პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი
"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ჯერ ისევ უც­ნო­ბია. ამ დრომ­დე ისევ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. 24 ივ­ნისს რამ­დე­ნი­მე პირს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ექ­სპერ­ტებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ აქვთ თუ არა მათ სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რი­თია ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სი­დან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად სა­გან­გე­ბოდ ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­ბან­ზე შეხ­ვდნენ ბი­ჭებს, რკი­ნის ნაჭ­რე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი თავს და­ესხნენ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვა­ლი ოთხი ბი­ჭი­დან ერთ-ერთს - ვახო ახვლე­დი­ანს, რის შემ­დე­გაც და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­იქ­ცნენ. რო­გორც ახვლე­დი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ბიჭს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­და­სა­ღე­ბად მი­სუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფიც ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მი­დი­ო­და ფე­ხით გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან და გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ სამი ახალ­გაზ­რდა გა­იქ­ცა, გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი კი მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს, სა­დაც 6 "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" ახალ­გაზ­რდა იჯდა, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც სპე­ცი­ა­ლუ­რად საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ჩა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­ფლიქ­ტი აგა­რაკ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტი გო­გოს გამო და­ი­წყო, მე­ო­რე ვერ­სი­ით, "ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­სა" და სა­ბურ­თა­ლო­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოყ­ვა კი­თხვას, რო­მე­ლი უბ­ნე­ლი ხარ, ბიჭო? რო­გორც წყა­რო ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტი დი­ჯე­ი­სა და სუფ­რის წევ­რებს შო­რის მოხ­და.

ად­ვო­კა­ტი მუხ­რან ღურწკა­ია "ნა­ხა­ლოვ­კელ" ბი­ჭებს იცავს, რო­მელ­თა მან­ქა­ნაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ნა­ხეს. ად­ვო­კა­ტი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზა მის და­სა­ცა­ვებ­საც ჩა­უ­ტარ­დათ. მისი მტკი­ცე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი აგა­რაკ­ზე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლან და არც ავ­ტო­ბან­ზე მი­უ­ღი­ათ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახლა იკ­ვე­თე­ბა, რომ სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა ფი­გუ­რი­რებს ავ­ტო­ბან­ზე და სა­მი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი "ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი" იყ­ვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ
21:28 / 23-06-2020

"გიორგის თავის ქალა აქვს ჩამტვრეული..." - რა დეტალებზე საუბრობს ოჯახის ახლობელი და ვინ დარეკა შემთხვევის ადგილიდან 112-ში

12:46 / 24-06-2020

"როცა მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორისაა ფოტოგრაფი" - რას ამბობს ადვოკატი საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეზე

14:16 / 24-06-2020

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

20:07 / 24-06-2020

"ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა ვეცემეთ..." - შაქარაშვილის საქმის მოწმის ექსკლუზიური ინტერვიუ

00:10 / 25-06-2020

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტსმენი? - "კურიერი" ახალ დეტალებზე

ერთი ვერ­სი­ით, "ტო­ი­ო­ტა ქამრში" მყო­ფი თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ რკი­ნის ნივ­თე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათი ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე ამას უარ­ყოფს.

ის იცავს იმ ორ სპორ­ტსმენს, კერ­ძოდ, "ნა­ხა­ლოვ­კელ" მო­რაგ­ბე­ებს, რომ­ლე­ბიც "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან, სწო­რედ ამ ავ­ტო­მან­ქა­ნით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს.

- ჩემი და­სა­ცა­ვე­ბი არ იყ­ვნენ რკი­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ჩხრე­კა მათ სახ­ლებ­შიც ჩა­ტარ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი უნა­ხავთ, ჩემს და­სა­ცა­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს იმის გა­სარ­კვე­ვად ხომ არ აქვთ რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცე­მის კვა­ლი. შე­ფა­სე­ბას გვე­ტყვი­ან. ვი­ზუ­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ეტყო­ბათ სა­ერ­თოდ.

- გა­იჟ­ღე­რა რომ კონ­ფლიქ­ტი სუფ­რა­ზე გო­გოს გამო მოხ­და, თუმ­ცა არა იმ გო­გო­ნას გამო, ვის და­ბა­დე­ბის დღე­საც აღ­ნიშ­ნავ­დნენ...

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოყ­ვა კი­თხვას, - შენ რა უბ­ნე­ლი ხარო? რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, "ნა­ხა­ლოვ­კელ­მა" ახალ­გაზ­რდამ კი­თხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპა­სუ­ხა სა­ბურ­თა­ლო­ე­ლი ვარო, ნა­ხა­ლოვ­კელ­მა უთხრა, ე.ი. უცხო ყო­ფილ­ხა­რო... ეს იუ­კად­რი­სა მე­ო­რემ, რას ქვია უცხოო, - ყვე­ლა უცხო­სო და შე­ი­გი­ნა, ამას მოყ­ვა კონ­ფლიქ­ტი. ამის გამო და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, თუმ­ცა ვერ და­გი­კონ­კრე­ტებთ კონ­კრე­ტუ­ლად ჩხუ­ბი ვის და ვის შო­რის იყო. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის, შა­ქა­რაშ­ვი­ლის მხა­რეა ეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა, თუმ­ცა ხაზ­გას­მით გე­ტყვით, რომ თა­ვად გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ამ კონ­ფლიქ­ტში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ჩანს, რომ ის არ ყო­ფი­ლა არა თუ ჩხუ­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, მო­ნა­წი­ლეც კი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანანო
18

გამოძახებული პატრულიც რომ დროზე მისულიყო ხომ არ მოხდებოდა ეს უბედურება. 

ჯულიან ასანჟი
2

საქართველო ორ ნაწილად უნდა გაიყოს, რქიანებად და ურქოებად, მანტიროვკიან მუტრუკ-სპორტსმენებად და ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდებად, ნუ აწყობთ ამ ფართებს და ნუ ეპატიჟებით სხვადასხვა "სასტავებს", ერთი სასტავი მაინც დაპატიჟეთ ან იმ გოგოს როგორ სძინავს ღამე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

"სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა... დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან" - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზები ჯერ ისევ უცნობია. ამ დრომდე ისევ აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 24 ივნისს რამდენიმე პირს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ აქვთ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები და რითია ეს დაზიანებები გამოწვეული. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილის მეგობარი გოგონა ამბობს, რომ თბილისიდან საქმის გასარჩევად საგანგებოდ ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც ავტობანზე შეხვდნენ ბიჭებს, რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თავს დაესხნენ ავტომაგისტრალზე მიმავალი ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთს - ვახო ახვლედიანს, რის შემდეგაც დანარჩენი ახალგაზრდები გაიქცნენ. როგორც ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, ბიჭს სხეულზე დაზიანებები აქვს.

როგორც ირკვევა, წვეულებაზე გადასაღებად მისული ფოტოგრაფიც ავტომაგისტრალზე მიდიოდა ფეხით გიორგი შაქარაშვილთან და გუკა ამირხანაშვილთან ერთად. ცნობილია ისიც, რომ სამი ახალგაზრდა გაიქცა, გუკა ამირხანაშვილი კი მანქანაში ჩასვეს, სადაც 6 "ნახალოვკელი" ახალგაზრდა იჯდა, მათ შორის ისინიც, ვინც სპეციალურად საქმის გასარჩევად ჩავიდნენ თბილისიდან მცხეთაში.

როგორც ირკვევა, კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო, მეორე ვერსიით, "ნახალოვკელებსა" და საბურთალოებს შორის კონფლიქტი მოყვა კითხვას, რომელი უბნელი ხარ, ბიჭო? როგორც წყარო ჩვენთან საუბრისას ამბობს, კიდევ ერთი კონფლიქტი დიჯეისა და სუფრის წევრებს შორის მოხდა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია "ნახალოვკელ" ბიჭებს იცავს, რომელთა მანქანაც შემთხვევის ადგილზე ნახეს. ადვოკატი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ექსპერტიზა მის დასაცავებსაც ჩაუტარდათ. მისი მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები აგარაკზე საერთოდ არ ყოფილან და არც ავტობანზე მიუღიათ ჩხუბში მონაწილეობა. ახლა იკვეთება, რომ სამი ავტომანქანა ფიგურირებს ავტობანზე და სამივე ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდები "ნახალოვკელები" იყვნენ.

ერთი ვერსიით, "ტოიოტა ქამრში" მყოფი თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები იყვნენ რკინის ნივთებით შეიარაღებული, თუმცა მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამას უარყოფს.

ის იცავს იმ ორ სპორტსმენს, კერძოდ, "ნახალოვკელ" მორაგბეებს, რომლებიც "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანით ჩავიდნენ თბილისიდან, სწორედ ამ ავტომანქანით ჩამოიყვანეს თბილისში გუკა ამირხანაშვილი, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

- ჩემი დასაცავები არ იყვნენ რკინებით შეიარაღებული, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩხრეკა მათ სახლებშიც ჩატარდა, მაგრამ არაფერი უნახავთ, ჩემს დასაცავებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს იმის გასარკვევად ხომ არ აქვთ რაიმე დაზიანებები, ცემის კვალი. შეფასებას გვეტყვიან. ვიზუალურად არაფერი ეტყობათ საერთოდ.

- გაიჟღერა რომ კონფლიქტი სუფრაზე გოგოს გამო მოხდა, თუმცა არა იმ გოგონას გამო, ვის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ...

- ჩემი ინფორმაციით, შელაპარაკება მოყვა კითხვას, - შენ რა უბნელი ხარო? როგორც მეუბნებიან, "ნახალოვკელმა" ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო... ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, - ყველა უცხოსო და შეიგინა, ამას მოყვა კონფლიქტი. ამის გამო დაიწყო კონფლიქტი, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ კონკრეტულად ჩხუბი ვის და ვის შორის იყო. ამირხანაშვილის, შაქარაშვილის მხარეა ეს საბურთალოელი ახალგაზრდა, თუმცა ხაზგასმით გეტყვით, რომ თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ის არ ყოფილა არა თუ ჩხუბის ინიციატორი, მონაწილეც კი... წაიკითხეთ სრულად

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი