საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გიორგი XI და ქაიხოსრო“ – 22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი გამოვა
„გიორგი XI და ქაიხოსრო“ – 22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი გამოვა

სა­ქარ­თვე­ლოს ომით, სის­ხლით, ტან­ჯვი­თა და მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, გან­ვი­თა­რე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლით სავ­სე ის­ტო­რია ამავდრო­უ­ლად, გმი­რო­ბი­სა და ღა­ლა­ტის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ნამ­დვი­ლით არის სავ­სე.

ბევ­რმა ჩვენ­გან­მა სკო­ლა­ში დე­ტა­ლუ­რად ის­წავ­ლა უდი­დე­სი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის: და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, თა­მარ მე­ფის, დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლი­სა თუ გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს სხვა ქვეყ­ნის მოყ­ვა­რულ და გა­მორ­ჩე­ულ მო­ნარ­ქებ­ზე, რო­მელ­თაც თავი სა­ქარ­თვე­ლოს შეს­წი­რეს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტი "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" სე­რი­აც, რო­მელ­საც პრო­ფე­სო­რი ჯაბა სა­მუ­შია ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სწო­რედ იმ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ მკი­თხველს შე­ახ­სე­ნოს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა და გა­აც­ნოს სხვა დიდი მო­ნარ­ქე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­სა და სხვა­დას­ხვა ნა­მუ­შევ­რებ­შია ინ­ფორ­მა­ცია გაბ­ნე­უ­ლი.

სე­რი­ის 31-ე ტომი „გი­ორ­გი XI და ქა­ი­ხოს­რო“ მისი ავ­ტო­რის - ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რის, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის კახა კვა­ში­ლა­ვას თქმით, „პირ­ვე­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბაა, მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად შეს­წავ­ლი­ლი­ყო ორი ქარ­თვე­ლი მო­ნარ­ქის მე­ფო­ბა“. სა­ბო­ლო­ოდ, კი ქარ­თველ მკი­თხველს, 22 ივ­ნი­სი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს მათ ის­ტო­რი­ას და აღ­მო­ა­ჩი­ნოს ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იცო­და. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია მე-17-მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ­თა მძი­მე ხვედ­რის შე­სა­ხებ, რად­გან ისი­ნი ქარ­თლში ირა­ნელ­თა ბა­ტო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ და ამ პრო­ცესს ეწი­რე­ბოდ­ნენ კი­დეც.

„ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" სე­რია არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ძე­ნი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რი­გი­თი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის. უკვე 31-ე ტომი გა­მო­ვი­და და და­გეგ­მი­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტო­მის გა­მო­ცე­მა.

წი­ნამ­დე­ბა­რე წიგნ­ში მკი­თხველს პირ­ვე­ლად მო­ნოგ­რა­ფი­ის სა­ხით მი­ე­წო­დე­ბა ქარ­თლის ამ ორი ცნო­ბი­ლი მე­ფის გი­ორ­გი XI-ისა და მისი ძმის­შვი­ლის ქა­ი­ხოს­რო ლე­ვა­ნის ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ნაშ­რო­მი. ზო­გა­დად, ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ამ მე­ფე­ე­ბის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი იყო ცნო­ბი­ლი მათი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან, მაგ­რამ დღემ­დე მათი შეს­წავ­ლა მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად არ მომ­ხდა­რა და ეს ტომი არის პირ­ვე­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ამ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბი­სა.

აქ მკი­თხველ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნალ ის­ტო­რი­კოსს მი­ე­წო­დე­ბა კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ადრე არ­სე­ბულ კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ადრე ცნო­ბი­ლი წყა­რო­ე­ბის ანა­ლიზ­ზე, ასე­ვე - ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში პირ­ვე­ლად არის შე­მო­ტა­ნი­ლი მთე­ლი რიგი ახა­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, ახა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბის შე­დე­გე­ბი. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სი აუ­ცი­ლებ­ლად მიხ­ვდე­ბა იმ სი­ახ­ლე­ებს, რა­საც მკი­თხველს ჩვე­ნი ნაშ­რო­მი სთა­ვა­ზობს“, - გან­მარ­ტავს კახა კვა­ში­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ნოგ­რა­ფია და­წე­რი­ლია პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, არ სცილ­დე­ბა აკა­დე­მი­ურ ჩარ­ჩო­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, 15 წლის ასა­კი­დან მკი­თხველს უკვე შე­უძ­ლია, წა­ი­კი­თხოს და გა­ეც­ნოს ორი­ვე მე­ფის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე მეფე გი­ორ­გიც და ქა­ი­ხოს­როც ღა­ლა­ტის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. მათ, მძი­მე ხვედ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს უღა­ლა­ტი­ათ ქვეყ­ნის­თვის და მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბრძო­ლაც არ შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ, თუმ­ცა ძლე­ვა­მო­სილ­მა მტერ­მა ორი­ვე გა­ა­ნად­გუ­რა. „პა­ლიტ­რა L“-ის 31-ე ტომ­ში დე­ტა­ლუ­რად შე­ი­ტყობთ იმ სა­მე­ფო ინ­ტრი­გე­ბი­სა და ძლი­ე­რი მტრის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უპი­რის­პირ­დე­ბო­და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პა­ტა­რა კუ­თხის ორი მეფე.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 5.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 7 ლარი.

იკი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„გიორგი XI და ქაიხოსრო“ – 22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი გამოვა

„გიორგი XI და ქაიხოსრო“ – 22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი გამოვა

საქართველოს ომით, სისხლით, ტანჯვითა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, განვითარების დაუოკებელი წყურვილით სავსე ისტორია ამავდროულად, გმირობისა და ღალატის ამაღელვებელი სინამდვილით არის სავსე.

ბევრმა ჩვენგანმა სკოლაში დეტალურად ისწავლა უდიდესი ქართველი მეფეების: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დემეტრე თავდადებულისა თუ გიორგი ბრწყინვალის შესახებ, თუმცა შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს სხვა ქვეყნის მოყვარულ და გამორჩეულ მონარქებზე, რომელთაც თავი საქართველოს შესწირეს.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტი "ქართველი მეფეების" სერიაც, რომელსაც პროფესორი ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობს, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მკითხველს შეახსენოს ცნობილი ქართველი მეფეების ცხოვრება და მოღვაწეობა და გააცნოს სხვა დიდი მონარქები, რომელთა შესახებაც ისტორიის წიგნებსა და სხვადასხვა ნამუშევრებშია ინფორმაცია გაბნეული.

სერიის 31-ე ტომი „გიორგი XI და ქაიხოსრო“ მისი ავტორის - ისტორიის დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის კახა კვაშილავას თქმით, „პირველი მოკრძალებული მცდელობაა, მონოგრაფიულად შესწავლილიყო ორი ქართველი მონარქის მეფობა“. საბოლოოდ, კი ქართველ მკითხველს, 22 ივნისიდან საშუალება მიეცემა, დეტალურად გაეცნოს მათ ისტორიას და აღმოაჩინოს ის უცნობი დეტალები, რომელიც აქამდე არ იცოდა. წიგნში მოთხრობილია მე-17-მე-18 საუკუნეში მცხოვრებთა მძიმე ხვედრის შესახებ, რადგან ისინი ქართლში ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ პროცესს ეწირებოდნენ კიდეც.

„ქართველი მეფეების" სერია არის მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორც პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებული რიგითი მკითხველისათვის. უკვე 31-ე ტომი გამოვიდა და დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ტომის გამოცემა.

წინამდებარე წიგნში მკითხველს პირველად მონოგრაფიის სახით მიეწოდება ქართლის ამ ორი ცნობილი მეფის გიორგი XI-ისა და მისი ძმისშვილის ქაიხოსრო ლევანის ძის მოღვაწეობის ამსახველი ნაშრომი. ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ მეფეების შესახებ გარკვეული მონაკვეთი იყო ცნობილი მათი მოღვაწეობიდან, მაგრამ დღემდე მათი შესწავლა მონოგრაფიულად არ მომხდარა და ეს ტომი არის პირველი მოკრძალებული მცდელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ხარვეზის გამოსწორებისა.

აქ მკითხველსა და პროფესიონალ ისტორიკოსს მიეწოდება კვლევა, რომელიც დაფუძნებულია, როგორც ადრე არსებულ კვლევების შედეგებზე, საქართველოს ისტორიაში ადრე ცნობილი წყაროების ანალიზზე, ასევე - ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად არის შემოტანილი მთელი რიგი ახალი კვლევების შედეგები, ახალი დოკუმენტური წყაროების შედეგები. დაკვირვებული მკითხველი, პროფესიონალი ისტორიკოსი აუცილებლად მიხვდება იმ სიახლეებს, რასაც მკითხველს ჩვენი ნაშრომი სთავაზობს“, - განმარტავს კახა კვაშილავა.

მისივე თქმით, მონოგრაფია დაწერილია პოპულარულ ენაზე, თუმცა ამავდროულად, არ სცილდება აკადემიურ ჩარჩოებს, შესაბამისად, 15 წლის ასაკიდან მკითხველს უკვე შეუძლია, წაიკითხოს და გაეცნოს ორივე მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

აღსანიშნავია, რომ ორივე მეფე გიორგიც და ქაიხოსროც ღალატის შედეგად დაიღუპნენ. მათ, მძიმე ხვედრის მიუხედავად, არასდროს უღალატიათ ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის ბრძოლაც არ შეუჩერებიათ, თუმცა ძლევამოსილმა მტერმა ორივე გაანადგურა. „პალიტრა L“-ის 31-ე ტომში დეტალურად შეიტყობთ იმ სამეფო ინტრიგებისა და ძლიერი მტრის შესახებ, რომელსაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა დანაწევრებული ქვეყნის პატარა კუთხის ორი მეფე.

წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 7 ლარი.

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე