საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?
"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა - "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ძა­ლი­ან რთულ და შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვად რჩე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნი, მე­სა­მე ცენ­ტრის შექ­მნა და ერთი ლი­დე­რის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ამაო აღ­მოჩ­ნდა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის იდე­ით "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია", არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იშ­ლე­ბა, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ხმებს ერ­თმა­ნეთს წა­არ­თმე­ვენ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. პო­ლი­ტო­ლოგ-ექ­სპერ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უცხო არ არის. თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ ამის კონ­ტუ­რე­ბი ჩნდე­ბო­და, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად უკ­ვა­ლოდ ქრე­ბო­და და პარ­ტი­ე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის საგ­ნად არა­ერ­თხელ ქცე­უ­ლა. ამ­ჯე­რად, პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში "ძალა ერ­თო­ბა­შია" გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლი "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის" ლი­დე­რი თაკო ჩარ­კვი­ა­ნი და "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე გახ­დნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ან კო­ა­ლი­ცი­ას გა­მო­ეყვნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რე­ბენ ბრძო­ლას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის­თვის.

"ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ერ­თი­ან მა­ჟო­რი­ტა­რულ კან­დი­დატ­ზე უნდა შე­თან­ხმდნენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" კი პი­რი­ქით ფიქ­რო­ბენ.

პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, მა­ჟო­რი­ტა­რის მიერ წარ­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რაც მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მე­ო­რე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა.

"რე­გი­ო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტე­ბის და­ყე­ნე­ბა. ეს არის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც არ შე­იც­ვლე­ბა. თუ იქ­ნე­ბა ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რა­ღაც მო­საზ­რე­ბით და თუ და­ვი­ნა­ხავთ, რომ ეს სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბას შე­უ­წყობს ხელს, ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა, მაგ­რამ პრინ­ცი­პი რომ არ შე­იც­ვლე­ბა, ეს არა­ერ­თხელ გვქონ­და გა­ცხა­დე­ბუ­ლი. თბი­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დავ­დგით უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ბი­ჯი, ორი ოლქი - დი­დუ­ბე და სა­ბურ­თა­ლო დღემ­დე არის და­უ­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი და ეს ძა­ლი­ან გვიშ­ლის ხელს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. აბა ნა­ხეთ, რა ხდე­ბა გლ­დან­ში, სამ­გორ­ში, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, ვი­ნა­ი­დან გვყავს მა­ჟო­რი­ტა­რი, რო­მელ­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ამუ­შა­ვე­ბა­ში. ნუ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ მან­და­ტე­ბის 80 პრო­ცენ­ტი ნა­წილ­დე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით. აქ გა­მარ­ჯვე­ბა მე­ო­რე ტურ­ში თით­ქმის ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის მო­გე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა.

მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი კი არ არის გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი, არა­მედ პრო­პირ­ცი­უ­ლი სია, როცა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია იღებს იმა­ზე მეტ ხმას, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და მისი სა­ტე­ლი­ტი თუ სა­ტე­ლი­ტე­ბი. მარ­ცხდე­ბი პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­ში? - მო­დის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­ო­რე ტურ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, რო­გორც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, რჩე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც იგებს პრო­პორ­ცი­ულ სიას. აი, ეს არის ჩვე­ნი პრინ­ცი­პი. ეს გზა მიგ­ვიყ­ვანს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, და­ნარ­ჩე­ნი გზა არის უბ­რა­ლოდ მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში ვაჭ­რო­ბა,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმბერი
575

შეთქმულების თეორიები არ მიყვარს მაგრამ ფაქტია რომ ქართული ოცნება დღემდე ხელისუფლებაშია როა ნაციონალების დამსახურებაა, რამდენი წელია უკვე თავს მარტო იმით იმართლებენ რომ ნაციონალების დროს უარესი იყოო, მეორეც რამდენი პროტესტის ტალღაც აგორდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაკლა, გამოვიდოდა ხალხი აქციაზე მივარდებოდნენ ესენიც ჩაიგდებდნენ მიკროფონს ხელში და ხალხიც იშლებოდა იმიტომ რომ ყველას ეზიზღება ნაცები და არავის უნდა მაგათ გვერძე დგომა, ამჯერადაც მოინდომეს რომ ყველა კანდიდატი მაგათმა წამოაყენონ მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით მაგათ კანდიდატებს შანსი არ აქვთ. თან ხალხი ფიქრობს რომ თუ ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს ხმას ესენი დაბრუნდებიანო რაც არავის უნდა და ამიტომ თუ ვინმე უჭერს ოცნებას მხარს. ჰოდა რავიცი აბა თქვენთითონ განსაჯეთ.

!!!
578

ჩარკვიანის ქალბატონი პანდორასავით მოევლინა ოპოზიციას და დააქუცმაცა თავისი წივილ-კივილით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა - "ოცნების" ხელისუფლების დამარცხება, ჯერჯერობით ისევ ძალიან რთულ და შორეულ პერსპექტივად რჩება. საზოგადოების მოლოდინი, მესამე ცენტრის შექმნა და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანება, ამაო აღმოჩნდა. ხელისუფლების დამარცხების იდეით "გაერთიანებული ოპოზიცია", არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იშლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. პოლიტოლოგ-ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. თითქმის ყველა არჩევნების წინ ამის კონტურები ჩნდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და პარტიების ძალაუფლების სურვილი დაპირისპირების საგნად არაერთხელ ქცეულა. ამჯერად, პოლიტიკურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" განხეთქილების ვაშლი "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გახდნენ, რომლებიც ერთიან კოალიციას გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აპირებენ ბრძოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხებისთვის.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი პირიქით ფიქრობენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, მაჟორიტარის მიერ წარმართულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს პროპორციული სიით გამარჯვებაში, რაც მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვების საწინდარი იქნება.

"რეგიონებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია საკუთარი კანდიდატების დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც არ შეიცვლება. თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები, რაღაც მოსაზრებით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამაზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვქონდა გაცხადებული. თბილისთან დაკავშირებით გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი, ორი ოლქი - დიდუბე და საბურთალო დღემდე არის დაუკომპლექტებელი და ეს ძალიან გვიშლის ხელს საარჩევნო კამპანიაში. აბა ნახეთ, რა ხდება გლდანში, სამგორში, მიდის ინტენსიური საარჩევნო კამპანია, ვინაიდან გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიის ამუშავებაში. ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება მეორე ტურში თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების საწინდარი იქნება.

მაჟორიტარული ოლქი კი არ არის გამარჯვების მთავარი ნაწილი, არამედ პროპირციული სია, როცა გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე "ქართული ოცნება" და მისი სატელიტი თუ სატელიტები. მარცხდები პროპორციულ სიაში? - მოდის ახალი ხელისუფლება და მეორე ტურში ფაქტობრივად, როგორც არაერთხელ გვინახავს, რჩება გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იგებს პროპორციულ სიას. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა,"- განაცხადა გოცირიძემ. იხილეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ხანდახან მგონია, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელიც ხელისუფლების თამაშს თამაშობს...“ - ოპოზიცია ისევ აქციებს აანონსებს, რას ფიქრობენ ექსპერტები?

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი