მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ, მაგრამ... - რის თაობაზე გააფრთხილა ისინი პროკურატურამ?
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ, მაგრამ... - რის თაობაზე გააფრთხილა ისინი პროკურატურამ?

გა­მო­ძი­ე­ბამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი მა­სა­ლე­ბი­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა­ზე გა­აფრ­თხი­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 11 აგ­ვის­ტოს, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა 5 პირს, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­და.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2020 წლის 11 აგ­ვის­ტოს, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით, ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა 5 პირს, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­და.

გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, ბეჭ­დურ მე­დი­ა­სა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი, ხში­რი იყო გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი, რაც და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­სა და ხა­სი­ა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და შემ­დგომ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გებ­ზე, ვი­ნა­ი­დან და­სა­კი­თხმა პი­რებ­მა და­კი­თხვამ­დე წი­ნას­წარ იცოდ­ნენ გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ე­ბი, სტრა­ტე­გია და მო­სა­ლოდ­ნე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი და არას­წო­რი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, შე­ფა­სე­ბე­ბი და დას­კვნე­ბი, იწ­ვევს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ხე­ლა­ხალ ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ას, აგ­რეთ­ვე აზი­ა­ნებს გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ფი­გუ­რან­ტი არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას. საქ­მე ეხე­ბა უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს - მკვლე­ლო­ბას და მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­სა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თოს საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აღ­სრულ­დეს და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ დაც­ვის უფ­ლე­ბის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით სრუ­ლად გა­დას­ცა დაც­ვის მხა­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, თუმ­ცა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 104-ე მუხ­ლით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ბრალ­დე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა საქ­მის მა­სა­ლე­ბი­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­მა­ვალ­შიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ, მაგრამ... - რის თაობაზე გააფრთხილა ისინი პროკურატურამ?

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის მასალები სრულად გადაეცათ, მაგრამ... - რის თაობაზე გააფრთხილა ისინი პროკურატურამ?

გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების გახორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

"ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ - ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში" - რას ამბობს გოგი თოფაძე დაჭრილი შვილიშვილის მდგომარეობაზე?

ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულმა საგზაო წესები დაარღვია და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა