ავტორი:

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთას კიდევ ერთი მუხლი დაემატა

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთას კიდევ ერთი მუხლი დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში გამართულ წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, ძიებას კიდევ ერთი მუხლი - ძალადობა დაემატა.

როგორც მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განმარტა, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს