პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა
"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

კომ­პა­ნია „ზეგ“-ის დი­რექ­ტო­რის თა­მარ კო­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მათ კომ­პა­ნი­ა­ში პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას გეგ­მავ­და. რო­გორც კო­ბე­რი­ძე აცხა­დებს, ის ხში­რად ამ­ბობ­და, რომ სწავ­ლა და თან ორ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა უჭირ­და.

„არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი და კარ­გი გოგო იყო, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტში არა­ვის­თან იყო. სამ­სა­ხუ­რი­დან ვი­ცო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და წა­სუ­ლი­ყო, რად­გან ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა ის, რომ ორ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ, თან ვსწავ­ლობ და ბევ­რი დრო აღარ მაქ­ვსო. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის სი­უპ­რი­ზი არ ყო­ფი­ლა, როცა გა­ვი­გე რომ მი­დი­ო­და“, - აცხა­დებს თა­მარ კო­ბე­რი­ძე.

მისი თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ა­ში ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და.

“პროგ­რა­მის­ტი იყო. მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და. ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, რე­ესტრი ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია, რა­ტომ ვერ გვპო­უ­ლობს ვი­ღაც, ვერ გა­ვი­გეთ. და­სა­მა­ლი არა­ფე­რი გვაქვს. პი­რა­დად ოჯახს ვუ­თხა­რი, რომ ახალ ამ­ბებ­ში და­ე­რე­კა, რათა იქ­ნებ პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი­ყო. მე მივ­წე­რე ნო­მე­რი, სად უნდა და­ე­რე­კათ. პან­დე­მი­ის მერე ოფის­ში არ დავ­დი­ვართ. მე მოვ­დი­ვარ ხოლ­მე, რომ შე­ვა­მოწ­მო და ერთ-ორი ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის“, - აცხა­დებს თა­მარ კო­ბე­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იმ კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ, სა­დაც 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია „ზეგ“-ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ოფის­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ამო­ღე­ბას ვახ­დენთ ამ ეტაპ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი, დღეს სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maia
11

ვინმემ იცის ეს რა კომპანიაა?

#
9

საფუძვლიანად გამოიძიონ ამ კომპანიიის "საქმიანობა," მათი საუბარი და გამომეტყველება "ბევრ რამეზე" მიგვანიშნებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა.

„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“, - აცხადებს თამარ კობერიძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა.

“პროგრამისტი იყო. მაგალითად, ბოლოს ონლაინ რეჟიმში მუშაობდა. ჩვენი განცხადება, რეესტრი ყველაფერი გასაჯაროებულია, რატომ ვერ გვპოულობს ვიღაც, ვერ გავიგეთ. დასამალი არაფერი გვაქვს. პირადად ოჯახს ვუთხარი, რომ ახალ ამბებში დაერეკა, რათა იქნებ პროცესი დაჩქარებულიყო. მე მივწერე ნომერი, სად უნდა დაერეკათ. პანდემიის მერე ოფისში არ დავდივართ. მე მოვდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო და ერთ-ორი ადამიანი შემოდის“, - აცხადებს თამარ კობერიძე.

ცნობისთვის, სამართალდამცველები იმ კომპანიაში შევიდნენ, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კომპანია „ზეგ“-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღებას ვახდენთ ამ ეტაპზე“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

"იყო უხეში  გაფრთხილებები, თითქოს მუქარა, - შენი გოგო შარშია და შენც არაფერში გაეხვიოო" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს