ავტორი:

"კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს... ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით" - ამირან გამყრელიძე

"კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს... ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით" - ამირან გამყრელიძე

კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემსუბუქებას, საზღვრების გახსნას გარკვეული რისკი მოჰყვება, მაგრამ სისტემა მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გაანეიტრალოს.

„კოვიდპასპორტი ზოგიერთმა ქვეყანამ დაადგინა, ზოგიერთმა - არა. უნიფიცირებული მიდგომა ამაზე ჯანმოს ან NCDC-ის რეკომენდაციებით არ ყოფილა. ქვეყნების გადასაწყვეტია, ისინი კოვიდპასპორტს დაადგენენ თუ არა ქვეყანაში შემომსვლელებზე.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა რისკი შეზღუდვების მოხსნაზე, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვამსუბუქებთ რეგულაციებს, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს. ამაზე ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით. თანდათან ეს შემსუბუქებები მოიხსნა და ეკონომიკის ყველა სფერო ქვეყანაში ამუშავდა.

რა თქა უნდა, ყველა შემსუბუქებას გარკვეული რისკი მოჰყვება ამიტომაც სისტემა მზად უნდა იყოს და მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ. ანუ ბალანსი დავამყაროთ ეკონომიკის გახსნასთან, თავისუფლებასთან და ინფექციასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს