხდი GIRLBOSS” მეორე წიგნია, რომელიც ბესტსელერებს შორის მოხვდა.
ეს არის ერთ-ერთი Girlboss-ის, გამოცდილება, რომელიც თავის ისტორიას გვიზიარებს და გვიყვება, რომ ყველაფერი არაფრიდან შექმნა და სწრაფად მზარდი ბიზნესის აღმასრულებელ დირექტორად იქცა. შეიძლება, ეს წიგნი ბევრისთვის ინსპირაციაც გახდეს.
გონს მოეგე, დაო! - რეიჩელ ჰოლისი
თუ GIRLBOSS ჯერ არ გამხდარხართ, მაშინ დროა "გონს მოეგოთ" და რეიჩელ ჰოლისის ეს წიგნი წაიკითხოთ, რომელიც სხარტი იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნითაა გაჯერებული. თავის ისტორიას კი ცნობილი ინტერნეტვარსკვლავი გვიამბობს.
ორი ნაბიჯი შენამდე - რეიჩელ ლიპინკოტი
ეს არის 18 წლის ახალგაზრდის ისტორია, რომელიც საავადმყოფოს ტოვებს და მხოლოდ ახლა ეცნობა სამყაროს. სტელა გრანტს კი უყვარს ის, ვისაც ვერასდროს შეეხება. ამ ორი ახალგაზრდის ისტორიას მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველი ჰყავს. მის მოსმენას თქვენც გირჩევთ.
იმისათვის, რომ პატარას ზაფხულის ღამის სიზმარი კეთილი და ფერადი გავხადოთ, ძილი კი -მშვიდი, გვრიტისა და სხვა ზღაპრების შესახებ უნდა მოვასმენინოთ.
წიგნი საინტერესო, ზღაპრული, კეთილი და უჩვეულო ამბებს მოგვითხრობს და პატარებისთვის მხატვრულად არის გახმოვანებული.
წინაპართა ძახილი - ჯეკ ლონდონი
ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი“ ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია – ბეკი, რომელსაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.
იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.