პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა
სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის წე­სე­ბი და­ამ­ტკი­ცა. წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტო­რებ­ში მოქ­მედ ოპე­რა­ტო­რებ­ზე. გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის კონ­ტროლს სე­მე­კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

გან­ცალ­კე­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ ვერ­ტი­კა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მხო­ლოდ ენერ­გე­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას. წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ვერ­ტი­კა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მოს ნა­წი­ლია, სულ მცი­რე, სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყოს სხვა ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან, რო­მე­ლიც გა­ნა­წი­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.ვერ­ტი­კა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბულ­მა სა­წარ­მო­ებ­მა გან­ცალ­კე­ვე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე.

წე­სე­ბი არ ვრცელ­დე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ზე (სა­წარ­მო, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და ახორ­ცი­ე­ლებს სხვა არა­ე­ნერ­გე­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას) ასე­ვე, „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ცალ­კე­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ე­ხოს იმ ვერ­ტი­კა­ლუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ენერ­გე­ტი­კულ სა­წარ­მოს, რო­მე­ლიც ქსელ­თან მი­ერ­თე­ბულ 100 000-ზე ნაკ­ლებ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტო­რებ­ში დად­გინ­დე­ბა გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ამ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის შე­სა­ბა­მი­სო­ბა. გა­ნი­სა­ზღვრა გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის მიერ შე­სა­ბა­მი­სო­ბის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან, და­ნერგვას­თან, წარ­დგე­ნას­თან, მი­ღე­ბა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას­თან, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სო­ბის ოფიც­რის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი.

გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის წე­სე­ბის მი­ღე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. წე­სე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და დი­რექ­ტი­ვე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა. წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ ოპერატორებზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სემეკი განახორციელებს.

განცალკევების ვალდებულება ეკისრებათ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ენერგეტიკულ საქმიანობას. წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმოებმა განცალკევება უნდა განახორციელონ მიმდინარე წლის ბოლომდე.

წესები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოებზე (საწარმო, რომელიც ენერგეტიკული საქმიანობის გარდა ახორციელებს სხვა არაენერგეტიკულ საქმიანობას) ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია განცალკევების ვალდებულება არ შეეხოს იმ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოს, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება.

წესების მიხედვით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დადგინდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების სავალდებულო კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობა. განისაზღვრა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის შემუშავებასთან, დანერგვასთან, წარდგენასთან, მიღებასა და გამოქვეყნებასთან, ასევე, შესაბამისობის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საფუძველზე. წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების სრული დაცვით.

ოჯახის განცხადებით, 10 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სავარაუდოდ, მოწამლულია - "საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა"

რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ბავშვი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"