Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"წამლები მივუტანეთ, ლობიანებით გაგვიმასპინძლდა... ამდენს რისკავთო და დაგვლოცა" - რას ჰყვება სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველი, რომელმაც ემოციური ვიდეო გადაიღო
"წამლები მივუტანეთ, ლობიანებით გაგვიმასპინძლდა... ამდენს რისკავთო და დაგვლოცა" - რას ჰყვება სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველი, რომელმაც ემოციური ვიდეო გადაიღო

რა­ჭა­ში ერ­თბა­შად მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა. წყალ­მა ხე­ებ­თან ერ­თად, მოგ­ლი­ჯა და წა­ი­ღო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­წი­ლი, ხი­დე­ბი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი...

შს სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, ვერ­ტმფრე­ნე­ბით 417 ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს. ამას­თან, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნამ­დე ხი­დეშ­ლე­ბი-მა­ჟი­ე­თი, ჯინჭვი­სი-გომი და ჟა­მი­ე­რე­თის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­ბა­გი­რო მა­გის­ტრა­ლე­ბი მო­ე­წყო. სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სოფ­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი მი­ა­წო­დეს.

მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 სო­ფელ­თან კავ­ში­რის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად მი­ნი­მუმ ერთი თვე იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო... ორ­შა­ბა­თამ­დე კი­დევ 2 სო­ფელ­თან აღ­დგე­ბა კავ­ში­რი. ასე­ვე, მა­ლე­ვე იგეგ­მე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო ად­გილ­ში გა­დაყ­ვა­ნა, რად­გან არ­სე­ბობს ღვარ­ცო­ფის სა­შიშ­რო­ე­ბაც. ად­გილ­ზე მუ­შა­ობს მაშ­ველ­თა ბრი­გა­დაც.

სწო­რედ ერთ-ერთი მაშ­ვე­ლის მიერ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ვი­დე­ომ გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. კად­რებ­ში ჩანს რაჭ­ვე­ლი მო­ხუ­ცი, რო­მელ­მაც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად ლო­ბი­ა­ნე­ბი მი­არ­თვა.

ასევე დაგაინტერესებთ
17:57 / 31-07-2020

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?

AMBEBI.GE ვი­დე­ოს ავ­ტორს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცვლის უფ­როს ელიზ­ბარ კო­პა­ლი­ანს ესა­უბ­რა:

- რამ­დე­ნი­მე დღეა ონის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უწე­რა­ში ვართ, რო­მე­ლიც ცხელ წერ­ტი­ლად ით­ვლე­ბა. საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რა­თი დაგ­ვხვდა - მოგ­ლე­ჯი­ლი იყო ხე­ე­ბი, წა­ღე­ბუ­ლია ხი­დე­ბი, სოფ­ლებ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი, სა­ყა­ნე მი­წე­ბი, ელექტრო­ბო­ძე­ბი, კო­ტე­ჯე­ბი, სახ­ლებს გა­მოც­ლი­ლი ჰქონ­და სა­ძირ­კვლე­ბი...

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სტი­ქი­ის შე­დე­გად ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვისი გა­მოყ­ვა­ნაც ვერ ხერ­ხდე­ბო­და, მათ სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ვუ­ტა­ნეთ. სტი­ქი­ის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამო, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ძი­რი­თა­თად, თო­კე­ბით გვი­წევ­და...

იქ ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­ვე "ენერ­გოპ­რო­სა" და სხვა უწყე­ბის ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ვინც გა­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხუ­რებ­რივ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ და სტი­ქი­ამ მო­უს­წრო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლაც სტი­ქი­ის შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მდი­ნა­რე რი­ო­ნის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­დაგ­ვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე, მდი­ნა­რის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლებს, თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი უგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ჭი­რო ნივ­თებს და პრო­დუქტს. წყალ­მა კი და­იკ­ლო, მაგ­რამ კა­ლა­პოტს ჯერ არ დაბ­რუ­ნე­ბია.

- რა ხდე­ბა იმ ად­გი­ლას, სა­დაც თო­კე­ბის გა­და­ჭიმ­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბით მდი­ნა­რის გაღ­მა მყო­ფებს?

- ვერ­ტმფრე­ნით, რო­მე­ლიც მუდ­მივ რე­ჟიმ­ში დაფ­რი­ნავს ჩვენს თავ­ზე და ნე­ბის­მი­ერ დროს მზად არის, იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს.

- ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მო­ხუ­ცი ქალი მაშ­ვე­ლებს ლო­ბი­ა­ნე­ბით უმას­პიძლდე­ბა, უამ­რა­ვი ნახ­ვა აქვს. რო­გორ იპო­ვეთ ის?

- თუ იქა­უ­რო­ბას წი­თელ, ყვი­თელ და მწვა­ნე ზო­ნე­ბად დავ­ყოფთ, ის წი­თელ ზო­ნა­შია. მისი სახ­ლი დგას, სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზაც არ არის წა­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ სტი­ქი­ით და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებ­თან ეს ოჯა­ხი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. მას და მის შვილს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ან და დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

მო­ხუც­მა ერთი დღით ადრე გაგ­ვაფრ­თხი­ლა, შე­იძ­ლე­ბა ხვალ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­სო, ჩვენც თა­და­რი­გი და­ვი­ჭი­რეთ და თო­კე­ბით მი­ვა­წო­დეთ... მა­შინ გა­უ­მას­პინ­ძლდა ის გუ­ლი­ა­ნი ბებო ჩვენს ბი­ჭებს ცხე­ლი ლო­ბი­ა­ნე­ბით, ამ­დენს რის­კავთ და შრო­მობ­თო, გვი­თხრა და და­ლო­ცა. სწო­რედ მა­შინ გა­და­ვი­ღე ის ვი­დეო.

მხო­ლოდ ის მო­ხუ­ცი და მისი შვი­ლი კი არა, სხვე­ბიც არი­ან იქ, მუდ­მი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და ზოგს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. ყვე­ლა მათ­გან­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს და ყვე­ლა­ფერს ვაწ­ვდით, ეს იქ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტი თუ სან­თე­ლი, რად­გან ელექტრო­ბო­ძე­ბი მო­წყვე­ტი­ლია და მათი აღ­დგე­ნა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა.

უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს დრო­ე­ბი­თი სა­მან­ქა­ნო გზის აღგ­დე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რათა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა თა­ვად შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ავტორი:

"წამლები მივუტანეთ, ლობიანებით გაგვიმასპინძლდა... ამდენს რისკავთო და დაგვლოცა" - რას ჰყვება სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველი, რომელმაც ემოციური ვიდეო გადაიღო

"წამლები მივუტანეთ, ლობიანებით გაგვიმასპინძლდა... ამდენს რისკავთო და დაგვლოცა" - რას ჰყვება სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველი, რომელმაც ემოციური ვიდეო გადაიღო

რაჭაში ერთბაშად მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა რამდენიმე სოფელში ინფრასტრუქტურა დააზიანა. წყალმა ხეებთან ერთად, მოგლიჯა და წაიღო საავტომობილო გზის ნაწილი, ხიდები, ელექტროგადამცემი ბოძები...

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენებით 417 ადამიანი გამოიყვანეს. ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე საბაგირო მაგისტრალები მოეწყო. სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები მიაწოდეს.

მთავრობის ინფორმაციით, 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო... ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. ასევე, მალევე იგეგმება კიდევ რამდენიმე მოქალაქის უსაფრთხო ადგილში გადაყვანა, რადგან არსებობს ღვარცოფის საშიშროებაც. ადგილზე მუშაობს მაშველთა ბრიგადაც.

სწორედ ერთ-ერთი მაშველის მიერ სტიქიის ზონაში გადაღებულმა ვიდეომ გუშინ სოციალური ქსელი მოიცვა. კადრებში ჩანს რაჭველი მოხუცი, რომელმაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლიერების ნიშნად ლობიანები მიართვა.

AMBEBI.GE ვიდეოს ავტორს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროს ელიზბარ კოპალიანს ესაუბრა:

- რამდენიმე დღეა ონის რაიონის სოფელ უწერაში ვართ, რომელიც ცხელ წერტილად ითვლება. საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა - მოგლეჯილი იყო ხეები, წაღებულია ხიდები, სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი გზები, საყანე მიწები, ელექტრობოძები, კოტეჯები, სახლებს გამოცლილი ჰქონდა საძირკვლები...

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სტიქიის შედეგად ჩარჩენილი ადამიანები ოპერატიულად გამოვიყვანეთ, ვისი გამოყვანაც ვერ ხერხდებოდა, მათ სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტები და მედიკამენტები მივუტანეთ. სტიქიის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, მათთან კომუნიკაცია ძირითათად, თოკებით გვიწევდა...

იქ ჩარჩენილები იყვნენ ასევე "ენერგოპროსა" და სხვა უწყების ის თანამშრომლებიც, ვინც გადაუდებელ სამსახურებრივ დავალებას ასრულებდნენ და სტიქიამ მოუსწრო.

მიუხედავად იმისა, რომ ახლაც სტიქიის შემდგომი პროცესები მიმდინარეობს, მდინარე რიონის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში გადაგვყავს ადამიანები. ასევე, მდინარის მიღმა დარჩენილებს, თავიანთი ახლობლები და ნათესავები უგზავნიდნენ საჭირო ნივთებს და პროდუქტს. წყალმა კი დაიკლო, მაგრამ კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია.

- რა ხდება იმ ადგილას, სადაც თოკების გადაჭიმვა ვერ ხერხდება, როგორ უკავშირდებით მდინარის გაღმა მყოფებს?

- ვერტმფრენით, რომელიც მუდმივ რეჟიმში დაფრინავს ჩვენს თავზე და ნებისმიერ დროს მზად არის, იქ მყოფ ადამიანებს დაეხმაროს.

- ვიდეოს, რომელშიც მოხუცი ქალი მაშველებს ლობიანებით უმასპიძლდება, უამრავი ნახვა აქვს. როგორ იპოვეთ ის?

- თუ იქაურობას წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად დავყოფთ, ის წითელ ზონაშია. მისი სახლი დგას, სახლამდე მისასვლელი გზაც არ არის წაღებული, მაგრამ სტიქიით დაზიანებულ ადგილებთან ეს ოჯახი ძალიან ახლოს არის. მას და მის შვილს აუცილებელი მედიკამენტები სჭირდებოდათ, რადგან მკურნალობის კურსს გადიან და დაგვიანება არ შეიძლებოდა.

მოხუცმა ერთი დღით ადრე გაგვაფრთხილა, შეიძლება ხვალ თქვენი დახმარება დამჭირდესო, ჩვენც თადარიგი დავიჭირეთ და თოკებით მივაწოდეთ... მაშინ გაუმასპინძლდა ის გულიანი ბებო ჩვენს ბიჭებს ცხელი ლობიანებით, ამდენს რისკავთ და შრომობთო, გვითხრა და დალოცა. სწორედ მაშინ გადავიღე ის ვიდეო.

მხოლოდ ის მოხუცი და მისი შვილი კი არა, სხვებიც არიან იქ, მუდმივი მაცხოვრებლები და ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ყველა მათგანთან მუდმივი კავშირი გვაქვს და ყველაფერს ვაწვდით, ეს იქნება მედიკამენტი თუ სანთელი, რადგან ელექტრობოძები მოწყვეტილია და მათი აღდგენა ეტაპობრივად მოხდება.

უკვე მიმდინარეობს დროებითი სამანქანო გზის აღგდენითი სამუშაოები, რათა ადგილობრივებმა თავად შეძლონ გადაადგილება.

ადიგენში მეხი ჩამოვარდა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)

"ძალიან მომრავლდნენ მწერები... ძილის წინ ბავშვებს ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რეკომენდაციები მშობლებს