Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ვინ მესროდა, სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ" - ლერი სულაბერიძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ
"არ ვიცი, ვინ მესროდა, სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ" - ლერი სულაბერიძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ვიცე - პრე­ზი­დენ­ტის ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის უც­ნო­ბია, თუ ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა წყნეთ­ში სრო­ლა მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მისი გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, თვი­თონ ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნი­დან მოხ­და გას­რო­ლა.

"ფი­ზი­კუ­რად ვერ ვარ ახლა კარ­გად, რომ და­გე­ლა­პა­რა­კოთ. არ ვიცი, ვინ მეს­რო­და. მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი, არა­ვის­თან კავ­ში­რი არ მქო­ნია. და­ნარ­ჩენს ჩემი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იტყვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვინ იყო. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან რაც სა­ჭი­რი იყო, ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ფიქ­სი­რე. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნი­დან ის­როდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და სუ­ლა­ბე­რი­ძემ.

მისი ად­ვო­კა­ტის ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისა­უბ­რე­ბენ.

"ვე­რა­ფერს გე­ტყვით და ვერც ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. დე­ტა­ლე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გახ­სე­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, წყნე­თის გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­სა­მარ­თით ის­რო­ლეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძეს ეკუთ­ვნის.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხადრთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 19 –108 მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია 236-ე მუხ­ლით, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
4

ეგ ის ლერი სულაბერიძეა თორაძეს რომ პირველად ხელი დაარტყა და მერე რაც მოხდა მთელმა საქართველომ იცის...

კოსტა
2

კაი რა ტო

ავტორი:

"არ ვიცი, ვინ მესროდა, სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ" - ლერი სულაბერიძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

"არ ვიცი, ვინ მესროდა, სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ" - ლერი სულაბერიძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ.

მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

"ვერაფერს გეტყვით და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. დეტალები უნდა გავიაროთ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, წყნეთის გზაზე ავტომობილის მისამართით ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ვინ გაისროლა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით? - რას აცხადებს შსს?

ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს