"ალბათ 5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ გოგონას არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი.
"მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. მაგრამ იმ დღეს ჰქონდა თუ არა არ ვიცი.
ზუსტად ვერ ვიტყვი თარიღს ეს როდის სთხოვა, მაგრამ დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშოკი სახლში არ არის.
ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია", - განაცხადა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ძალიან დამაბნეველი ინფორმაცია...
რა უნდა თქვა აღარ ვიცი ჯერ იყო და მამამისმა სამსახურში მივედიო და არავინ შემიშვაო ეხლა 6 თვის წინ ელექტრო შოკი თხოვაო და მოუტანაო ეს გოგო დიდ შარში ყოფილა და იმდენი თუ ვერ შეძელით თქ ვენთან ეთქვა გასაჭირი პოლიციისთვის მიგემართათ ან საერთდ გადაგემალათ სადმე ფაქტიურად გაიწირულია ეს გოგო.