საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი
პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს ვი­დეო რე­კონ­სტრუ­ცი­ას, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ მოკ­ლეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის საქ­მე­ზე სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ცოტა ხნის წინ გა­ი­მარ­თა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ საქ­მე­ზე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს და 2 არას­რულ­წლო­ვანს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ. კერ­ძოდ, 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
11

ერთი კაცი გარბის და შვიდი კაცი მისდევთ, არ გცხვენიათ? ეგ არის ვაჟკაცობა? ოსმალები ხომ არა ხართ. ქრისტიანები ხართ, ქართველები

rasa
1

ხოდა, ეს თუ ესეა - 20 წელი მიარჭონ თითო მანქანის მგზავრს მინიმუმ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი

პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი

მთავარი პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუციას, სადაც ნაჩვენებია, როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ცნობილი გახდა, რომ საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა