ავტორი:

"ძიძას გადმოუვარდა... კორპუსიდან კიოდა - "ბავშვი, ბავშვიო" - მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

"ძიძას გადმოუვარდა... კორპუსიდან კიოდა - "ბავშვი, ბავშვიო" - მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

3 წლის ბავშვს, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

უბედური შემთხვევა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.

"ეზოში თქვეს, რომ ძიძას გადმოუვარდა ბავშვი. კორპუსიდან გოგო კიოდა, იმ გოგოს სულ ბავშვი ჰყავს ხოლმე გარეთ გამოყვანილი... "ბავშვი, ბავშვიო" გავიგე და რომ გადავიხედე, ჩემს მტერს - ბავშვი ეგდო ძირს" - ყვება თვითმხილველი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

Stopcov.ge - საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისში, საცხობში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა