პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო
მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ექ­სპერ­ტი­ზა­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად, ოჯა­ხის მოწ­ვე­ვით, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტად გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც "ემ­პა­თი­ას" წარ­მო­ად­გენს. შე­გახ­სე­ნებთ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. ის 22 ივ­ლისს, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ტყეს­თან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ გო­გო­ნას ოჯა­ხი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტეს საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვა. თუმ­ცა ამ საქ­მე­ში გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას გა­მო­ჩე­ნამ კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ამ ქალ­ბა­ტო­ნის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­ცე­მულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია. იგი "მთა­ვა­რი არ­ხი­სა" და "ფორ­მუ­ლას" მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟე­ტებ­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კუ­თარ ვერ­სი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­და და აცხა­დებ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­უ­ლი წყალ­ში 4 დღე არ იყო. "მე ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბის და ფო­ტო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დაჭ­რით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის 48 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო­ის გარ­დაც­ვლი­ლია, რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბე­ბი ცხე­დარს ჰქონ­დეს 84 სა­ა­თის მან­ძილ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და კარ­მუ­ში­ნამ ტე­ლე­ვი­ზი­ებს.

მის გა­მო­ჩე­ნას დიდი ხმა­უ­რი მოყ­ვა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა­ლი­ტი­კოს­მა ირაკ­ლი ლა­ტა­რი­ამ უკ­რა­ი­ნე­ლი "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის" თა­ო­ბა­ზე და­წე­რა, - გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ამას­თან­ვე ექ­სპერ­ტი კი არა, გი­დი­აო.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა, რო­გორც ექ­სპერ­ტი, ისე მო­ნა­წი­ლე­ობს და ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მისი პრო­ფე­სი­უ­ლი სერ­თი­ფი­კა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას პი­რად გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­წე­რა­ში უწე­რია, რომ ის არის გიდი, პრო­ფე­სო­რი, ექი­მი, მოგ­ზა­უ­რი, რომ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ატა­რებს ექ­სკურ­სი­ებს. (წყა­რო) "ემ­პა­თი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის თქმით, დღეს მი­მარ­თა­ვენ ისი­ნი სერ­თი­ფი­კა­ტის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, აღი­ა­რებს თუ არა მის სერ­თი­ფი­კატს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ეს მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ვცა­დეთ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა ჩვენს ზა­რებს არ პა­სუ­ხობს.

რად­გან და­ის­ვა კი­თხვე­ბი ექ­სპერტ გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ექ­სპერ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა "ემ­პა­თი­ას" ხელ­მძღვა­ნელ მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ანს ვთხო­ვეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, ცნო­ბი­ლია, რომ "ემ­პა­თი­ას" დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა და ექ­სპერ­ტი­ზა­ში უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნამ. ამ ექ­სპერ­ტის მი­სა­მარ­თით ამ დღე­ებ­ში ბევ­რი კრი­ტი­კა ის­მო­და, იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მისი ჩარ­თვა ამ საქ­მე­ში?

- მას შემ­დეგ, რაც შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში გა­მოჩ­ნდა ექ­სპერ­ტი გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნა, იმ­დე­ნი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ის არის ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი დო­ნეც­კი­დან, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, იცით, რომ დო­ნეც­კი რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ ვერ ბრუნ­დე­ბა თა­ვის ქა­ლაქ­ში. ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თველ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას­თან" ის აქამ­დეც თა­ნამ­შრომ­ლობ­და. გარ­და იმი­სა, რომ არის დო­ნეც­კის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ცენ­ტი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, ასე­ვე აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და 2017 წლამ­დე ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კრი­მი­ნა­ლის­ტი­კას ას­წავ­ლი­და. დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, ვი­ნა­ი­დან ენა არ იცის, უჭირს და ადეკ­ვა­ტუ­რი სის­ტე­მა რომ იყოს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი, ამ ადა­მი­ანს ადაპ­ტა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. ცენ­ტრმა "ემ­პა­თი­ამ" გა­და­წყვი­ტა, მისი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ­თან მოგ­ვეწ­ვია. ისე კი, კარ­გა ხა­ნია ვიც­ნობთ, რო­გორც გი­თხა­რით, ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2017 წლამ­დე უფრო კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში მუ­შა­ობ­და და ამი­ტომ არ გვი­ფიქ­რია მისი ლი­ცენ­ზი­ის აღი­ა­რე­ბა, ახლა კი გვინ­და, რომ აღი­ა­რონ მისი ლი­ცენ­ზია. ის უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტია, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტით, ამის აღი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხდე­ბა. ზო­გა­დად ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვის, ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­და­ნაც რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნოთ ექ­სპერ­ტი, მა­საც დას­ჭირ­დე­ბა ფორ­მა­ლუ­რად ლი­ცენ­ზი­ის აღი­ა­რე­ბა. იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
801

ჰალსტუხჭამიასთან ექმნება ამას კავშირები ! 

ჰალსტუხჭამიას ჭირდება ალბათ ეს საბოტაჟების და დეზინფორმაციების შესაქმნელად ! 

13
22

ახლა კი მართლა ვიჯერებ რომ ტროლები არსებობენ და ამ მთავრობის ჩასვრილს ასუფთავებენ. ხელები ამიწევია თუ ეს ქალი მართლა დამ. ექსპერტია. კომენტარებით აივსო გიდიაო და მეც ლამის დამაჯერეს )) სიხარულიძეა თუ ვინაა სად ხარ ერთი ეს სიმართლეა თუ გვატყუებენ კიდევ ? აბდალი ხალხი ხართ ეს ტროლები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზაში, სამხარაულის ექსპერტებთან ერთად, ოჯახის მოწვევით, დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთო, რომელიც "ემპათიას" წარმოადგენს. შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობილია ისიც, რომ გოგონას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ამიტომაც გადაწყვიტეს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა. თუმცა ამ საქმეში გალინა კარმუშინას გამოჩენამ კითხვები გააჩინა. ამ ქალბატონის სკანდალური განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გაცემულ ექსპერტიზაზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. იგი "მთავარი არხისა" და "ფორმულას" მომზადებულ სიუჟეტებში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საკუთარ ვერსიაზე ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ იყო. "მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე", - განუცხადა კარმუშინამ ტელევიზიებს.

მის გამოჩენას დიდი ხმაური მოყვა და სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა ირაკლი ლატარიამ უკრაინელი "დამოუკიდებელი ექსპერტის" თაობაზე დაწერა, - გალინა კარმუშინა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი და ამასთანვე ექსპერტი კი არა, გიდიაო.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გალინა კარმუშინა, როგორც ექსპერტი, ისე მონაწილეობს და ისიც ცნობილია, რომ მისი პროფესიული სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული არ არის. სოციალურ ქსელში, გალინა კარმუშინას პირად გვერდზე ინფორმაციის აღწერაში უწერია, რომ ის არის გიდი, პროფესორი, ექიმი, მოგზაური, რომ ცხოვრობს საქართველოში და ატარებს ექსკურსიებს. (წყარო) "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დღეს მიმართავენ ისინი სერთიფიკატის აღიარების მოთხოვნით, აღიარებს თუ არა მის სერთიფიკატს ჯანდაცვის სამინისტრო, ეს მალე გახდება ცნობილი. ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

რადგან დაისვა კითხვები ექსპერტ გალინა კარმუშინას პროფესიასთან დაკავშირებით, ამ ექსპერტის საქმიანობაზე განმარტება "ემპათიას" ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვეთ.

- ქალბატონო მარიამ, ცნობილია, რომ "ემპათიას" დახმარებისთვის მიმართა ბაჩალიაშვილის ადვოკატმა და ექსპერტიზაში უკვე მონაწილეობა მიიღო გალინა კარმუშინამ. ამ ექსპერტის მისამართით ამ დღეებში ბევრი კრიტიკა ისმოდა, იქნებ გვიამბოთ, რატომ გადაწყვიტეთ მისი ჩართვა ამ საქმეში?

- მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის საქმეში გამოჩნდა ექსპერტი გალინა კარმუშინა, იმდენი აგრესია წამოვიდა, რომ ყველაფერზე პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის არის ძალიან კვალიფიციური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დონეცკიდან, უკრაინის მოქალაქე, იცით, რომ დონეცკი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამიტომ ვერ ბრუნდება თავის ქალაქში. ცხოვრობს საქართველოში, ქართველ მეუღლესთან ერთად. ცენტრ "ემპათიასთან" ის აქამდეც თანამშრომლობდა. გარდა იმისა, რომ არის დონეცკის სამედიცინო უნივერსიტეტის დოცენტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ასევე აქვს იურიდიული განათლება და 2017 წლამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკას ასწავლიდა. დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, ვინაიდან ენა არ იცის, უჭირს და ადეკვატური სისტემა რომ იყოს ქვეყანაში შექმნილი, ამ ადამიანს ადაპტაციაში დაეხმარებოდა. ცენტრმა "ემპათიამ" გადაწყვიტა, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ჩვენთან მოგვეწვია. ისე კი, კარგა ხანია ვიცნობთ, როგორც გითხარით, ტრენინგებში მონაწილეობდა. 2017 წლამდე უფრო კრიმინალისტიკაში მუშაობდა და ამიტომ არ გვიფიქრია მისი ლიცენზიის აღიარება, ახლა კი გვინდა, რომ აღიარონ მისი ლიცენზია. ის უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ექსპერტია, შესაბამისი დოკუმენტით, ამის აღიარება საქართველოში ძალიან მარტივად ხდება. ზოგადად ცენტრ "ემპათიას" დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის, ევროპიდან და ამერიკიდანაც რომ ჩამოიყვანოთ ექსპერტი, მასაც დასჭირდება ფორმალურად ლიცენზიის აღიარება. იხილეთ სრულად

"შიმშილობას ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე "ტოიოტა ქამრიში" მჯდომი პირების მშობლები" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა

"ბაია "ბილაინში" მუშაობდა, საიდანაც წამოსვლას აპირებდა" - რას ამბობენ კომპანიაში გოგონაზე, რომელიც გარდაცვლილი ნახეს

"მთვრალი დაეჯახა ჯერ მანქანას, შემდეგ ქვეითებს და მიიმალა" - 25 წლის გოგოს ბრალი წარედგინა ფონიჭალის ავარიაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა