საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?
ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?

"მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი ქალი ვარ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ ბოლო არ ვიქ­ნე­ბი, რად­გან ყვე­ლა პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც დღეს მი­ყუ­რებს, ხე­დავს, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ამე­რი­კე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ულ­მა კა­მა­ლა ჰა­რის­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად მისი და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მე­ტყვე­ლებს ჯო ბა­ი­დე­ნის პი­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ეყო გამ­ბე­და­ო­ბა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ე­ლა­ხა და სა­კუ­თარ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად ქალი აერ­ჩია.

"მე პირ­ვე­ლი ქალი ვარ, რო­მე­ლიც ასეთ მა­ღალ პოსტს და­ი­კა­ვებს და იმე­დი მაქვს, არა უკა­ნას­კნე­ლი. ყვე­ლა ამე­რი­კელ­მა ქალ­მა უნდა იცო­დეს, რომ მათ ეს ქვე­ყა­ნა გა­ნუ­სა­ზღვრელ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. ამი­ტომ, იოც­ნე­ბეთ დიდ შე­დე­გებ­ზე და იყა­ვით მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი. ჩვენ ამ გზა­ზე მხარს და­გი­ჭერთ. მე ვიქ­ნე­ბი ისე­თი­ვე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, რო­გო­რიც ჯო ბა­ი­დე­ნი იყო ბა­რაქ ობა­მას­თვის", - გა­ნა­ცხა­და ჰა­რის­მა.

  • ვინ არის კა­მა­ლა ჰა­რი­სი?

ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­მარ­თალმცოდ­ნე, ად­ვო­კა­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი 1964 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს აშშ-ში, ოკ­ლაჰო­მას შტატ­ში და­ი­ბა­და.

კა­მა­ლამ "ჰო­ვარ­დი­სა" და "კა­ლი­ფორ­ნი­ის" უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ამ­თავ­რა და ად­ვო­კა­ტის კა­რი­ე­რა ქა­ლაქ ალა­მე­და­ში, სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტად და­ი­წყო. შემ­დეგ სან-ფრან­ცის­კოს სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სან-ფრან­ცის­კოს სა­ქა­ლა­ქო ად­ვო­კა­ტი გახ­და. 2003 წელს იგი აირ­ჩი­ეს სან-ფრან­ცის­კოს 27-ე სა­ოლ­ქო ად­ვო­კა­ტად.

2010 წელს ჰა­რი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­და. მას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გამო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კა­მა­ლამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა.

  • კა­მა­ლა სე­ნა­ტო­რი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი

2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჰა­რის­მა ლო­რე­ტა სან­ჩე­სი და­ა­მარ­ცხა და კა­ლი­ფორ­ნი­ის მე­სა­მე ქალი სე­ნა­ტო­რი გახ­და. იგი პირ­ვე­ლი აფრო-ამე­რი­კე­ლი და პირ­ვე­ლი აზი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც სე­ნატ­ში მოხ­ვდა.

სე­ნა­ტო­რის რან­გში, მან მხა­რი და­უ­ჭი­რა ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მას, ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე კა­ნა­ფის მოხ­მა­რე­ბის შე­ზღუდ­ვის აქტს, ემიგ­რან­ტე­ბის­თვის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის­თვის პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას, ია­რა­ღის შე­მო­ტა­ნის აკ­რძალ­ვას და პროგ­რე­სულ სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მას.

კა­მი­ლა სე­ნატ­ში, მოს­მე­ნე­ბის დროს, ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კა­მა­ლა ჰა­რი­სი ჯო ბა­ი­დენ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას აქვს დიდი პა­ტი­ვი, კა­მა­ლა ჰა­რი­სი და­ა­სა­ხე­ლოს, რო­მე­ლიც, მისი თქმით: "უში­შა­რი მებ­რძო­ლი და ქვეყ­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეა".

"ჯო ბა­ი­დენს ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია, იმი­ტომ რომ ის მთელ თა­ვის ცხოვ­რე­ბას ჩვენ­თვის ბრძო­ლა­ში ატა­რებს. მაქვს პა­ტი­ვი, ჩვე­ნი პარ­ტი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვიყო და გა­ვა­კე­თო ის, რაც მას ჩვენს მთა­ვარ­სარ­დლად აქ­ცევს", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა კა­მა­ლა ჰა­რი­სის გა­მოს­ვლას.

  • კა­მა­ლა ჰა­რი­სის რთუ­ლი ბავ­შვო­ბა...

კა­მა­ლა ჰა­რი­სის დედა, შა­მა­ლა გო­პა­ლა­ნი ინ­დო­ე­თი­დან აშშ-ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ექი­მია. ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, გო­პა­ლა­ნიმ გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის გან­ხრით ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბაც მო­ი­პო­ვა.

მამა - დო­ნალდ ჰა­რი­სი ია­მა­ი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ამე­რი­კა­ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის პრო­ფე­სო­რია.

რო­დე­საც კა­მა­ლა 7 წლის იყო, მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა მის ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა:

"უქ­მე­ებ­ზე მე და ჩემი უმ­ცრო­სი და მა­მას სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დით. უბან­ში ბავ­შვე­ბი არა­თუ არ გვე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ, არც კი გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან მუქი ფე­რის კანი გვქონ­და“

  • კა­მა­ლას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

კა­მა­ლა ჰა­რი­სის მე­უღ­ლე 54 წლის სა­მარ­თალმცოდ­ნე დუ­გ­ლას ემჰო­ფია. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წელს და­ქორ­წინ­და. დუ­გ­ლას ემჰო­ფი ბრუკ­ლინ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის გოლ­დე­ნის სა­მარ­თლის სკო­ლა. ამ­ჟა­მად იგი ერთ-ერთი დიდი კომ­პა­ნი­ის DLA Piper Law Firm-ის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია. დუ­გ­ლა­სი ასე­ვე კომ­პა­ნია Emhoff-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­ებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის და­ვებ­ში ეხ­მა­რე­ბა. კა­მა­ლა ჰა­რი­სი დუ­გ­ლა­სის მე­ო­რე ცოლი და ელა და ჯონ ემჰო­ფე­ბის დე­დი­ნაც­ვა­ლია. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყავს.

  • აფრო-ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი ის­ტო­რი­ას ქმნი­ან...

კა­მა­ლა ჰა­რი­სი პირ­ვე­ლი აფრო-ამე­რი­კე­ლი და პირ­ვე­ლი აზი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც სე­ნატ­ში მოხ­ვდა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის პოს­ტის­თვის იბ­რძო­ლებს. თუმ­ცა, ის­ტო­რი­ას წი­ნა­მორ­ბე­დი პრე­ცე­დენ­ტე­ბიც ახ­სოვს.

მა­გა­ლი­თად, სა­მე­ფო სტან­დარ­ტე­ბი მსა­ხი­ობ­მა მე­გან მარ­კლიმ 2018 წელს და­არ­ღვია. პრინცმა ჰა­რიმ არ­ჩე­ვა­ნი ასა­კით უფ­როს, აფრო-ამე­რი­კელ, გა­ნა­თხო­ვარ ქალ­ზე შე­ა­ჩე­რა, რაც სა­მე­ფო პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად აფრო-ამე­რი­კე­ლი მარ­კლი სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია გახ­და.

ზე­სა­ხელ­მწი­ფოს "ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის" იდეა მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორც ჩანს, ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს.

შე­გახ­სნებთ, აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩილა
9

ჰოვარდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები. ბრჭყალები არაა საჭირო. 

ნინო
87

მე მაგას მივცემდი ხმას.მომეწონა ყველა ასპექტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?

ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?

"მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა", - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელება ძალიან კარგად მეტყველებს ჯო ბაიდენის პიროვნებაზე, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გადაელახა და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად ქალი აერჩია.

"მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაქ ობამასთვის", - განაცხადა ჰარისმა.

  • ვინ არის კამალა ჰარისი?

ამერიკელი პოლიტიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი კამალა ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში დაიბადა.

კამალამ "ჰოვარდისა" და "კალიფორნიის" უნივერსიტეტები დაამთავრა და ადვოკატის კარიერა ქალაქ ალამედაში, საოლქო ადვოკატად დაიწყო. შემდეგ სან-ფრანცისკოს საოლქო ადვოკატი, მოგვიანებით კი სან-ფრანცისკოს საქალაქო ადვოკატი გახდა. 2003 წელს იგი აირჩიეს სან-ფრანცისკოს 27-ე საოლქო ადვოკატად.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გატარებული რეფორმების გამო. შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალურ პოლიციაში არსებული ვითარება კამალამ მნიშვნელოვნად შეცვალა.

  • კამალა სენატორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

2016 წლის ნოემბერში ჰარისმა ლორეტა სანჩესი დაამარცხა და კალიფორნიის მესამე ქალი სენატორი გახდა. იგი პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა.

სენატორის რანგში, მან მხარი დაუჭირა ჯანდაცვის რეფორმას, ფედერალურ დონეზე კანაფის მოხმარების შეზღუდვის აქტს, ემიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურების გამარტივებას, იარაღის შემოტანის აკრძალვას და პროგრესულ საგადასახადო რეფორმას.

კამილა სენატში, მოსმენების დროს, ტრამპის პოლიტიკასა და ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა.

შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი პატივი, კამალა ჰარისი დაასახელოს, რომელიც, მისი თქმით: "უშიშარი მებრძოლი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მოხელეა".

"ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის გაერთიანება შეუძლია, იმიტომ რომ ის მთელ თავის ცხოვრებას ჩვენთვის ბრძოლაში ატარებს. მაქვს პატივი, ჩვენი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო და გავაკეთო ის, რაც მას ჩვენს მთავარსარდლად აქცევს", - ციტირებს გამოცემა კამალა ჰარისის გამოსვლას.

  • კამალა ჰარისის რთული ბავშვობა...

კამალა ჰარისის დედა, შამალა გოპალანი ინდოეთიდან აშშ-ში მიგრირებული ექიმია. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, გოპალანიმ გადამზადების კურსები გაიარა და ენდოკრინოლოგიის განხრით ასოცირებული პროფესორის წოდებაც მოიპოვა.

მამა - დონალდ ჰარისი იამაიკაში დაბადებული, ამერიკაში მიგრირებული ეკონომიკის პროფესორია.

როდესაც კამალა 7 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა მის ბიოგრაფიულ წიგნში დაწერა:

"უქმეებზე მე და ჩემი უმცროსი და მამას სანახავად მივდიოდით. უბანში ბავშვები არათუ არ გვეთამაშებოდნენ, არც კი გვესაუბრებოდნენ, რადგან მუქი ფერის კანი გვქონდა“

  • კამალას პირადი ცხოვრება

კამალა ჰარისის მეუღლე 54 წლის სამართალმცოდნე დუგლას ემჰოფია. წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა. დუგლას ემჰოფი ბრუკლინში დაიბადა. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის გოლდენის სამართლის სკოლა. ამჟამად იგი ერთ-ერთი დიდი კომპანიის DLA Piper Law Firm-ის ბიზნესპარტნიორია. დუგლასი ასევე კომპანია Emhoff-ის დამფუძნებელია, იგი საერთაშორისო კორპორაციებს უძრავი ქონების და ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოების დავებში ეხმარება. კამალა ჰარისი დუგლასის მეორე ცოლი და ელა და ჯონ ემჰოფების დედინაცვალია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

  • აფრო-ამერიკელი ქალები ისტორიას ქმნიან...

კამალა ჰარისი პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტისთვის იბრძოლებს. თუმცა, ისტორიას წინამორბედი პრეცედენტებიც ახსოვს.

მაგალითად, სამეფო სტანდარტები მსახიობმა მეგან მარკლიმ 2018 წელს დაარღვია. პრინცმა ჰარიმ არჩევანი ასაკით უფროს, აფრო-ამერიკელ, განათხოვარ ქალზე შეაჩერა, რაც სამეფო პროტოკოლის მიხედვით აკრძალული იყო.

ყველაფრის მიუხედავად აფრო-ამერიკელი მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა.

ზესახელმწიფოს "ოცნებების ახდენისა და თანასწორობის" იდეა მსოფლიოში, როგორც ჩანს, ნამდვილად მუშაობს.

შეგახსნებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ავტორი: თეონა თამაზაშვილი

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ასობით დოზა განადგურდა - დამლაგებელმა შემთხვევით ის მაცივარი გამორთო, სადაც ვაქცინები ინახებოდა

ბაიდენმა დაზვერვას რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის მოწამვლის საქმის შესწავლა დაავალა - "ვმუშაობთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის"