ავტორი:

"იქ ვინც ვიყავით, ყველა ფიქრობდა, საკუთარი თავისთვის ეშველა" - DJ კოკოს პირველი კომენტარი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის შესახებ

"იქ ვინც ვიყავით, ყველა ფიქრობდა, საკუთარი თავისთვის ეშველა" - DJ კოკოს პირველი კომენტარი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის შესახებ

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო გამოშვება "პირველები" აქვეყნებს ინტერვიუს დიჯეი კოკო ღიბრაძესთან, რომელიც ტრაგიკულ ღამეს, ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე უკრავდა.

"საშიშროებიდან გამომდინარე, დიდხანს იმ ადგილას არ გავჩერებულვართ. წრე დავარტყით, ვეძებდით ვიზუალურად... მაგ მომენტში მე არ მქონია ახვლედიანთან კონტაქტი. ახვლედიანი სხვაგან იყო, მე სხვაგან ვიჯექი. იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით, ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა... ვინც ვიყავით იქ, არავინ ფიქრობდა ერთმანეთის მიტოვებაზე, ყველა ფრიქრობდა, რომ თავისთვის ეშველა და ყველა არის გაქცეული. მერე ბრუნდებიან, რომ ქათამაძე ნახონ... ვეძებეთ რამდენის საშუალებაც გვქონდა, საშიშროებიდან გამომდინარე იმ ადგილას არ გავჩერებულვართ და წამოვედით. თან არც ვიცოდით. ვინ სად გაიქცა და ვინ როგორ გაიქცა, ჩვენ მაშინ ინფორმაცია არ გვქონია მიღებული, იმ ტერიტორიაზე ვეძებდით მანქანებიდან... თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ახვლედიანი წერს ჩვენებაში, რომ ჩვენს საცემად არ მოდიანო", - ამბობს ინტერვიუში კოკო ღიბრაძე.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

"მკვლელობაში ბრალდებული  ქალი რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნული ფრაზა - "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომაა" - ექსპერტი

ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს