მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან
წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ვას­კუ­ლი­ტე­ბი, წყლუ­ლო­ვა­ნი ენ­ტე­რი­ტე­ბი, პო­ლი­პო­ზი - ამ ნაწ­ლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­თუ მცირ­დე­ბა, არა­მედ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ამას­თან, მე­დი­კო­სე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის უფრო სწრაფ და კომ­ფორ­ტულ მე­თო­დებს ეძე­ბენ, რათა გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დეს.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა აწუ­ხებ­დეთ, რო­გორც მო­ზარ­დებს, ისე ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს. შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბე­ბი იყოს, რო­გორც გე­ნე­ტი­კუ­რი, ასე­ვე შე­ძე­ნი­ლი, მათი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში­კი შე­საძ­ლოა მი­ვი­ღოთ ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

ვი­ნა­ი­დან წვრილ ნაწ­ლავ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა წლე­ბის მან­ძილ­ზე სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რებ­მა ენ­დო­კაფ­სუ­ლით დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი შექ­მნეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ­პირ­ვე­ლად აშშ-ში იქნა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ.

საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვის ეს მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. რა­ტომ არის ის უფრო ეფექ­ტუ­რი, ზუს­ტი და სწრა­ფი, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ექიმ-ენ­დოს­კო­პისტს ზან­და კუ­ტი­ვა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რა არის ენ­დო­კაფ­სუ­ლა და რო­გორ იყე­ნებთ მას წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის?

ენ­დო­კაფ­სუ­ლა სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს გვეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის და­გეგ­მვა­ში.

უკეთ რომ აღვწე­როთ, ენ­დო­კაფ­სუ­ლა არის ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის, მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნის ფორ­მის კაფ­სუ­ლა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რით. ის ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლია პა­ცი­ენ­ტის­თვის, რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­გვარ უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს მოკ­ლე­ბუ­ლია და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რაა.

უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი „ოლიმ­პუ­სის“ ენ­დო­კაფ­სუ­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს ზუსტ დაკ­ვირ­ვე­ბას და სა­ი­მე­დო დი­აგ­ნოზს, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი­ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მი­სა და 160° ფარ­თო ხედ­ვის კუ­თხის მეშ­ვე­ო­ბით.

რო­გო­რია გა­მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­სი? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პა­ცი­ენ­ტებ­მა?

ენ­დო­კაფ­სუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვის პრო­ცე­სი პა­ცი­ენ­ტის­თვის საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და კომ­ფორ­ტუ­ლია. ენ­დო­კაფ­სუ­ლით დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბამ­დე ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს წვრი­ლი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ნაწ­ლა­ვის შიგ­თავ­სის­გან, რის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტი ყლა­პავს კაფ­სუ­ლას. პა­ცი­ენ­ტი აღი­ჭურ­ვე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და ქამ­რის ტი­პის კომ­პაქ­ტუ­რი ჩამ­წე­რით და 12-18 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კაფ­სუ­ლის კა­მე­რა ჩა­ი­წერს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში (საყ­ლა­პა­ვი, კუჭი, თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვი, წვრი­ლი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვი) მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ჩამ­წე­რი სის­ტე­მა აფიქ­სი­რებს პა­თო­ლო­გი­უ­რი უბ­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას და ახ­დენს მათ 3D ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას. კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­სა­ლა გა­დაგ­ვაქვს კომ­პი­უ­ტერ­ში და ვი­წყებთ მის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას და­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას. მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი გა­მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა. ენ­დო­კაფ­სუ­ლის სის­ტე­მა ექიმს აწ­ვდის კვლე­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სი­ზუს­ტეს. რაც მთა­ვა­რია, პა­ცი­ენტს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნაგ­რძოს მისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ხოლო სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში აფიქ­სი­რებს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. პრო­ცე­სი არის სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და ეს მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნის ზო­მის კაფ­სუ­ლა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გზით გა­მო­ი­დევ­ნე­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან.

რო­გორც ვი­ცით, წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა ფაქ­ტი­უ­რად ვერ ხერ­ხდე­ბო­და ამ დრომ­დე, რაც გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად­გა­დაჭ­რა ეს პრობ­ლე­მა ენ­დო­კაფ­სუ­ლამ?

ამ მხრივ, ენ­დო­კაფ­სუ­ლა­საქ­მეს ცალ­სა­ხად გვი­მარ­ტი­ვებს,იდე­ა­ლუ­რი­ა­უც­ნო­ბი ეტი­ო­ლო­გი­ის სის­ხლდე­ნე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, რომ­ლის მი­ზე­ზიც შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს წყლუ­ლო­ვან- ერო­ზი­ულ-ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ენ­ტე­რი­ტი,ვას­კუ­ლი­ტი, ოჯა­ხუ­რი პო­ლი­პო­ზი და დი­ვერ­ტი­კუ­ლო­ზი. აღ­ნიშ­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს ვერ ვად­გენთ გას­ტროს­კო­პი­ის­და კო­ლო­ნოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ენ­დო­კაფ­სუ­ლა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის რო­მე­ლი ნა­წი­ლი­დან არის სის­ხლდე­ნა და შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტის რე­ზექ­ცი­ით, შემ­დგა­რი სის­ხლდე­ნის დროს პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლობს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­მოკ­ვლე­ვის ეს მე­თო­დი? დაგ­ხმა­რე­ბი­ათ თუ არა სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის აღ­მო­ჩე­ნა­ში?

გა­მოკ­ვლე­ვის ეს მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ „ნიუ ჰოს­პი­ტალსშია“ ხელ­მი­საწ­ვდო­მი. 2015 წლი­დან დღემ­დე გვყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც სწო­რედ ენ­დო­კაფ­სუ­ლით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მეშ­ვე­ო­ბით დაგ­ვის­ვამს სის­ხლმდე­ნი პო­ლი­პო­ზის, წყლუ­ლო­ვა­ნი ენ­ტე­რი­ტის და ვას­კუ­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზი. ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვა­ში ეს მე­თო­დი სა­უ­კე­თე­სოა.

გვქონ­და შემ­თხვე­ვა, მო­ზარდ ბავ­შვში როცა ენ­დო­კაფ­სუ­ლა­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად, თე­ძოს ნაწ­ლავ­ში მოზ­რდი­ლი ზო­მის სის­ხლმდე­ნი პო­ლი­პი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, ასე­ვე გვქონ­და მლი­ვი ნაწ­ლა­ვის ვას­კუ­ლი­ტის და წყლუ­ლო­ვა­ნი ენ­ტე­რი­ტის შემ­თხვე­ვე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­უვ­ლინ­დეს ის ადა­მი­ანს?

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ყო­ველ­თვის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გარ­და, არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის, სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა რა თქმა უნდა, მათი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს ზრდის.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მათი მარ­თვა?

და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის კრი­ტი­კუ­ლი ანე­მია,პოს­ტჰე­მო­რა­გი­უ­ლი შოკი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლო­ბი­თაც დას­რულ­დეს. ამ დროს მკურ­ნა­ლო­ბას ვი­წყებთკონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად,მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ასე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მა­ინც ენ­დო­კაფ­სუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვით ხდე­ბა, რე­ცი­დი­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ექიმ­მა უკვე იცის პა­თო­ლო­გი­უ­რი კე­რის ლო­კა­ლი­ზა­ცია,რო­მე­ლიც ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო სწო­რი და დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

COVID-19-ის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად თავს არი­დე­ბენ ექიმ­თან ვი­ზიტს. რას ურ­ჩევ­დით პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვა სჭირ­დე­ბათ?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სხვადსხვა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლოა პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლი­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ნარ­ჩუნ­ლე­ბად. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ით­ვა­ლის­წი­ნებს და იცავს ყვე­ლა წეს­სა და პი­რო­ბას, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის COVID-19–ის­გან უსაფრ­თხო სივ­რცის შე­საქ­მნე­ლად.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
4

და ეს ენდოკაფსულა მგონი 3 000 რომ ღირდა, ახლა რა ღირს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

წვრილი ნაწლავის ვასკულიტები, წყლულოვანი ენტერიტები, პოლიპოზი - ამ ნაწლავური დაავადებების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით არათუ მცირდება, არამედ მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, მედიკოსები დაავადებების დიაგნოსტირების უფრო სწრაფ და კომფორტულ მეთოდებს ეძებენ, რათა გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური გახდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელებულია. ისინი შეიძლება აწუხებდეთ, როგორც მოზარდებს, ისე ასაკოვან ადამიანებს. შესაძლოა დაავადებები იყოს, როგორც გენეტიკური, ასევე შეძენილი, მათი სერიოზული გართულებების და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაშიკი შესაძლოა მივიღოთ ლეტალური შედეგი.

ვინაიდან წვრილ ნაწლავში მიმდინარე პროცესების დეტალური გამოკვლევა წლების მანძილზე სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მეცნიერებმა ენდოკაფსულით დიაგნოსტირების თანამედროვე და ეფექტური მეთოდი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წლის წინპირველად აშშ-ში იქნა სერტიფიცირებული და ამჟამად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად იყენებენ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევის ეს მეთოდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. რატომ არის ის უფრო ეფექტური, ზუსტი და სწრაფი, ამის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ-ენდოსკოპისტს ზანდა კუტივაძეს ვესაუბრეთ:

რა არის ენდოკაფსულა და როგორ იყენებთ მას წვრილი ნაწლავის პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის?

ენდოკაფსულა სწრაფი და ეფექტური მეთოდია საჭმლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის ყოვლისმომცველი გამოკვლევისთვის და მისი საშუალებით ჩატარებული დეტალური გამოკვლევა სპეციალისტებს გვეხმარება პაციენტისთვის ოპტიმალური მკურნალობის კურსის დაგეგმვაში.

უკეთ რომ აღვწეროთ, ენდოკაფსულა არის ძალიან მცირე ზომის, მულტივიტამინის ფორმის კაფსულა, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერით. ის ძალიან პრაქტიკულია პაციენტისთვის, რაც მთავარია, ყოველგვარ უსიამოვნო შეგრძნებებს მოკლებულია და უმტკივნეულო პროცედურაა.

უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული „ოლიმპუსის“ ენდოკაფსულა უზრუნველყოფს ზუსტ დაკვირვებას და საიმედო დიაგნოზს, რაც განპირობებულია მაღალტექნოლოგიურივიზუალიზაციის სისტემისა და 160° ფართო ხედვის კუთხის მეშვეობით.

როგორია გამოკვლევის პროცესი? რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?

ენდოკაფსულის საშუალებით საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევის პროცესი პაციენტისთვის საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ენდოკაფსულით დიაგნოსტირებამდე ხდება პაციენტის წინასწარი მომზადება, რაც გულისხმობს წვრილი და მსხვილი ნაწლავის განთავისუფლებას ნაწლავის შიგთავსისგან, რის შემდეგაც პაციენტი ყლაპავს კაფსულას. პაციენტი აღიჭურვება ავტომატური რეგისტრაციისა და ქამრის ტიპის კომპაქტური ჩამწერით და 12-18 საათის განმავლობაში კაფსულის კამერა ჩაიწერს საჭმლის მომნელებელ სისტემაში (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი) მიმდინარე პროცესებს. ჩამწერი სისტემა აფიქსირებს პათოლოგიური უბნების ლოკალიზაციას და ახდენს მათ 3D ვიზუალიზაციას. კვლევის დასრულების შემდეგ, მასალა გადაგვაქვს კომპიუტერში და ვიწყებთ მის დეტალურ შესწავლას დადიაგნოსტირებას. მინიმუმამდეა დაყვანილი გამოკვლევის პროცესში ადამიანის ჩართულობა. ენდოკაფსულის სისტემა ექიმს აწვდის კვლევისთვის მნიშვნელოვან დეტალურ გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტირების სიზუსტეს. რაც მთავარია, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა განაგრძოს მისი ყოველდღიური საქმიანობა, ხოლო სისტემა ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს საჭირო ინფორმაციას. პროცესი არის სრულიად უმტკივნეულო და ეს მულტივიტამინის ზომის კაფსულა ფიზიოლოგიური გზით გამოიდევნება ორგანიზმიდან.

როგორც ვიცით, წვრილი ნაწლავის პათოლოგიების დიაგნოსტიკა ფაქტიურად ვერ ხერხდებოდა ამ დრომდე, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რამდენადგადაჭრა ეს პრობლემა ენდოკაფსულამ?

ამ მხრივ, ენდოკაფსულასაქმეს ცალსახად გვიმარტივებს,იდეალურიაუცნობი ეტიოლოგიის სისხლდენების დიაგნოსტირებისთვის, რომლის მიზეზიც შესაძლებელია იყოს წყლულოვან- ეროზიულ-ჰემორაგიული ენტერიტი,ვასკულიტი, ოჯახური პოლიპოზი და დივერტიკულოზი. აღნიშნულ დაავადებებს ვერ ვადგენთ გასტროსკოპიისდა კოლონოსკოპიის ჩატარებით, შესაბამისად ენდოკაფსულა საუკეთესო შესაძლებლობაა. მანიფესტირებული სისხლდენის შემთხვევაში ქირურგებისთვის უკვე ცნობილია წვრილი ნაწლავის რომელი ნაწილიდან არის სისხლდენა და შემოიფარგლებიან აღნიშნული სეგმენტის რეზექციით, შემდგარი სისხლდენის დროს პაციენტს მკურნალობს გასტროენტეროლოგი.

საქართველოში რამდენად ხშირად გამოიყენება გამოკვლევის ეს მეთოდი? დაგხმარებიათ თუ არა სერიოზული პათოლოგიის აღმოჩენაში?

გამოკვლევის ეს მეთოდი საქართველოში მხოლოდ „ნიუ ჰოსპიტალსშია“ ხელმისაწვდომი. 2015 წლიდან დღემდე გვყოლია პაციენტები, რომლებისთვისაც სწორედ ენდოკაფსულით ჩატარებული კვლევის მეშვეობით დაგვისვამს სისხლმდენი პოლიპოზის, წყლულოვანი ენტერიტის და ვასკულიტის დიაგნოზი. ამ პათოლოგიების კვლევაში ეს მეთოდი საუკეთესოა.

გვქონდა შემთხვევა, მოზარდ ბავშვში როცა ენდოკაფსულარული გამოკვლევის შედეგად, თეძოს ნაწლავში მოზრდილი ზომის სისხლმდენი პოლიპი აღმოვაჩინეთ, ასევე გვქონდა მლივი ნაწლავის ვასკულიტის და წყლულოვანი ენტერიტის შემთხვევები.

საინტერესოა, რამდენად გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში თქვენს მიერ ჩამოთვლილი დაავადებები და რატომ შეიძლება, გამოუვლინდეს ის ადამიანს?

აღნიშნული დაავადებები ყოველთვის გავრცელებული იყო, თუმცა გენეტიკური ფაქტორების გარდა, არაჯანსაღი საკვები პროდუქტების, სტრესული ცხოვრების წესი და გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების ხშირად გამოყენება რა თქმა უნდა, მათი განვითარების რისკებს ზრდის.

რამდენად მნიშვნელოვანია მათი დროული დიაგნოსტირება და შესაძლებელია თუ არა მათი მართვა?

დაავადებების დიაგნოსტირების დაგვიანების შედეგად, შეიძლება მივიღოთ ისეთი გართულებები, როგორიც არის კრიტიკული ანემია,პოსტჰემორაგიული შოკი და საბოლოო ჯამში, შესაძლებელია შემთხვევა ლეტალობითაც დასრულდეს. ამ დროს მკურნალობას ვიწყებთკონსერვატიულად,მაგრამ საბოლოოდ, ასეთი პათოლოგიების სრულყოფილი დიაგნოსტირება მაინც ენდოკაფსულარული კვლევით ხდება, რეციდივის შემთხვევაში, ექიმმა უკვე იცის პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია,რომელიც ამა თუ იმ დაავადებით არის გამოწვეული.შესაბამისად, ხდება პაციენტების მართვა დიაგნოზიდან გამომდინარე. ამიტომ არის საჭირო სწორი და დროული დიაგნოსტიკა.

COVID-19-ის გამო, პაციენტები ხშირად თავს არიდებენ ექიმთან ვიზიტს. რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა სჭირდებათ?

როგორც აღვნიშნეთ, სხვადსხვა გასტროენტეროლოგიური დაავადება შესაძლოა პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში იყოს. შესაბამისად, ამ დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია პაციენტის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნლებად. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს და იცავს ყველა წესსა და პირობას, რაც შესაძლებელია პანდემიასთან გასამკლავებლად და პაციენტებისთვის COVID-19–ისგან უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს

თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს