სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ზა­ფხულ­ში წიგ­ნის კი­თხვი­სა და ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს.

გთა­ვა­ზობთ ტოპ 10 წიგნს სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მოგრჩეთ:

"მე არ ვარ ნე­ო­ნი" - 2019 წლის ბესტსე­ლე­რის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის" ავ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის მე­ო­რე რო­მა­ნია.

თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.

„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი,“ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თო­ფუ­რია, რე­დაქ­ტო­რი.

NEW YORK TIMES-ის ბესტსე­ლე­რი. გა­მოს­ვლი­დან სულ რა­ღაც ერთ თვე­ში ამ წიგნ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­ი­პო­ვა ბესტსე­ლე­რის სტა­ტუ­სი და ბიბ­ლუ­სის ტოპ 10 გა­ყიდ­ვად წიგნს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

სა­კუ­თარ თავ­ში შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და სი­თა­მა­მის აღ­მო­ჩე­ნის­თვის, სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. პი­რი­ქით, ამის­თვის ჩვენს დე­ფექ­ტებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე თვა­ლის გას­წო­რე­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს. სწო­რედ ასეთ იდე­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი წიგ­ნი, მარკ მენ­სო­ნის "ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა".

მარკ მენ­სო­ნი ამე­რი­კე­ლი სპი­კე­რი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, პი­რა­დი ონ­ლა­ინბ­ლო­გი შექ­მნა და ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ვი­ღაც ენა­ბილ­წი ბოს­ტო­ნე­ლის, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "რა­ღაც მოჩ­მა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის აზ­რის შე­სა­ხებ“ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტან­და.

წიგნ­ში, „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ ავ­ტო­რი ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი მო­წამ­ლა და ჩა­ა­გო­ნა ადა­მი­ა­ნებს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო.

მენ­სო­ნი გვირ­ჩევს, კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შე­ვე­გუ­ოთ მათ. ხოლო რო­დე­საც თვალს გა­ვუს­წო­რებთ ჩვენს ში­შებ­სა თუ სი­სუს­ტე­ებს და და­ვი­ნა­ხავთ მწა­რე სი­მარ­თლეს, სწო­რედ მა­შინ ვი­პო­ვით იმ სი­თა­მა­მეს, შე­უ­პოვ­რო­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ეძებს სა­კუ­თარ თავ­ში.

გი­ნა­ხავთ ფილ­მი ”თქვენ­თვის წე­რი­ლია“? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­დით ქეთ­ლინ კე­ლის საყ­ვა­რელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწო­რედ ის წიგ­ნია!

პა­უ­ლი­ნი, პეტ­რო­ვა და პოსი დები არი­ან, თუმ­ცა მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბი­ძია მე­თი­უმ სა­მი­ვე გა­ნა­მარ­ხი ნი­მუ­შე­ბი­ვით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­აგ­რო­ვა და დის­შვი­ლის შვილს, სილ­ვი­ას, სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უყ­ვა­ნა.

გვა­რი ”ფო­სი­ლი“ გო­გო­ნებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს და გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­ან­თი სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ის ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში შე­ე­ტა­ნათ. ამის­თვის კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი აირ­ჩი­ეს.

წა­ი­კი­თხეთ ეს სა­ო­ცა­რი წიგ­ნი და იფიქ­რეთ პეტ­რო­ვას შე­კი­თხვა­ზე: ასარ­ჩე­ვად რომ გქონ­დეთ საქ­მე, რო­მე­ლი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბას აირ­ჩევ­დით?

წიგ­ნის მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა კრის­ტო­ფერ ნო­ლან­მა 2006 წელს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, გა­და­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ჰიუ ჯეკ­მე­ნი და კრის­ტი­ან ბე­ი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

რო­მა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წიგნ­ში სი­უ­ჟე­ტი მო­წო­დე­ბუ­ლია ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ე.წ. "ფლე­შ­ბე­კე­ბის" დახ­მა­რე­ბით.

ორი ილუ­ზი­ო­ნის­ტის და­პი­რის­პი­რე­ბის, მე­ტო­ქე­ო­ბის, ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა ბრძო­ლის ამ­ბა­ვია. ის, რაც გა­მოს­დის ერთს, გა­მოს­დის მე­ო­რე­საც და მა­ინც, მათი წარ­მა­ტე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ორ სა­ი­დუმ­ლოს ეფუძ­ნე­ბა. მაგ­რამ თით­ქმის ერ­თნა­ი­რია თი­თო­ე­უ­ლის მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა _ სა­ცალ­ფე­ხო და ცი­ცა­ბო, რის­კით, ტყუ­ი­ლით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­თი გზის და­სას­რუ­ლი კი... ვინ არის ილუ­ზი­ო­ნის­ტი: ჯა­დო­ქა­რი, თუ უბ­რა­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სას­წა­ულ­მოქ­მე­დის როლს თა­მა­შობს?

პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნის ამ რო­მან­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი და რე­ა­ლის­ტუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ მა­ა­ლან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მე­რილ სტრიპ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ლის­თვის მი­ი­ღო ოს­კა­რი­სა და ოქ­როს გლო­ბუ­სის ჯილ­დო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის.ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.

რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.

ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რეს პა­ტა­რებ­მა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხ­და.

მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი კრე­ბუ­ლი და­ი­ბეჭ­და, თა­ო­ბე­ბი აღი­ზარ­და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სტრი­ქო­ნებ­ზე.

ეს ახა­ლი კრე­ბუ­ლი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის მზით გამთბარ ლექ­სებს აერ­თი­ა­ნებს. მზე იყო მისი შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი მე­ტა­ფო­რა, სიმ­ბო­ლო და პერ­სო­ნა­ჟიც კი…

"ნე­ტავ, მალე გა­ვიზ­რდე­ბი?!" თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის - ვასო გუ­ლე­უ­რის სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლია.

ამ წიგნ­ში ბავ­შვე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ ლექ­სებს სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­ზე და არა მარ­ტო, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­რე­ბენ და ის­წავ­ლი­ან.

ვინი პუჰი ყვე­ლა ბავ­შვის საყ­ვა­რე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. წიგნ­ში პა­ტა­რა გა­ეც­ნო­ბა ოთხ ჯა­დოს­ნურ მო­თხრო­ბას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა თა­ო­ბი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია პუ­ჰი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებს გვი­ამ­ბობს. წიგ­ნის გვერ­დე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს თვალ­წინ და­უ­ხა­ტავს მო­თხრო­ბილ ამ­ბებს.

ტექ­სტი, რო­მელ­საც ეს წიგ­ნი მო­ი­ცავს, 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, TEDxEuston-ზე, აფ­რი­კი­სად­მი მი­ძღვნილ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩის სი­ტყვით გა­მოს­ვლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა.

"TED-ის ფორ­მა­ტით მო­წყო­ბილ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე გა­მოს­ვლის გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით ადრე მი­ვი­ღე, როცა ჩემს სი­ტყვა­ში „ერთი ამ­ბის საფრ­თხე“ ვი­ლა­პა­რა­კე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სტე­რე­ო­ტი­პებ­მა შე­მო­სა­ზღვრონ და გან­სა­ზღვრონ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, აფ­რი­კის შე­სა­ხებ. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სი­ტყვა „ფე­მი­ნის­ტი“ და ფე­მი­ნიზ­მის იდე­აც კი სწო­რედ ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­თაა შე­ზღუ­დუ­ლი. როცა ჩემ­მა ძმამ ჩაკს­მა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა­ი­კემ, რომ­ლე­ბიც TEDxEuston -ს უწევ­დნე­ნორ­გა­ნი­ზე­ბას, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლა მთხო­ვეს, უარი ვერ ვუ­თხა­რი. გა­დავ­წყვი­ტე, ფე­მი­ნიზ­მზე­მე­ლა­პა­რა­კა, რად­გან ეს ის სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი. ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი თემა არ ამირ­ჩე­ვია, მაგ­რამ იმე­დი მქონ­და, სა­ჭირ­ბო­რო­ტო დის­კუ­სი­ას მა­ინც წა­მო­ვი­წყებ­დი. ასე დავ­დე­ქი სცე­ნა­ზე იმ სა­ღა­მოს. თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში – კე­თი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია მყავ­და, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სწო­რედ ამ აუ­დი­ტო­რი­ას შე­ეძ­ლო ჩემ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ბო­ლოს კი, როცა ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი ხალ­ხი და­ვი­ნა­ხე და ოვა­ცი­ე­ბი ჩა­მეს­მა, გულ­ში იმე­დი ჩა­მე­სა­ხა", - ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩი.

ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 170-ზე მეტ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი, ხოლო მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბის სა­ერ­თო ტი­რა­ჟი 15 მი­ლი­ო­ნამ­დე აღ­წევს. მისი რო­მა­ნი „იდი­ო­ტი“ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რის.

თუ ჯერ კი­დევ არ წა­გი­კი­თხავთ ამ კლა­სი­კო­სი მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­მა­ნი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვის ასახ­ვა ჭეშ­მა­რი­ტი ჰუ­მა­ნიზ­მი­თაა გამ­სჭვა­ლუ­ლი, მა­შინ ეს ზა­ფხუ­ლი აუ­ცი­ლე­ბა­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
0

გულეურის ლექსების კრებული ქუთაისში არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ზაფხულში წიგნის კითხვისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში მოგზაურობისთვის ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს.

გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მკითხველისათვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ:

"მე არ ვარ ნეონი" - 2019 წლის ბესტსელერის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანია.

თუ გაინტერესებს, როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ქვეყნად არავის უყვარდე, მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხო. წიგნში არის ნამდვილი ამბები, რომლებსაც იშვიათად ჰყვებიან, არის გამოგონილი ამბები, რომლებსაც ჰყავთ მთხრობელი, და კიდევ არის ნამდვილი ამბები, რომლებიც გამოგონილს ჰგავს.

„ამბავი ნამდვილია და ჩემთვის, ავტორისთვისაც, იმდენად სულისშემძვრელი იყო მისი მოსმენა, რომ მაშინვე გადავწვიტე წიგნად მექცია და მიმეტანა ადამიანებისთვის, ვისშიც რაღაც დოზით მაინც არსებობს ნეონი,“ – გვიყვება ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

„სამყაროსავით ძველ და მარადიულ თემას, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს ეძღვნება ახალგაზრდა, საინტერესო ავტორის _ ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ეს რომანი", - ლია თოფურია, რედაქტორი.

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი. გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწორედ ის წიგნია!

პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა.

გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს.

წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?

წიგნის მიხედვით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა 2006 წელს ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი, გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.

რომანისგან განსხვავებით, წიგნში სიუჟეტი მოწოდებულია ფრაგმენტულად, ე.წ. "ფლეშბეკების" დახმარებით.

ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული. ასეთი გზის დასასრული კი... ვინ არის ილუზიონისტი: ჯადოქარი, თუ უბრალოდ მსახიობი, რომელიც სასწაულმოქმედის როლს თამაშობს?

პულიცერის პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერლის უილიამ სტაირონის ამ რომანში ეგზისტენციალური და რეალისტური ტენდენციები ერწყმის ერთმანეთს.

წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორ მაალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს - მერილ სტრიპი ასრულებს. სტრიპი ნამუშევარს განუმეორებელს ხდის. მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს, რეჟისორ ალან პაკულას, თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.

როგორია ქალი _ საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე _ რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს, როგორია ქალი, რომელიც მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით?.

ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები გამოქვეყნებისთანავე შეიყვარეს პატარებმა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხდა.

მას შემდეგ მრავალი კრებული დაიბეჭდა, თაობები აღიზარდა სიყვარულით სავსე სტრიქონებზე.

ეს ახალი კრებული ყველასათვის საყვარელი მწერლის მზით გამთბარ ლექსებს აერთიანებს. მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…

"ნეტავ, მალე გავიზრდები?!" თანამედროვე ქართველი ავტორის - ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებულია.

ამ წიგნში ბავშვები აღმოაჩენენ ლექსებს საკუთარ სახელებზე და არა მარტო, რომლებსაც ძალიან მალე შეიყვარებენ და ისწავლიან.

ვინი პუჰი ყველა ბავშვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. წიგნში პატარა გაეცნობა ოთხ ჯადოსნურ მოთხრობას, რომლებიც ყველა თაობისათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს გვიამბობს. წიგნის გვერდები გაფორმებულია ულამაზესი ილუსტრაციებით, რომლებიც ბავშვს თვალწინ დაუხატავს მოთხრობილ ამბებს.

ტექსტი, რომელსაც ეს წიგნი მოიცავს, 2012 წლის დეკემბერში, TEDxEuston-ზე, აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა.

"TED-ის ფორმატით მოწყობილ კონფერენციებზე გამოსვლის გამოცდილება რამდენიმე წლით ადრე მივიღე, როცა ჩემს სიტყვაში „ერთი ამბის საფრთხე“ ვილაპარაკე, თუ როგორ შეიძლება სტერეოტიპებმა შემოსაზღვრონ და განსაზღვრონ ჩვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით, აფრიკის შესახებ. მეჩვენება, რომ სიტყვა „ფემინისტი“ და ფემინიზმის იდეაც კი სწორედ ასეთი სტერეოტიპებითაა შეზღუდული. როცა ჩემმა ძმამ ჩაკსმა და საუკეთესო მეგობარმაიკემ, რომლებიც TEDxEuston -ს უწევდნენორგანიზებას, კონფერენციაზე გამოსვლა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. გადავწყვიტე, ფემინიზმზემელაპარაკა, რადგან ეს ის საკითხია, რომელზეც ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვვარაუდობდი, რომ პოპულარული თემა არ ამირჩევია, მაგრამ იმედი მქონდა, საჭირბოროტო დისკუსიას მაინც წამოვიწყებდი. ასე დავდექი სცენაზე იმ საღამოს. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში – კეთილი და ყურადღებიანი აუდიტორია მყავდა, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ამ აუდიტორიას შეეძლო ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბოლოს კი, როცა ფეხზე წამომდგარი ხალხი დავინახე და ოვაციები ჩამესმა, გულში იმედი ჩამესახა", - ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი.

ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები 170-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 15 მილიონამდე აღწევს. მისი რომანი „იდიოტი“ ერთ-ერთი საუკეთესოა მის მრავალრიცხოვან ნაწარმოებთა შორის.

თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ამ კლასიკოსი მწერლის გამორჩეული რომანი, რომელშიც ადამიანის ტანჯვის ასახვა ჭეშმარიტი ჰუმანიზმითაა გამსჭვალული, მაშინ ეს ზაფხული აუცილებალად უნდა გამოიყენოთ.

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

იკითხე კლასიკა - ლიტერატურული თავგადასავლები, რომლებიც არ ბერდება