საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"
"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა სუ­ლე­ლუ­რი უწო­და გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ მისი დაკ­ვე­თით თავს უნდა დას­ხმოდ­ნენ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს. „რია ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ კა­დი­როვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ტე­ლეგ­რამ­ში“ და­წე­რა.

"იმის ნაც­ვლად, რომ იფიქ­რონ ხალ­ხის რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე, სუ­ლე­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ამ­ჯე­რად ამ­ბო­ბენ, რომ და­ი­ჭი­რეს ქი­ლე­რი, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით აპი­რებ­და თავ­დას­ხმას ქარ­თველ ვაი ჟურ­ნა­ლისტზე. ბა­ტო­ნე­ბო, და­მი­ჯე­რეთ, თუკი ვინ­მე მოქ­მე­დებს ჩემი და­ვა­ლე­ბით, ის ამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს“ , - წერს კა­დი­რო­ვი.

მისი თქმით, თუკი და­ვა­ლე­ბა ჩუ­მად უნდა შეს­რულ­დეს, მა­შინ ვე­რა­ვინ, „მი­თუ­მე­ტეს თქვე­ნი ქვეყ­ნის ღრმა უძ­რა­ო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ ვერ გა­ი­გებს".

„მაგ­რამ მე ხაზს ვუს­ვამ, რომ ჩვენ არ დაგ­ვი­წყე­ბია იმის შე­სა­ხებ, რო­გორ შე­უ­რა­ცხყო მან ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რაც ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ, რო­გორც ადრე ვამ­ბობ­დი, ჯობს და­ი­ჩო­ქოს და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მომ­ხდა­რის­თვის. მან შე­უ­რა­ცხყო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ყვე­ლა რუსი. მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ამ მო­ქა­ლა­ქის ხე­ლა­ხალ აღ­ზრდას“ , - წერს კა­დი­რო­ვი.

მან ჟურ­ნა­ლისტს მო­უ­წო­და, „სწო­რი დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს და გო­ნე­ბა წეს­რიგ­ში მო­იყ­ვა­ნოს“, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში, მის მტრად დარ­ჩე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ეროვ­ნე­ბით ინ­გუ­ში ვა­სამ­ბეგ ბად­რის ძე ბო­კო­ვი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს, რომ ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის და­კა­ვე­ბა შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
1243

ეს კადიროვი ჰალსტუხჭამია და მეტ...ე გაბუნია არის ერთი სისტემა რომელიც მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ !

Giorgi sixarulidze
1469

კოდორის ხეობა რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო ზემო სვანეთი ჰალსტუხჭამიამ დაარქვა ზემო აფხაზეთი და გადასცა რუსეთს !

ასევე ახალგორი გამოაცხადა სამხრეთ ოსეთად და ახალგორში ჰალსტუხჭამიამ შექმნა ეწ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია სანაკოევის ხელმძღვანელობით ! ახალგორიც გადასცა რუსეთს ჰალსტუხჭამიამ ! 

ხალხო ეხლა გეკითხებით თქვენ ჰალსტუხჭამია არ არის მოღალატე ?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.

"იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“ , - წერს კადიროვი.

მისი თქმით, თუკი დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, „მითუმეტეს თქვენი ქვეყნის ღრმა უძრაობაში, ამის შესახებ ვერ გაიგებს".

„მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არაერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , - წერს კადიროვი.

მან ჟურნალისტს მოუწოდა, „სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს“, წინააღმდეგ შემთვევაში, მის მტრად დარჩება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

მოსკოვი ნავალნის მოლოდინში - დაკავებები, ლითონის ბარიკადები და მობილიზებული სპეცრაზმი: რა ხდება ვნუკოვოს აეროპორტში

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა - ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა