პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა
"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი ერთი ფრა­ზით ამახ­სოვ­რდე­ბათ ისე, რომ ის ფრა­ზა მისი მეტ­სა­ხე­ლიც ხდე­ბა. გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლის მეტ­სა­ხე­ლად მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა - „ჩემ­მა მზემ“ იქცა. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ბოლო დროს ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა მის­თვის ცოტა მო­სა­წყე­ნი გახ­და და სოფ­ლად გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტა. იქ კი სოფ­ლის საქ­მე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო, რი­თაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს.

„სა­ერ­თოდ ნათ­ქვა­მია, - სა­დაც არის ბედი შენი, იქ მი­გიყ­ვანს ფეხი შე­ნიო, - ეს ხალ­ხუ­რია, თუმ­ცა მამა იო­სებს ასე­თი რამ აქვს ლექ­სად ნათ­ვა­მი: „ყო­ვე­ლის­შემ­ძლეა ბე­დის­წე­რა ვი­საც ჰგო­ნია,/ბედი კი არა, იმ საბ­რა­ლოს ჭკუა არ ჰქო­ნია,/ყვე­ლა თვი­თონ არს სა­კუ­თა­რი ბე­დის მჭე­დე­ლი,/ ბედს არ უჩი­ვის სუ­ლი­ე­რი თვა­ლით მხედ­ვე­ლი/. მიყ­ვარს მამა იო­სე­ბი და მისი ეს სტრი­ქო­ნე­ბი... მეც მგო­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენს ბე­დის­წე­რას თვი­თონ ვჭე­დავთ... მოკ­ლედ, უფ­ლის ნე­ბით და არა ბე­დის­წე­რით ჩემ გარ­შე­მო ამ­ბე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: ჩავ­თვა­ლე, რომ ქა­ლაქ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, თით­ქოს ქა­ლაქ­ში მუ­ზებ­მაც კი მი­მა­ტო­ვეს. აქ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ, მაგ პე­რი­ოდ­ში ბო­ლომ­დე ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი გა­მაგ­რე­ბუ­ლი. რო­დე­საც შე­ზღუდ­ვე­ბი ცოტა შემ­სუ­ბუქ­და, სოფ­ლად მა­შინ წა­ვე­დი. შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, ან მე ვცდე­ბო­დი, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- რას ელო­დი?

- მე­გო­ნა, ერ­თმა­ნეთ­თან გან­შო­რე­ბის მერე მეტს ვის­წავ­ლი­დით და ერ­თმა­ნეთს მე­ტად ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დით. ამის იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ში, ისე სხვებ­ში რა­ღა­ცე­ბი არ მო­მე­წო­ნა - უსაქ­მოდ, ჩა­ხუ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და სიყ­ვა­რულს მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რე­ბი ვჩან­დით... მერე ვი­ფიქ­რე, რად­გან უფალ­მა ასე ინე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­სა­ხე­დად დრო მოგ­ვცა, წა­ვალ და ჩემს მამა-პა­პი­სე­ულ სახლ-კარს და­ვუბ­რუნ­დე­ბი-მეთ­ქი.

- და სად არის ეს სახლ-კარი?

- ჩვენ ფშავ-ხევ­სუ­რე­თი­დან, ფხო­ვი­დან ვართ. იქი­დან გორ­გა­სალ­მა ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა, რომ­ლებ­საც გარე კა­ხე­თი და დრო­შა ჩა­ა­ბა­რა. მთა­ზე შე­ფე­ნილ, ერთ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას არის ჩვე­ნი ფხო­ვე­ლი, ისაა ჩვე­ნი ზე­და­შე სო­ფე­ლი, სა­ი­და­ნაც უკვე ერეკ­ლე მე­ფის დროს ბარ­ში გად­მოგ­ვი­ნაც­ვლე­ბია და ის ად­გი­ლი ახლა უკვე არა­შენ­დაა. მოკ­ლედ, ამ­ჟა­მად არა­შენ­და­ში გახ­ლა­ვართ. თა­ვი­დან რომ ჩა­ვე­დი და ჩვე­ნი კარ­მი­და­მო, პა­პა­ჩე­მის და­ნა­ტო­ვა­რი სახლ-კარი, ჩემ­თვის სა­ნუკ­ვა­რი ად­გი­ლი ვნა­ხე, ძა­ლი­ან შემ­რცხვა, რომ იქა­უ­რო­ბა აბა­ლა­ხე­ბუ­ლი დამ­ხვდა. აქამ­დე დრო რო­გორ ვერ გა­მოვ­ნა­ხე ჩა­მო­სას­ვლე­ლად-მეთ­ქი?! მაგ­რამ ალ­ბათ ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, არას­დროს არის გვი­ან. უფ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ანს, სა­ნამ ჯანი მაქვს, მკლავ­ში ძალა მერ­ჩის და მუხ­ლი მიჭ­რის, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მა­მულ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და მეშ­რო­მა.

ახლა ჩემი იქ შრო­მა ერთი დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. მაქვს და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბი და მსი­ა­მოვ­ნებს. ჩემი დები უღე­ბენ ფო­ტო­ებს იქა­უ­რო­ბას და მა­ხა­ლი­სე­ბენ კი­დეც - გიო, ნახე, რო­გო­რი იყო მა­ნამ­დე და შენ რო­გორ გა­ა­ლა­მა­ზე? მა­მულ­ში ყვე­ლა რა­ღა­ცას აკე­თებს - ჩემი უმ­ცრო­სი ძმა, დე­დი­კო, მა­მი­კო, ჩემი დები, მაგ­რამ უმე­ტე­სად მა­ინც მე და ჩემი უმ­ცრო­სი და გავ­მაგრდით.

- რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვკა­ფავ­დი, ვჭრი­დი, ვან­გრევ­დი და ვა­შე­ნებ­დი, ახლა ვამ­ზა­დებ ნი­ა­დაგს, სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­ფხვი­ე­რებ იმის­თვის, რომ ვე­ნა­ხი ჩავ­ყა­რო. მერე 4 წლის თავ­ზე ყვე­ლას და­გი­ძა­ხებთ გა­და­სა­ღე­ბად... ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა, ჩემს მე­გობ­რებს, სტუმ­რებს - უც­ნობს თუ ნაც­ნობს ღვი­ნით გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი. მინ­და, ყა­ნაც მქონ­დეს. ჩემი პურ-ღვი­ნო რომ მექ­ნე­ბა, პა­ტა­რა სა­ლო­ცავს მეც ავა­შე­ნებ. იქ რომ მა­მაო წირ­ვას და ლოც­ვას აღავ­ლენს, ზი­ა­რე­ბას (ქრის­ტეს ხორცს და სის­ხლს) ჩემი პუ­რი­თა და ღვი­ნით მი­ი­ღე­ბენ. ამა­ში შემ­დგომ შვი­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან... ვფიქ­რობ, დე­და­მი­წა­ზე მეტი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი არ არ­სე­ბობს...

- წელს ვე­ნა­ხის ჩაყ­რა ვერ მო­ას­წა­რი?

- ამ­ჯე­რად ჩემი ჩას­ვლა ვა­ზის გა­სა­შე­ნებ­ლად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, მის და­მუ­შა­ვე­ბას ვერ მო­ვას­წრებ­დი. ახლა პო­მიდვ­რის და კიტ­რის მთე­ლი არ­მია მაქვს, კიტ­რებს ცოტა წყა­ლი და­აკ­ლდათ, თუ მეტი მო­უ­ვი­დათ, ჯერ კარ­გად არ ვიცი, ხომ ხვდე­ბით, თან­და­თან ვსწავ­ლობ, დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. ზოგ­მა მეტი მო­ის­ხა, ზოგ­მა - ნაკ­ლე­ბი, - არ ვე­ლო­დი. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია - დავ­ყუ­რებ ჩემს ნარ­გა­ვებს და მათი ბედი მა­ღელ­ვებს. ასე­ვე და­თე­სი­ლი მაქვს მწვა­ნი­ლი. მე­ზობ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან, უსაყ­ვარ­ლე­სი ნელი ბე­ბოს­გან რჩე­ვებს ვი­ღებ.

- ძა­ლი­ან გა­უ­ტა­ცი­ხარ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას.

- კი, მაგ­რამ ახლა თბი­ლის­ში ცოტა ხნით ჩა­მო­ვე­დი - ჩემი ძმა­კა­ცი, ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე ფილ­მს „გა­ა­ზი­ა­რე სიყ­ვა­რუ­ლი“ იღებს, სა­დაც მთა­ვა­რი როლი მაქვს. მარ­თლაც ასეა - ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ ვართ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი გა­ვა­ზი­ა­როთ და ვი­ცხოვ­როთ სი­კე­თით.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაიდო
2

ნეტა ვის აინტერესებს.....ჩვენი პრობლემები გვაქვს....

 

hm
5

ამისთანა სალხკარი და მამული რომ გექნება და აყროლებუყლ უჰაერო თბილისში იქნები?! იმედია სხვებიც მოგბაზავენ! გაყიდეტ ქალაქს სახლები და სოფლად სასახლეებს იყიდით ტან ეხალ აგრო ტურიზმი როგორ აღმავლონაშია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

ზოგჯერ ადამიანი ერთი ფრაზით ამახსოვრდებათ ისე, რომ ის ფრაზა მისი მეტსახელიც ხდება. გიორგი გილიგაშვილის მეტსახელად მისი საყვარელი ფრაზა - „ჩემმა მზემ“ იქცა. როგორც გვეუბნება, ბოლო დროს ქალაქში ცხოვრება მისთვის ცოტა მოსაწყენი გახდა და სოფლად გადასვლა გადაწყვიტა. იქ კი სოფლის საქმეებში აქტიურად ჩაერთო, რითაც დიდ სიამოვნებას იღებს.

„საერთოდ ნათქვამია, - სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, - ეს ხალხურია, თუმცა მამა იოსებს ასეთი რამ აქვს ლექსად ნათვამი: „ყოველისშემძლეა ბედისწერა ვისაც ჰგონია,/ბედი კი არა, იმ საბრალოს ჭკუა არ ჰქონია,/ყველა თვითონ არს საკუთარი ბედის მჭედელი,/ ბედს არ უჩივის სულიერი თვალით მხედველი/. მიყვარს მამა იოსები და მისი ეს სტრიქონები... მეც მგონია, რომ თითოეული ჩვენს ბედისწერას თვითონ ვჭედავთ... მოკლედ, უფლის ნებით და არა ბედისწერით ჩემ გარშემო ამბები ასე განვითარდა: ჩავთვალე, რომ ქალაქში არაფერი ხდებოდა, თითქოს ქალაქში მუზებმაც კი მიმატოვეს. აქ პანდემიით გამოწვეულ კარჩაკეტილობას არ ვგულისხმობ, მაგ პერიოდში ბოლომდე ქალაქში ვიყავი გამაგრებული. როდესაც შეზღუდვები ცოტა შემსუბუქდა, სოფლად მაშინ წავედი. შეიძლება უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, ან მე ვცდებოდი, ასე უნდა ყოფილიყო.

- რას ელოდი?

- მეგონა, ერთმანეთთან განშორების მერე მეტს ვისწავლიდით და ერთმანეთს მეტად ჩავეხუტებოდით. ამის იმედი მქონდა, მაგრამ როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში რაღაცები არ მომეწონა - უსაქმოდ, ჩახუტების გარეშე დარჩენილები და სიყვარულს მოკლებულები რაღაც სხვანაირები ვჩანდით... მერე ვიფიქრე, რადგან უფალმა ასე ინება და საკუთარ თავში ჩასახედად დრო მოგვცა, წავალ და ჩემს მამა-პაპისეულ სახლ-კარს დავუბრუნდები-მეთქი.

- და სად არის ეს სახლ-კარი?

- ჩვენ ფშავ-ხევსურეთიდან, ფხოვიდან ვართ. იქიდან გორგასალმა ჩვენი წინაპრები ჩამოასახლა, რომლებსაც გარე კახეთი და დროშა ჩააბარა. მთაზე შეფენილ, ერთ ულამაზეს ადგილას არის ჩვენი ფხოველი, ისაა ჩვენი ზედაშე სოფელი, საიდანაც უკვე ერეკლე მეფის დროს ბარში გადმოგვინაცვლებია და ის ადგილი ახლა უკვე არაშენდაა. მოკლედ, ამჟამად არაშენდაში გახლავართ. თავიდან რომ ჩავედი და ჩვენი კარმიდამო, პაპაჩემის დანატოვარი სახლ-კარი, ჩემთვის სანუკვარი ადგილი ვნახე, ძალიან შემრცხვა, რომ იქაურობა აბალახებული დამხვდა. აქამდე დრო როგორ ვერ გამოვნახე ჩამოსასვლელად-მეთქი?! მაგრამ ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, სანამ ცოცხალი ხარ, არასდროს არის გვიან. უფლის მადლიერი ვარ, რომ 30 წელს გადაცილებულ ადამიანს, სანამ ჯანი მაქვს, მკლავში ძალა მერჩის და მუხლი მიჭრის, საშუალება მომეცა, მამულში ჩავსულიყავი და მეშრომა.

ახლა ჩემი იქ შრომა ერთი დიდი დღესასწაულია. მაქვს დაკოჟრილი ხელები და მსიამოვნებს. ჩემი დები უღებენ ფოტოებს იქაურობას და მახალისებენ კიდეც - გიო, ნახე, როგორი იყო მანამდე და შენ როგორ გაალამაზე? მამულში ყველა რაღაცას აკეთებს - ჩემი უმცროსი ძმა, დედიკო, მამიკო, ჩემი დები, მაგრამ უმეტესად მაინც მე და ჩემი უმცროსი და გავმაგრდით.

- რას საქმიანობ?

- ვკაფავდი, ვჭრიდი, ვანგრევდი და ვაშენებდი, ახლა ვამზადებ ნიადაგს, სპეციალურად ვაფხვიერებ იმისთვის, რომ ვენახი ჩავყარო. მერე 4 წლის თავზე ყველას დაგიძახებთ გადასაღებად... ბედნიერება იქნება, ჩემს მეგობრებს, სტუმრებს - უცნობს თუ ნაცნობს ღვინით გავუმასპინძლდები. მინდა, ყანაც მქონდეს. ჩემი პურ-ღვინო რომ მექნება, პატარა სალოცავს მეც ავაშენებ. იქ რომ მამაო წირვას და ლოცვას აღავლენს, ზიარებას (ქრისტეს ხორცს და სისხლს) ჩემი პურითა და ღვინით მიიღებენ. ამაში შემდგომ შვილებიც ჩაერთვებიან... ვფიქრობ, დედამიწაზე მეტი ბედნიერება და სიხარული არ არსებობს...

- წელს ვენახის ჩაყრა ვერ მოასწარი?

- ამჯერად ჩემი ჩასვლა ვაზის გასაშენებლად დაგვიანებული იყო, მის დამუშავებას ვერ მოვასწრებდი. ახლა პომიდვრის და კიტრის მთელი არმია მაქვს, კიტრებს ცოტა წყალი დააკლდათ, თუ მეტი მოუვიდათ, ჯერ კარგად არ ვიცი, ხომ ხვდებით, თანდათან ვსწავლობ, დაკვირვების პროცესში ვარ. ზოგმა მეტი მოისხა, ზოგმა - ნაკლები, - არ ველოდი. საინტერესო პროცესია - დავყურებ ჩემს ნარგავებს და მათი ბედი მაღელვებს. ასევე დათესილი მაქვს მწვანილი. მეზობლებიც მეხმარებიან, უსაყვარლესი ნელი ბებოსგან რჩევებს ვიღებ.

- ძალიან გაუტაციხარ ამ საქმიანობას.

- კი, მაგრამ ახლა თბილისში ცოტა ხნით ჩამოვედი - ჩემი ძმაკაცი, ნიკოლოზ ხომასურიძე ფილმს „გააზიარე სიყვარული“ იღებს, სადაც მთავარი როლი მაქვს. მართლაც ასეა - ადამიანები იმიტომ ვართ, რომ სიყვარული გავაზიაროთ და ვიცხოვროთ სიკეთით.