პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე
"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს იფეთ­ქოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ფორ­მა­ლუ­რი არ უნდა იყოს.

თუმ­ცა, გამ­ყრე­ლი­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­მა ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­სად გამ­ქრა­ლა და ჩვენ­თან ერ­თად არის - დღეს 9 შემ­თხვე­ვა გქვონ­და, გუ­შინ იყო 5, იმის წინ კი­დევ 5, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არის. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან ინ­ფექ­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია, მაგ­რამ ხაზს ვუს­ვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს და კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ წუთს იფეთ­ქოს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ უნდა იყოს ფორ­მა­ლუ­რი და პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვე­ნი სა­მო­ქალ­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამი­ტომ გთხოვთ ყვე­ლას, პირ­ბა­დე იქ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, პი­რა­დი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნა, თავ­შეყ­რა თუ ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვიც­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

თა­ვის მხრივ, ამა­ვე კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ „მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ბევ­რია დარ­ღვე­ვა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის არ­დაც­ვის შემ­თხვე­ვე­ბი“.

"პე­რი­ო­დუ­ლად ვავ­ლენთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არ ვი­ცით პა­ცი­ენ­ტი სად და­ა­ვად­და. სამ­წუ­ხა­როდ, კო­რო­ნა სა­დღაც და­დის. არ ვი­ცით, ვინ არის ხოლ­მე ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს და­ა­ვა­დე­ბა არის სა­ში­ში. თუ ჩვენ არ და­ვი­ცავთ ელე­მენ­ტა­რულ წე­სებს, მას სულ რამ­დე­ნი­მე დღე და კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ ერ­თე­ულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა ასე­ულ შემ­თხვე­ვას მი­აღ­წი­ოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხოვ­ნაა ყვე­ლა­სად­მი, რომ და­ვიც­ვათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და არ მივ­ცეთ კო­რო­ნას გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. არ არის ეს ძნე­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
8

ადამიანების უმრავლესობას დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში ნიღაბი არასწორად უკეთია, მართლა ფორმალობად გადაიქცა ეს ყველაფერი.

eko
29

ჯერ სად ვართ, ცოტა ხანშუ ნახეთ, საზღვარს რომ გახსნით, მერე ნახეთ რა იქნება. როგორ შეიძლება მოქალაქის შემოშვება კარანტინის გარეშე, შემოსვლის დროს დალევს სიცხის წამალს, სიცხეს აეროპორტში არ დააფიქსირებს, მერე დაათვალიერებს საქართველოს კუთხე-კუნჭულს, შევა მაღაზიებში და კაფე-რესტორნებში და გადაედება ყველას. ამას რატომ აკეთებს მთვარობა ვერ ვხვდები? მაშინ რას ჩაკეტეთ საზღვრები, გაგეხსნათ აქამდეც, თუ გახსნას აპირებდით....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს და საზოგადოებისთვის მიცემული რეკომენდაციები ფორმალური არ უნდა იყოს.

თუმცა, გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რიგ შემთხვევაში, ამ რეკომენდაციებმა ფორმალური ხასიათი მიიღო.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა და ჩვენთან ერთად არის - დღეს 9 შემთხვევა გქვონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს.

აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, ამავე კითხვის საპასუხოდ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ „მოსახლეობის მხრიდან ბევრია დარღვევა და რეკომენდაციების არდაცვის შემთხვევები“.

"პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არის საშიში. თუ ჩვენ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა იმნაძემ.

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება

სექტემბრიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება