საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზოში სვამდნენ და ყაყანებდნენ, კახას უთქვამს, - აქ ხალხი ცხოვრობს, ვწუხდებითო, ეს იუკადრისეს" - ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები
"ეზოში სვამდნენ და ყაყანებდნენ, კახას უთქვამს, - აქ ხალხი ცხოვრობს, ვწუხდებითო, ეს იუკადრისეს" - ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები

19 ივ­ლისს, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას 32 წლის კა­ხა­ბერ თე­გე­ტაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც თა­ნა­უბ­ნელ­მა 28 წლის თ.ი.-მ თე­გე­ტაშ­ვი­ლი ზურ­გი­სა და ყე­ლის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი დაჭ­რი­ლის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს. კახა თე­გე­ტაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გახ­ლდათ, ის 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ ნი­ცა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო. მისი ოჯა­ხი - ცოლი და ერთი ვაჟი უცხო­ეთ­შია. და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე და მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ოჯა­ხი არ ლა­პა­რა­კობს. თ.ი. ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გარ­დაც­ვლის ახ­ლო­ბე­ლი გევ­სა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვა.

- კახა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვა­ზი­სუბ­ნე­ლია და ახ­ლა­ხან ახა­ლი ბინა იყი­და ამა­ვე და­სახ­ლე­ბა­ში. ეს ამ­ბა­ვიც ამ ეზო­ში მოხ­და. ღა­მით მე­ზობ­ლე­ბი ეზო­ში სვამ­დნენ, საკ­მა­ოდ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი მა­ღალ ხმა­ზე ყა­ყა­ნებ­დნენ და ჩხუ­ბობ­დნენ. კახა ჩა­სუ­ლა და უთ­ქვამს, ხმა­დაბ­ლა ილა­პა­რა­კეთ, აქ ხალ­ხი ცხოვ­რობს და ვწუხ­დე­ბი­თო. ეს იუ­კად­რი­სეს იქ მყო­ფებ­მა და ამას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი. მერე ერთ-ერთი, გვა­რად, იუ­სუ­პო­ვი კა­ხას უკ­ნი­დან მი­ე­პა­რა და ზურ­გში, გუ­ლის მხა­რეს და­არ­ტყა დანა. სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ბევ­რი სის­ხლი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კახა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. და­სა­ნა­ნია, ასე ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ, არაფ­რის გამო რომ გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა მკვლე­ლი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
41
40

გაგებით მოვეკიდოთ

გელა
36

აბა, ქოცებო, ვისი და რისი უმოქმედობის ბრალია ეს ამბავი. რომლის მსგავსიც ყოველდღე ხდება. აბა, თუ გამოიცნობთ. მინიშნება - ბრეჟნევს ასეთ ამბებზე მოხსენებაში არაფერი უთქვამს, იქ ყველაფერი ფანტასტიურადაა, იქ არ იქექოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეზოში სვამდნენ და ყაყანებდნენ, კახას უთქვამს, - აქ ხალხი ცხოვრობს, ვწუხდებითო, ეს იუკადრისეს" - ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები

"ეზოში სვამდნენ და ყაყანებდნენ, კახას უთქვამს, - აქ ხალხი ცხოვრობს, ვწუხდებითო, ეს იუკადრისეს" - ყოფილი პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები

19 ივლისს, ვაზისუბნის დასახლებაში სისხლიან გარჩევას 32 წლის კახაბერ თეგეტაშვილი ემსხვერპლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც თანაუბნელმა 28 წლის თ.ი.-მ თეგეტაშვილი ზურგისა და ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. კახა თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელი გახლდათ, ის 4 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო. მისი ოჯახი - ცოლი და ერთი ვაჟი უცხოეთშია. დაპირისპირების დეტალებზე და მკვლელობის მოტივზე ოჯახი არ ლაპარაკობს. თ.ი. ამჟამად დაკავებულია და მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის თაობაზე გარდაცვლის ახლობელი გევსაუბრა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

- კახა ყოფილი პოლიციელია და ახლახან ჩამოვიდა საქართველოში. ვაზისუბნელია და ახლახან ახალი ბინა იყიდა ამავე დასახლებაში. ეს ამბავიც ამ ეზოში მოხდა. ღამით მეზობლები ეზოში სვამდნენ, საკმაოდ შეზარხოშებულები მაღალ ხმაზე ყაყანებდნენ და ჩხუბობდნენ. კახა ჩასულა და უთქვამს, ხმადაბლა ილაპარაკეთ, აქ ხალხი ცხოვრობს და ვწუხდებითო. ეს იუკადრისეს იქ მყოფებმა და ამას მოჰყვა კონფლიქტი. მერე ერთ-ერთი, გვარად, იუსუპოვი კახას უკნიდან მიეპარა და ზურგში, გულის მხარეს დაარტყა დანა. სასწრაფო გამოიძახეს და ახალგაზრდა საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კახა ძალიან პოზიტიური, მხიარული და კარგი ადამიანი იყო. დასანანია, ასე ტყუილ-უბრალოდ, არაფრის გამო რომ გამოასალმეს სიცოცხლეს. ვიმედოვნებ, საკადრისად დაისჯება მკვლელი.

ნანა ფიცხელაური

"კაცი მაღაზიაში პროდუქტებზე ჩავიდა და ავტომატით დაცხრილეს" - მკვლელობა ფონიჭალაში

შიდა ქართლში პედაგოგს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

"სიმღერას თავი დაანება და 1 წლის წინ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა " - რას ყვება ახლობელი ნიუ იორკში მოკლულ ქართველ ბიჭზე