მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება
აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბი­სა და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტებ­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს დღეს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­სილ ბა­სი­ლა­ძე, აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძე და დარ­გში მო­მუ­შა­ვე ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა რე­გი­ონ­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­სა­ტა­რებ­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­ნერგვის პრო­ცეს­ზე, ტუ­რის­ტე­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა. გარ­და ამი­სა, ისა­უბ­რეს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

„ჩვენ­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რე­გი­ონ­ში და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. ამ კუ­თხით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აჭა­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვე­ნი უწყე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, რომ მი­ვა­წო­დოთ ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რაც მათ უსაფრ­თხოდ კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სა და სტან­დარ­ტე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­რე­ბათ,“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა უწყე­ბე­ბის მიერ რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზეც ისა­უბ­რეს.

„სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პრი­ო­რი­ტე­ტი ყო­ველ­თვის იყო მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. თუმ­ცა დღეს, როცა აჭა­რა ტუ­რის­ტუ­ლად ერთ-ერთ კე­თილ­სა­ი­მე­დო რე­გი­ო­ნად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბის და არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის უწყე­ბას­თან. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ შეხ­ვედ­რას ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თა­ნაც ასე­ვე, გვაქვს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ღია კა­რის პრინ­ცი­პით მზად ვართ გა­ვუ­წი­ოთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­სილ ბა­სი­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

საზოგადოებრივი კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში სურსათის უვნებლობის საკითხები განიხილეს დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და დარგში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩასატარებლად რეკომენდაციების დანერგვის პროცესზე, ტურისტების და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„ჩვენთვის მნიშნელოვანია, რეგიონში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული სტანდარტების დანერგვის პროცესი, რომელიც რეგიონში წარმატებით ხორციელდება. ჩვენი უწყებები აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ მივაწოდოთ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ, რაც მათ უსაფრთხოდ კვებითი მომსახურების გაწევისა და სტანდარტების ადაპტირების პროცესში დაეხმარებათ,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა უწყებების მიერ რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტი ყოველთვის იყო მომხმარებლის ინტერესების დაცვა. თუმცა დღეს, როცა აჭარა ტურისტულად ერთ-ერთ კეთილსაიმედო რეგიონად არის დასახელებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უვნებლობის სტანდარტების და არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა. ამ მიმართულებით ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობს ჯანდაცვის უწყებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთანაც ასევე, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ღია კარის პრინციპით მზად ვართ გავუწიოთ რეკომენდაციები“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

იყიდე 1 ლარად 177 628 ლარი ! ოქროს ბურთის წარმოუდგენლად იაფი ჯეკპოტი!

influencer.ge – საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგი ბრენდის ცნობადობაზე და გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს