საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის" - სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა
"ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის" - სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი გა­უქ­მდა. ამის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, კა­რან­ტი­ნის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის მი­ღე­ბუ­ლი.

"ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით და მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შევ­ძე­ლით, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ორ დღე­ში პა­რას­კევს და შა­ბათს 1552 ადა­მი­ა­ნი შე­მოწ­მდა და საკ­ვლე­ვი მა­სა­ლა გა­და­იგ­ზავ­ნა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის 1425 კვლე­ვა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­დე­გად მხო­ლოდ ერთი ოჯა­ხი­დან იყო ინ­ფი­ცი­რე­ბის ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და შემ­დგომ უკვე კა­რან­ტინ­ში და­ე­მა­ტა იმა­ვე ოჯა­ხი­დან კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი. 127 საკ­ვლე­ვი მა­სა­ლა არის დღე­ი­სათ­ვის კვლე­ვა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან შე­ფას­და სი­ტუ­ა­ცია და სო­ფელ­ში მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა აღარ არის და არის იშ­ვი­ა­თი შემ­თხე­ვე­ვე­ბი, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სო­ფელ­ში სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო. წუ­ხელ, ღა­მის 12 სა­ა­თი­დან მო­იხ­სნა ბლოკ-პოს­ტე­ბი და სო­ფე­ლი ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­და“, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, სოფ­ლის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია იქ არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა იმის გამო, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მის მოხ­სნის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს.

"მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩვენ არ გაგ­ვი­წყვე­ტია ურ­თი­ერ­თო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ, ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში შრო­მობ­დნენ, ყვე­ლა უწყე­ბას და რა თქმა უნდა, პო­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას, ვინც აქ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს იცავ­და. ბოლო 24 სა­ათ­ში 882 ტეს­ტის პა­სუ­ხი გახ­და ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თია, ბოლო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში და­ფიქ­სირ­და. ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი დად­გე­ნი­ლია, ყვე­ლა პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და ვირუ­სის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე სო­ფელ­ში აღარ არის. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მის მოხ­სნის", - გა­ნა­ცხა­და შოთა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლარ­ში დღემ­დე 3 600-ზე მეტი საკ­ვლე­ვი მა­სა­ლა იქნა აღე­ბუ­ლი პი­სი­არ ტეს­ტი­რე­ბის­თვის. ყა­რა­ჯა­ლარ­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 44 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

სო­ფე­ლი ყა­რა­ჯა­ლა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რჩე­ვით და მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 24 ივ­ლისს ჩა­ი­კე­ტა და მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი და­წეს­და.

"ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის" - სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

"ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის" - სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. ამის თაობაზე განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით, კარანტინის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის მიღებული.

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

გუბერნატორის განცხადებით, სოფლის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია იქ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ ადგილობრივებმა საკარანტინე რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქციები გამართეს.

"მოსახლეობასთან ჩვენ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ძალიან დატვირთულ რეჟიმში შრომობდნენ, ყველა უწყებას და რა თქმა უნდა, პოლიციის შემადგენლობას, ვინც აქ საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. ბოლო 24 საათში 882 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, ბოლო დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე სივრცეში დაფიქსირდა. ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა პრევენციული სამუშაო ჩატარებულია და ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის. სწორედ ეს გახდა მიზეზი საკარანტინე რეჟიმის მოხსნის", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში დღემდე 3 600-ზე მეტი საკვლევი მასალა იქნა აღებული პისიარ ტესტირებისთვის. ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული.

სოფელი ყარაჯალარი ეპიდემიოლოგების რჩევით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება უყურადღებოდ" - რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რას ამბობენ სპეციალისტები პირველწყაროზე

მოჯოკრე და მოიგე 20 000 ლარი!

მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დაწესდა - რა წესების დაცვა მოუწევთ რეგიონში

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"