Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჰაერზე გავიდა... როდესაც სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან სხვა პირები ურტყამენ" - რას ყვება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი
"ჰაერზე გავიდა... როდესაც სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან სხვა პირები ურტყამენ" - რას ყვება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის არას­რულ­წლოვ­ნის ნ.ხ-ს ად­ვო­კა­ტი ანა ჟღენ­ტი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ვერ იხ­სე­ნებს, ვინ სცე­მა, რად­გან ინ­ცი­დენ­ტი ღა­მით მოხ­და, ახალ­გაზ­რდე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და არას­რულ­წლო­ვა­ნი აღ­ნიშ­ნულ პი­რებს არ იც­ნობს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ი­ტყო.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ანა გა­ბე­ჩა­ვას სკო­ლე­ლია, ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­პა­ტი­ჟეს, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. იქ იყ­ვნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ იც­ნობ­და, თუმ­ცა ნაც­ნო­ბე­ბიც იყ­ვნენ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გო­გო­ნებ­თან ერ­თად იჯდა, მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მცი­რე­დი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არც ჩხუ­ბი იყო და არც კა­მა­თი. შემ­დგომ­ში იგი ადგა, რომ რამე პრობ­ლე­მა არ შექ­მნი­ლი­ყო ჩხუ­ბის სა­ხით და უბ­რა­ლოდ, ჰა­ერ­ზე სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად გა­ვი­და. ამ დროს მას წინ ხვდე­ბი­ან პი­რე­ბი და რო­დე­საც ეს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას იწყებს, უკ­ნი­დან კი­დევ სხვა პი­რე­ბი ურტყა­მენ (კი­ბის ეპი­ზოდ­ზეა სა­უ­ბა­რი).

რაც შე­ე­ხე­ბა ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის ამოც­ნო­ბას, ნამ­დვი­ლად არ იც­ნობს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ, გვი­ა­ნიც იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იხ­სე­ნებს, ვინ იყ­ვნენ ის პი­როვ­ნე­ბე­ბი. მინ­და გი­თხრათ, რომ პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე მოხ­და და აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვერც და­რი­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მან სრუ­ლი სი­მარ­თლე თქვა. შემ­დგომ­ში საქ­მე­ში მე ჩა­ვერ­თე. იგი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად სცნეს. მას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. ცე­მის შემ­დეგ მათ­თან მი­დის ჩი­ქო­ვა­ნი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩი­ქო­ვა­ნიც გახ­და კა­მა­თის მო­ნა­წი­ლეც და მას მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბა, კერ­ძოდ კი, თა­ვის არე­ში. შემ­დგომ­ში, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ნ.ხ და ჩი­ქო­ვა­ნი მო­დი­ან უკვე თბი­ლის­ში. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს გვი­ან ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სახ­ლში მის­ვლა არ უნ­დო­და, იგი უკავ­შირ­დე­ბა თა­ვის მე­გო­ბარს, მე­გო­ბა­რი დახ­ვდა და წა­ვიდ­ნენ მას­თან სახ­ლში“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ჟღენ­ტის თქმით, შე­საძ­ლოა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი შეც­დო­მით სცე­მეს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ამოც­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა.

„ამოც­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა, მას და­უს­ვეს კი­თხვე­ბი და ბავ­შვმა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ამ პი­როვ­ნე­ბებს არ იც­ნობ­და. თქვა, რომ ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­იხ­სე­ნებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რო­გორც ანა ჟღენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო. ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არას­რულ­წლოვ­ნის მშობ­ლებს ბავ­შვი არ მო­უ­კი­თხავთ, რად­გან მას ისი­ნი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და და ღა­მით არ მი­ვი­დო­და. მისი თქმით, საქ­მე­ში ამო­ღე­ბუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან მი­მო­წე­რა და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის შე­საძ­ლო ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა. ანა ჟღენ­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­კი­თხვა­ზე კი­დევ და­ი­ბა­რონ, თუმ­ცა, იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, არ შე­ეც­ვლე­ბა.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წყნა­რი ბი­ჭია, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის არ არის“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

იგი იმე­დოვ­ნებს, რომ საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბა.

„ამ საქ­მე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ეს არის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბა, თუ ასე შემ­დეგ. ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­დაყ­ვა­ნი­ლია პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში და ამით უმო­წყა­ლოდ სარ­გებ­ლობს ძა­ლი­ან ბევ­რი. ვფიქ­რობ, ეს საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის გამო კი არ ხდე­ბა, ეს არის პირ­და­პირ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბის მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბა. რაც არ უნდა ეცა­დონ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნას, გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რად მი­დის“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 17 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ისი­ნი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯარჯი
6

ნეტა გაგვაგებინა, რის გამო წამოიწყეს კამათი. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სისულელის გამო და ამხელა უბედურება კი დაატრიალეს. 

ფატი
0

ვერ გამიგია ვის რაში აწყობს ამ საქმის გაჭიანურება და გაუხსნელობა. ვის აფარებენ ხელებს? ნუთუ აღარაფერი ქრისტიანული დარჩა საქართველოში???ფაქტია რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, განა სხვა აზრი არსებობს? რაღა აზრი აქვს საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს??? რისი გეშინიათ ხალხო???

ავტორი:

"ჰაერზე გავიდა... როდესაც სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან სხვა პირები ურტყამენ" - რას ყვება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი

"ჰაერზე გავიდა... როდესაც სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან სხვა პირები ურტყამენ" - რას ყვება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის არასრულწლოვნის ნ.ხ-ს ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს, ვინ სცემა, რადგან ინციდენტი ღამით მოხდა, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და არასრულწლოვანი აღნიშნულ პირებს არ იცნობს.

როგორც ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე დაპატიჟეს, სადაც მოგვიანებით მივიდა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა, თუმცა ნაცნობებიც იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონებთან ერთად იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მცირედი შელაპარაკება მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არც ჩხუბი იყო და არც კამათი. შემდგომში იგი ადგა, რომ რამე პრობლემა არ შექმნილიყო ჩხუბის სახით და უბრალოდ, ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამ დროს მას წინ ხვდებიან პირები და როდესაც ეს სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ (კიბის ეპიზოდზეა საუბარი).

რაც შეეხება ამ პიროვნებების ამოცნობას, ნამდვილად არ იცნობს. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ, გვიანიც იყო და ბუნებრივია, ვერც იხსენებს, ვინ იყვნენ ის პიროვნებები. მინდა გითხრათ, რომ პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც დარიგებული იქნებოდა. მან სრული სიმართლე თქვა. შემდგომში საქმეში მე ჩავერთე. იგი დაზარალებულად სცნეს. მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის შემდეგ მათთან მიდის ჩიქოვანი. ამ შემთხვევაში, ჩიქოვანიც გახდა კამათის მონაწილეც და მას მიაყენეს დაზიანება, კერძოდ კი, თავის არეში. შემდგომში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვიან ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდა, იგი უკავშირდება თავის მეგობარს, მეგობარი დახვდა და წავიდნენ მასთან სახლში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟღენტის თქმით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შეცდომით სცემეს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საგამოძიებო ორგანოში სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობა არ ყოფილა.

„ამოცნობა არ ყოფილა, მას დაუსვეს კითხვები და ბავშვმა დააფიქსირა, რომ ამ პიროვნებებს არ იცნობდა. თქვა, რომ ფიზიკურად ვერ გაიხსენებდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ანა ჟღენტი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით გაიგო. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის მშობლებს ბავშვი არ მოუკითხავთ, რადგან მას ისინი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა და ღამით არ მივიდოდა. მისი თქმით, საქმეში ამოღებულია თითქმის ყველა სოციალური ქსელიდან მიმოწერა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო ბრალეულობა არ იკვეთება. ანა ჟღენტი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე კიდევ დაიბარონ, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულის სტატუსი სავარაუდოდ, არ შეეცვლება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წყნარი ბიჭია, ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის არ არის“, - აცხადებს ადვოკატი.

იგი იმედოვნებს, რომ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგება.

„ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და განისაზღვრება ეს არის განზრახ მკვლელობა, გაუფრთხილებლობა, თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საქმე გადაყვანილია პოლიტიკურ ჭრილში და ამით უმოწყალოდ სარგებლობს ძალიან ბევრი. ვფიქრობ, ეს საქმის სამართლიანი გამოძიების გამო კი არ ხდება, ეს არის პირდაპირ დაღუპული ადამიანების ოჯახების მორალურად განადგურება. რაც არ უნდა ეცადონ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, გამოძიება ძალიან ნორმალურად მიდის“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

"დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ" - გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

რატომ არ შეინახა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებმა ინფორმაცია ფოტოგრაფის შესახებ? - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა" - რას ყვება არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამა