პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს
Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა Twitter-მა დო­ნალდ ტრამ­პის უფ­როს შვილს სა­კუ­თარ გვერ­დზე დრო­ე­ბით პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფუნ­ქცია და­უბ­ლო­კა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­ნალდ ტრამპ უმ­ცროსს მას შემ­დეგ და­ე­კის­რა, რაც ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც პრე­პა­რატ „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის“ სარ­გებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არის სა­უ­ბა­რი.

რო­გორც Twitter-ში გან­მარ­ტა­ვენ, უმ­ცრო­სი ტრამ­პის ვი­დე­ოს გა­ზი­ა­რე­ბით Covid-19-ის შე­სა­ხებ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­ირ­ღვა. აკ­რძალ­ვის პე­რი­ოდ­ში დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი კვლავ შეძ­ლებს Twitter-ის მო­ნა­ხუ­ლე­ბას და პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნას, თუმ­ცა მთე­ლი რიგი ფუნ­ქცი­ე­ბის, მათ შო­რის პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მას 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი.

„ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმ ქმე­დე­ბებს, რაც ჩვე­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით არის გა­წე­რი­ლი“, - გა­ნუ­ცხა­დეს BBC-ს Twitter-ში.

რო­გორც დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, Twitter-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „ყო­ველ­გვარ სა­ზღვარს გას­ცდა“ და ეს კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ მსხვი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მიზ­ნად ისა­ხა­ვენ „ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოკ­ლან“, ისე­ვე, რო­გორც „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ ხმის ჩახ­შო­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში ერე­ვი­ან“.

რო­გორც BBC წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს მე­ტყვე­ლე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ფიქ­რობს, რომ ამ წა­მალს კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ პრე­ვენ­ცი­უ­ლი თვი­სე­ბა აქვს. წამ­ყვან­მა სო­ცი­ა­ლურ­მა მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა სხვა­დას­ხვა ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, რათა სა­კუ­თარ პლატ­ფორ­მებ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა აღ­კვე­თონ.

sos
1

ტრამპ მერე ისეთი რაღაც რეგულაციები შემოუღე ამ ღორ ტრანსნაციონალურ კოპანიებს ტვიტერს გუგლს ფეისბუკს სიენენს და სხვებს რომ გაკოტრდნენ ან მათი მფლობელები დაიჭირე ბევრი ექნებათ მიქარული და წესით არ უნდა გაგიჭირდეს,ფებეერი ტყუილად გყავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის უფროს შვილს საკუთარ გვერდზე დროებით პოსტების გამოქვეყნების ფუნქცია დაუბლოკა. აღნიშნული დონალდ ტრამპ უმცროსს მას შემდეგ დაეკისრა, რაც ვიდეო გააზიარა, სადაც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებლობის შესახებ არის საუბარი.

როგორც Twitter-ში განმარტავენ, უმცროსი ტრამპის ვიდეოს გაზიარებით Covid-19-ის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები დაირღვა. აკრძალვის პერიოდში დონალდ ტრამპ უმცროსი კვლავ შეძლებს Twitter-ის მონახულებას და პირადი შეტყობინებების გაგზავნას, თუმცა მთელი რიგი ფუნქციების, მათ შორის პოსტების გამოქვეყნება მას 12 საათის განმავლობაში ექნება შეზღუდული.

„ჩვენ ვახორციელებთ იმ ქმედებებს, რაც ჩვენი რეგულაციებით არის გაწერილი“, - განუცხადეს BBC-ს Twitter-ში.

როგორც დონალდ ტრამპ უმცროსის პრესსამსახურში აცხადებენ, Twitter-ის გადაწყვეტილება „ყოველგვარ საზღვარს გასცდა“ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მიზნად ისახავენ „ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლება მოკლან“, ისევე, როგორც „რესპუბლიკელების“ ხმის ჩახშობით, არჩევნებში ერევიან“.

როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ამ წამალს კორონავირუსის მიმართ პრევენციული თვისება აქვს. წამყვანმა სოციალურმა მედიაკომპანიებმა სხვადასხვა ზომები მიიღეს, რათა საკუთარ პლატფორმებზე კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აღკვეთონ.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ