პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"
თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

თემ­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა აფეთ­ქე­ბას გა­და­ურ­ჩა. ამის შე­სა­ხებ "თბი­ლი­სი ენერ­ჯის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი,

" რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცხელ ხაზ­ზე – 114, შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და, რომ თემ­ქის მე-11 მიკ­რო­რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ კორ­პუს­ში ძლი­ე­რი გა­ზის სუნი იდგა.

ად­გილ­ზე „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის მის­ვლის შემ­დეგ, ძლი­ე­რი და­გა­ზი­ა­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა მთელ სა­დარ­ბა­ზო­ში. გა­ზის სუნი ერთ-ერთი ბი­ნი­დან გა­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც სამი დღეა, და­კე­ტი­ლია, ბი­ნა­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კი ქა­ლა­ქი­დან არი­ან გა­სუ­ლე­ბი.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ გა­ზ­ქუ­რის ონ­კა­ნი გახ­სნი­ლი და­ტო­ვა, სა­ი­და­ნაც გაზი ჟო­ნავ­და, თა­ვად კი ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­და. ამ ფაქ­ტის გამო კორ­პუს­ში ძლი­ე­რი და­გა­ზი­ა­ნე­ბა და­ი­წყო და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზი ბი­ნა­სა და სა­დარ­ბა­ზო­ში გროვ­დე­ბო­და. ეს შემ­თხვე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევ­და დიდ აფეთ­ქე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ბი­ნად­რის უყუ­რა­დღე­ბო­ბას კი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბი­ნის გა­ზის ქსე­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აკ­რძა­ლუ­ლი, მკვლე­ლი ღია კა­მე­რი­ა­ნი წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი. რო­მე­ლიც ქსე­ლი­დან ჩა­იხ­სნა.

„თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ კა­ტე­გო­რი­უ­ლად გაფრ­თხი­ლებთ, სახ­ლი­დან გას­ვლის წინ გა­და­კე­ტეთ ონ­კა­ნე­ბი და თქვე­ნი უყუ­რა­დღე­ბო­ბით ნუ შე­უქ­მნით ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს.

"თბი­ლი­სი ენერ­ჯი" მად­ლო­ბას უხ­დის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც ოპე­რა­ტი­უ­ლად და­რე­კა და ფაქ­ტის შე­სა­ხებ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერორიზმის მუხლით
1

დააჯარიმეთ სამაგალითოდ!

dima
53

კარგად გაარკვიეთ ვინ არის მეპატრონე-ეჭვი მაქვს,რომ ნაცებთან ექნება კავშირი! ფულის გულისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები-მაგ ბინის ორმაგ-სამმაგ ღირებულებას მისცემდნენ და დაითანხმებდნენ მეპატრონეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,

" რამდენიმე წუთის წინ ცხელ ხაზზე – 114, შეტყობინება შემოვიდა, რომ თემქის მე-11 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა.

ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელ სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა, დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

"აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა, საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას, კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

„თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ, სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს.

"თბილისი ენერჯი" მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეგვატყობინა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა და რამდენი პაციენტი ემსხვერპლა ვირუსს ბოლო დღე-ღამეში

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"