Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკი
"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკი

ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა - "დათ­ვი რომ მო­გე­რე­ვა, ბა­ბა­ია და­უ­ძა­ხეო" არა­თუ ქარ­თუ­ლი არაა, არა­მედ ან­ტი­ქარ­თუ­ლია და მხო­ლოდ იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ჩვენს ხალ­ხში მო­ნუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა გა­აღ­ვი­ვოს, - ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც მე­უ­ფე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ომი არ და­უ­წყია და რუ­სე­თის არის ოკუ­პან­ტი.

"კი­დევ ერთხელ გვი­წევს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მომ­ხდა­რი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის თა­რი­ღის გახ­სე­ნე­ბა. ჩვე­ნი და ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი ალ­ბათ უფრო პი­რო­ბი­თი ტერ­მი­ნია. დიახ, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ომი 2008 წელს არც და­უ­წყია და არც და­უმ­თავ­რე­ბია, გვებ­რძო­და მა­ნამ­დე და გვებ­რძვის იმის მე­რეც, ოღონდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ემ­ბარ­გო, მავ­თულხლარ­თე­ბი, ჰიბ­რი­დუ­ლი ომი, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა თუ სხვა სა­ზა­რე­ლი მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც, სამ­წუ­ხა­როდ, უფრო მე­ტად იფ­ლო­ბა ოკუ­პა­ცი­ის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ და დამ­ღუპ­ველ ცოდ­ვა­ში.

აგ­ვის­ტოს ომმა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა, მაგ­რამ თუ კარ­გად დავ­ფიქ­რდე­ბით ვნა­ხავთ, რომ ის საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბი, რაც ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­ი­ჩი­ნეს, წა­რუშ­ლელ კვალს და­ტო­ვებს ქარ­თვე­ლი ერის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. რად ღირს შინ­დი­სის გმი­რე­ბის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის თუ სხვა­თა (თუნ­დაც დღემ­დე უც­ნო­ბი) ქარ­თვე­ლე­ბის გა­ბე­დუ­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი თავი გას­წი­რეს, რათა ჩვენ­თვის ეს­წავ­ლე­ბი­ნათ, რომ მტერს, თუნ­დაც ური­ცხვს, არ შე­იძ­ლე­ბა უფ­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ სის­ხლით მო­ნა­პო­ვა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა დაგ­ვათ­მო­ბი­ნოს.

ფი­ლო­ლო­გი არ ვარ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ცნო­ბი­ლი გა­მოთ­ქმა - "დათ­ვი რომ მო­გე­რე­ვა, ბა­ბა­ია და­უ­ძა­ხეო" არა­თუ ქარ­თუ­ლი არაა, არა­მედ ან­ტი­ქარ­თუ­ლია და მხო­ლოდ იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ ჩვენს ხალ­ხში მო­ნუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა გა­აღ­ვი­ვოს. აგ­ვის­ტოს ომის გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ის კარ­გად შეს­წავ­ლა ამ პრობ­ლე­მა­საც აგ­ვა­ცი­ლებს თა­ვი­დან.

ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და მე­ომ­რე­ბის ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბას­თან ერ­თად, ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას, არ შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის ამა­გის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა. რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ომზე, რაც მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტრი­ბუ­ნებ­ზე იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი და ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე, ცალ­კე უნდა გა­მოვ­ყოთ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თა­ნად­გო­მა და მათი მე­თა­უ­რე­ბის სა­ო­ცა­რი გა­ბე­დუ­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­ტო­ვეს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტე­ბი, ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ. უფალ­მა და­უ­ფა­სოს მათ და მათ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ეს ამა­გი.

და ბო­ლოს, მსურს კი­დევ ერთხელ შე­ვა­ვედ­რო ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფალს აგ­ვის­ტოს ომში აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, ასე­ვე ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის უკ­ვდა­ვი სუ­ლე­ბი და შევ­თხო­ვო, რომ მისი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ერ­თგულ ქარ­თველ, მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ერს, აა­ცი­ლოს სა­მო­მავ­ლოდ ის აგ­რე­სია, რაც 2008 წელს ოუ­პან­ტმა რუ­სეთ­მა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ჩი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ომი არ და­უ­წყია! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!”- წერს მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე).

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
RM
0

მაგარი ადამიანი. სიმართლის თქმას ნუ ერიდებით .

დაცემული ელფი
2

ნათელი წერტილი უკუნეთში, მეტი ასეთი სინათლე, ალილუია, ჩხირი კედელს

ავტორი:

"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკი

"საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!" - მეუფე მელქისედეკი

ცნობილი გამოთქმა - "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეუფე აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთის არის ოკუპანტი.

"კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამდე და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.

აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!”- წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).