პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში ოჯახის 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა - "ეს უდიდესი ტკივილი და უიმედობაა"
აშშ-ში ოჯახის 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა - "ეს უდიდესი ტკივილი და უიმედობაა"

აშშ-ში, ტე­ხას­ში, ოჯა­ხის 14 წევ­რს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, COVID-19 და­უ­დას­ტურ­და. მათ­გან ერთი კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი, 43 წლის ტონი გრი­ნი, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და, სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, თუ რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის საყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ.

"უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და უი­მე­დო­ბა გა­მოვ­ცა­დეთ, მხო­ლოდ ლოც­ვა შეგ­ვეძ­ლო“, - ამ­ბობს გრი­ნი NBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და ყვე­ბა, რომ ის და თა­ვი­სი ცოლი 13 ივ­ნისს მშობ­ლებ­თან მი­ვიდ­ნენ, სა­დაც პა­ტა­რა ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბა მო­ა­წყვეს. ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბის დროს პირ­ბა­დე არა­ვის არ ეკე­თა. მომ­დევ­ნო დღეს კი გრი­ნი ავად გახ­და.

რე­ა­ლუ­რად არა­ვინ იცის ოჯა­ხის რო­მე­ლი წევ­რი იყო თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ტონი გრი­ნი ამ­ბობს, რომ ორი დღის შემ­დეგ ავად გახ­დნენ მისი ცოლი, ცო­ლის მშობ­ლე­ბი და ბე­ბია. სა­ერ­თო ჯამ­ში კი კო­რო­ნა­ვირუ­სით ერთი ოჯა­ხის 14 წევ­რი და­ინ­ფი­ცირ­და.

"ჩვენ ვგრძნობ­დით, რომ ჩვენს ოჯახ­საც შე­ე­ხო ის სა­ში­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია. არც ერთ ჩვენ­განს შეკ­რე­ბამ­დე სიმპტო­მე­ბი არ გვქო­ნია, სი­ცხე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოგ­ვცა“, - ამ­ბობს გრი­ნი.

გრი­ნის ცო­ლის ბე­ბია კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 ივ­ლისს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. უც­ნო­ბია, თუ რა ასა­კის არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, ასე­ვე აქვთ თუ არა რა­ი­მე თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. მათი ნა­წი­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ნა­წი­ლი კი მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს.

აშშ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა და სა­ერ­თო ჯამ­ში იქ COVID-19-ის 4.4 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 150 500 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 2.1 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აშშ-ში ოჯახის 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა - "ეს უდიდესი ტკივილი და უიმედობაა"

აშშ-ში ოჯახის 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთი კი გარდაიცვალა - "ეს უდიდესი ტკივილი და უიმედობაა"

აშშ-ში, ტეხასში, ოჯახის 14 წევრს ახალი კორონავირუსი, COVID-19 დაუდასტურდა. მათგან ერთი კი გარდაიცვალა.

ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 43 წლის ტონი გრინი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, საუბრობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა მის საყვარე ადამიანებზე კორონავირუსის პანდემიამ.

"უდიდესი ტკივილი და უიმედობა გამოვცადეთ, მხოლოდ ლოცვა შეგვეძლო“, - ამბობს გრინი NBC-სთან ინტერვიუში და ყვება, რომ ის და თავისი ცოლი 13 ივნისს მშობლებთან მივიდნენ, სადაც პატარა ოჯახური შეკრება მოაწყვეს. ოჯახური შეკრების დროს პირბადე არავის არ ეკეთა. მომდევნო დღეს კი გრინი ავად გახდა.

რეალურად არავინ იცის ოჯახის რომელი წევრი იყო თავდაპირველად ინფიცირებული.

ტონი გრინი ამბობს, რომ ორი დღის შემდეგ ავად გახდნენ მისი ცოლი, ცოლის მშობლები და ბებია. საერთო ჯამში კი კორონავირუსით ერთი ოჯახის 14 წევრი დაინფიცირდა.

"ჩვენ ვგრძნობდით, რომ ჩვენს ოჯახსაც შეეხო ის საშინელება, რომელიც ქვეყანაშია. არც ერთ ჩვენგანს შეკრებამდე სიმპტომები არ გვქონია, სიცხე მოულოდნელად მოგვცა“, - ამბობს გრინი.

გრინის ცოლის ბებია კორონავირუსით 2 ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. უცნობია, თუ რა ასაკის არიან ინფიცირებულები, ასევე აქვთ თუ არა რაიმე თანმდევი დაავადება. მათი ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი მკურნალობას განაგრძობს.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს პირველი ქვეყანაა და საერთო ჯამში იქ COVID-19-ის 4.4 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 150 500 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 2.1 მილიონი პაციენტი.

კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ:  "ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება"

"კარანტინის დაწესება დამამცირებელი იყო" - ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს არ დაიცვან დისტანცია და არ ატარონ პირბადე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გართულებული ვითარება  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს