მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­თი­თე­ბი­სას.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე შეს­ვლი­სას დახ­ვდათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი თუ სხვა პრი­ზე­ბის მო­გე­ბის და­პი­რე­ბით. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში, გა­თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ხე­ლი­თაც გავ­რცელ­და. სებ-ის გან­ცხა­დე­ბით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის ან შემ­დგომ პრი­ზე­ბის მი­ღე­ბის­თვის, პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თის, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­სა და სხვა პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მო­ი­თხო­ვე­ბო­და.

და­მა­ტე­ბით, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ საპ­რი­ზო თან­ხის მო­ნა­წი­ლის­თვის გა­და­რი­ცხვის შე­სა­ხებ, რაც ცალ­სა­ხად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აქვე გან­მარ­ტავს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან სხვა­დას­ხვა თაღ­ლი­თუ­რი ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რის­კი.

„გვსურს მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ფორ­მით ინ­ფორ­მა­ცი­ის თაღ­ლი­თუ­რი გზით მო­პო­ვე­ბის სქე­მას ფი­შინ­გი ეწო­დე­ბა. ფი­შინ­გი წარ­მო­ად­გენს კი­ბერ­და­ნა­შა­ულს, რომ­ლის დრო­საც კონ­კრე­ტულ პირს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კი­ბერ­თაღ­ლი­თის მხრი­დან ეგ­ზავ­ნე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით, ტე­ლე­ფო­ნით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით ან სხვა ფორ­მით, იმის­თვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს მო­ტყუ­ე­ბის გზით პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოს­ძა­ლოს. რო­გორც წესი, ფი­შინ­გის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მსხვილ სა­მიზ­ნეს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

ფი­შინ­გის დროს, ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ან ელექტრო­ნუ­ლი მე­ი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ბმუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყალბ ვებგ­ვერ­დზე შე­დის/გა­და­დის, რო­მელ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბაც კი­ბერ­თაღ­ლი­თე­ბის მიერ ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის თაღ­ლი­თუ­რი გზით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რისკს ზრდის.

ნე­ბის­მი­ერ გა­თა­მა­შე­ბა­ში თუ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დის/ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას და ინ­ტერ­ნეტ-გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას გთხოვთ, და­იც­ვათ შემ­დე­გი წე­სე­ბი:

1. არ გა­დას­ცეთ სხვა პი­რებს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის უნე­ბარ­თვო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ა­მოწ­მეთ ის ვებგ­ვერ­დი, რო­მე­ლიც პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას გთხოვთ.

2. გა­და­ა­მოწ­მეთ ვებ­მი­სა­მარ­თი. ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე შე­ა­მოწ­მეთ ის ვებ-მი­სა­მარ­თი, სა­დაც აპი­რებთ მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას. იმი­სათ­ვის, რომ დარ­წმუნ­დეთ, რომ უსაფრ­თხო ვებგ­ვერ­დზე იმ­ყო­ფე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­მოწ­მეთ, რომ ვებ­მი­სა­მარ­თი იწყე­ბო­დეს ‘https://' ან ‘shttp://'-ით. ასე­ვე, დარ­წმუნ­დით, რომ ვებ­მი­სა­მარ­თის მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია მწვა­ნე, ჩა­კე­ტი­ლი ბოქ­ლო­მის სიმ­ბო­ლო (იხ. ქვე­მოთ). და­მა­ტე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ და­ა­ჭი­როთ ბოქ­ლო­მის ღი­ლაკს, რომ შე­ა­მოწ­მოთ ვებგ­ვერ­დის სან­დო­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

3. შე­ა­ფა­სეთ ვებგ­ვერ­დის შიგ­თავ­სი. ყალ­ბი ვებგ­ვერ­დის შექ­მნი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა და რე­სურ­სი ეთ­მო­ბა იმას, რომ ის ნამ­დვი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის მსგავ­სი იყოს. ვებგ­ვერ­დის ტექ­სტი, გრა­ფი­კა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლო­გო­ე­ბი და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი ხში­რად ემ­თხვე­ვა ლე­გი­ტი­მუ­რი ვებგ­ვერ­დის შიგ­თავსს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ყალ­ბი ვებგ­ვერ­დის გა­მოვ­ლე­ნა და ზო­გა­დად, ყალ­ბი ვებგ­ვერ­დის ნამ­დვი­ლი ვებგ­ვერ­დის­გან გარ­ჩე­ვა. მა­გა­ლი­თად, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ყალ­ბი გვერ­დის ვებ­მი­სა­მარ­თი მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თის­გან. ამას­თან, ყალბ ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შრიფ­ტი შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბო­დეს ნამ­დვი­ლი ვებგ­ვერ­დის შრიფ­ტის­გან, ან ყალბ ვებგ­ვერ­დზე მარ­თლწე­რი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს შეც­დო­მე­ბი.

4. უკი­დუ­რე­სი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ა­მოწ­მეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ აღ­ნიშ­ნულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე თან­ხმო­ბის გან­ხილ­ვი­სას და დარ­წმუნ­დით, რომ მი­ღე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არის ლე­გი­ტი­მუ­რი და არ შე­ი­ცავს თაღ­ლი­თო­ბის ნიშ­ნებს.

5. გა­და­ა­მოწ­მეთ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბე­ლი. ინ­ტერ­ნეტ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია WHOIS მომ­სა­ხუ­რე­ბის ვებგ­ვერ­დის მო­ძი­ე­ბა, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს კონ­კრე­ტუ­ლი ვებ­მი­სა­მარ­თის ნამ­დვი­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლია. ვებგ­ვერ­დის გა­და­მოწ­მე­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ვებგ­ვერ­დის შექ­მნის თა­რიღს. თუ იცით, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­ზეც თქვენ უნდა შე­სუ­ლი­ყა­ვით, დიდი ხნის მან­ძილ­ზე არ­სე­ბობს, მაგ­რამ თქვენ მიერ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი გვერ­დი ახა­ლი შექ­მნი­ლია, მო­ცე­მუ­ლი გვერ­დი დიდი ალ­ბა­თო­ბით არ ეკუთ­ვნის იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის ვებგ­ვერ­დზეც თქვენ გსურ­დათ შეს­ვლა.

6. გა­დახ­დის სან­დო წყა­რო. ნამ­დვი­ლი ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის მოს­თხოვს გა­დახ­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­გა­დახ­დო ბა­რა­თის ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტა­ლის (მაგ. PayPal) მეშ­ვე­ო­ბით. თუ ვებგ­ვერ­დი, რო­მელ­ზეც მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბა, იძ­ლე­ვა გა­დახ­დის მხო­ლოდ ერთ მე­თოდს, ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყალ­ბი ვებგ­ვერ­დია.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­გი­წო­დებთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ სიფრ­თხი­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ეს სა­ეჭ­ვო ან გა­ურ­კვე­ვე­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის ვებ-გვერ­დებ­ზე პი­რა­დი და ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გან­თავ­სე­ბას ეხე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ცხელ ხაზ­ზე - 2 406 406,”-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ბმულ­ზე

ნუგო
0

თიბისი ბანკში კარგავენ ძალიან ბევრი ანგარიშიდან თანხებს

ავტორი:

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. სებ-ის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მიღებისთვის, პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა.

დამატებით, რიგ შემთხვევაში, შეტყობინებებში მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა. ეროვნული ბანკი აქვე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.

„გვსურს მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მხრიდან ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. როგორც წესი, ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებგვერდზე შედის/გადადის, რომელზე პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებაც კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.

ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდის/ინტერნეტბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას გთხოვთ, დაიცვათ შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვთ.

2. გადაამოწმეთ ვებმისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხო ვებგვერდზე იმყოფებით, აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ვებმისამართი იწყებოდეს ‘https://' ან ‘shttp://'-ით. ასევე, დარწმუნდით, რომ ვებმისამართის მარცხენა კუთხეში განთავსებულია მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო (იხ. ქვემოთ). დამატებით, შეგიძლიათ დააჭიროთ ბოქლომის ღილაკს, რომ შეამოწმოთ ვებგვერდის სანდოობა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი. ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს. ვებგვერდის ტექსტი, გრაფიკა, ორგანიზაციის ლოგოები და სხვა მონაცემები ხშირად ემთხვევა ლეგიტიმური ვებგვერდის შიგთავსს. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ყალბი ვებგვერდის გამოვლენა და ზოგადად, ყალბი ვებგვერდის ნამდვილი ვებგვერდისგან გარჩევა. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებმისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.

4. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.

5. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებგვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებმისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. ვებგვერდის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის შექმნის თარიღს. თუ იცით, რომ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც თქვენ უნდა შესულიყავით, დიდი ხნის მანძილზე არსებობს, მაგრამ თქვენ მიერ გადამოწმებული გვერდი ახალი შექმნილია, მოცემული გვერდი დიდი ალბათობით არ ეკუთვნის იმ ორგანიზაციას, რომლის ვებგვერდზეც თქვენ გსურდათ შესვლა.

6. გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებ-გვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია