ჟურნალისტს ბექა პატურაშვილის შვილი, 1 წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. პატარა მკურნალობას თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადიოდა. თბილისში ერთი კვირის წინ დაბრუნდა. პატარა ამ დრომდე იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
"პალიტრა მედია" და AMBEBI.GE უსამძიმრებს ალექსის ოჯახს!