პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას
"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, 12 ივ­ნისს თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით გეგ­მავ­და.

გვა­რა­მი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­ბუ­ნი­ას ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და ერთი წლის წი­ნან­დელ სკან­და­ლურ ეთერ­თან, როცა წამ­ყვან­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს პირ­და­პირ ეთერ­ში აგი­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა რომ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ბრალ­დე­ბას არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, მა­შინ როცა, გა­ბუ­ნი­ას სან­და­ლუ­რი ეთე­რის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლი" უწო­და.

"კა­დი­რო­ვის ქი­ლე­რი" სა­ქარ­თვე­ლო­ში - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ზო­გი­ერ­თი რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

interfax.ru-ს ცნო­ბით, "მკვლე­ლი ნა­დი­რობ­და ჟურ­ნა­ლისტზე, რო­მელ­მაც პუ­ტი­ნი გა­ლან­ძღა... 38 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვა­სამ­ბეკ ბო­კო­ვი, წარ­მო­შო­ბით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლია, ინ­გუ­ში და ის ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­დეგ მებ­რძოლ­მა ქარ­თველ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა აიყ­ვა­ნეს. ის რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას, რათა რამ­ზან კა­დი­რო­ვის და­ვა­ლე­ბით, გა­ბუ­ნი­ას მკვლე­ლო­ბა და­ე­გეგ­მა" - წერს გა­მო­ცე­მა ნიკა გვა­რა­მი­ას სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე დაყ­რდნო­ბით.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს..." - წერს dw.com-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 40 წლამ­დე ჩე­ჩე­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვლი­ლი გვარ-სა­ხე­ლით და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ცხოვ­რობ­და. "შე­საძ­ლოა, ის "კა­დი­რო­ვის მკვლე­ლე­ბი­დან" ერთ-ერთი იყოს" - წერს გა­მო­ცე­მა.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ იმის მი­უ­ხე­და­ვად, ჩეჩ­ნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­სა და მთლი­ა­ნად რუ­სეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს, უდი­დე­სი მსხვერ­პლია და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს, "კა­დი­რო­ვი, მა­ინც ფორ­მა­შია, რომ თა­ვის მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოს..."

სხვე­ბის თქმით, ახლა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა აქვს, ვიდ­რე გა­ბუ­ნი­ა­ზე ნა­დი­რო­ბაა, მა­გა­ლი­თად - და­ღეს­ტან­თან დე­მარ­კა­ცია.

"ვი­ცით, კა­დი­რო­ვი არა­ფერს იშუ­რებს თა­ვი­სი მე­ფის­თვის ერ­თგუ­ლე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნი­დან მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა და მისი ჩეჩ­ნე­თი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბა, ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა... ისე კი, არა­ვინ იცის რა იხარ­შე­ბა კა­დი­რო­ვის ავად­მყოფ გო­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არაფ­რად უღირს...” - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი ლე­პეც­კი.

კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის, ვერა ლიბ­ცე­ვას თქმით, "ახლა კა­დი­რო­ვი და მის­ნა­ი­რი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გებს, აბუნ­ტე­ბულ ექი­მებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას ებ­რძვი­ან, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, თუმ­ცა, თუ ეს საქ­მე ჯერ კი­დევ 4 თვის წინ და­ი­გეგ­მა, შე­საძ­ლოა, სი­მარ­თლეც იყოს..."

“კა­დი­რო­ვის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ეს უტვი­ნო სა­დის­ტი ხომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყველ­გან და ყვე­ლა ფორ­მით ებ­რძვის, სა­დაც ხელი მი­უწ­ვდე­ბა... არც ერთ მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უ­შუ­ქე­ბია, კა­დი­რო­ვიც სა­ეჭ­ვოდ დუმს... სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი პო­ზი­ცია?" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლენა პეგო.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
770

ჰალსტუხჭამიას გაბუნია და ქაცარავა ჭირდება პროვოკაციების მოსაწყობად და საქართველოს საზიანოდ ! 

ჰალსტუხჭამია საქართველოს მტერია ! 

)
78

ეს პუტინი ჩვენთან უფრო უყვართ ვიდრე რუსეთში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა.

გვარამიას თქმით, აღნიშნული პირდაპირ კავშირშია გაბუნიას ჟურნალისტურ საქმიანობასთან და ერთი წლის წინანდელ სკანდალურ ეთერთან, როცა წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

საინტერესოა რომ, ჩეჩნეთის ლიდერი ჯერჯერობით ბრალდებას არ გამოხმაურებია, მაშინ როცა, გაბუნიას სანდალური ეთერის შემდეგ, მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და ქართველ ჟურნალისტს "ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილი" უწოდა.

"კადიროვის ქილერი" საქართველოში - ასე ეხმაურება ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება სკანდალურ ინფორმაციას.

interfax.ru-ს ცნობით, "მკვლელი ნადირობდა ჟურნალისტზე, რომელმაც პუტინი გალანძღა... 38 წლის რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, წარმოშობით ჩრდილო კავკასიელია, ინგუში და ის ტერორიზმის წინააღდეგ მებრძოლმა ქართველმა სპეცსამსახურებმა აიყვანეს. ის რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა გიორგი გაბუნიას, რათა რამზან კადიროვის დავალებით, გაბუნიას მკვლელობა დაეგეგმა" - წერს გამოცემა ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგზე დაყრდნობით.

"საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს..." - წერს dw.com-ის რუსული სამსახური. გამოცემის ცნობით, 40 წლამდე ჩეჩენი, საქართველოში 4 თვის განმავლობაში შეცვლილი გვარ-სახელით და ყალბი დოკუმენტაციით ცხოვრობდა. "შესაძლოა, ის "კადიროვის მკვლელებიდან" ერთ-ერთი იყოს" - წერს გამოცემა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და მთლიანად რუსეთში, კორონავირუსი მძვინვარებს, უდიდესი მსხვერპლია და დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, "კადიროვი, მაინც ფორმაშია, რომ თავის მბრძანებელს ასიამოვნოს..."

სხვების თქმით, ახლა ჩეჩნეთის ლიდერს ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ვიდრე გაბუნიაზე ნადირობაა, მაგალითად - დაღესტანთან დემარკაცია.

"ვიცით, კადიროვი არაფერს იშურებს თავისი მეფისთვის ერთგულების დასამტკიცებლად, მაგრამ უკრაინიდან მკვლელობის დაგეგმვა და მისი ჩეჩნეთიდან ორგანიზება, ძალიან არარეალურად გამოიყურება... ისე კი, არავინ იცის რა იხარშება კადიროვის ავადმყოფ გონებაში, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს...” - წერს ინტერნეტმომხმარებელი სერგეი ლეპეცკი.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებლის, ვერა ლიბცევას თქმით, "ახლა კადიროვი და მისნაირი მარიონეტები ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებს, აბუნტებულ ექიმებსა და მოსახლეობას ებრძვიან, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუმცა, თუ ეს საქმე ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიგეგმა, შესაძლოა, სიმართლეც იყოს..."

“კადიროვისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს უტვინო სადისტი ხომ ჟურნალისტებს ყველგან და ყველა ფორმით ებრძვის, სადაც ხელი მიუწვდება... არც ერთ მის მიერ კონტროლირებად მედიას ეს ინფორმაცია არ გაუშუქებია, კადიროვიც საეჭვოდ დუმს... საინტერესოა, როგორი იქნება მისი პოზიცია?" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლენა პეგო.

"მე აქ თავს არაფრით მოვიტყუებდი" - რას ამბობს პუტინი ბაიდენთან მომავალი შეხვედრის შესახებ

"ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების ძალისხმევით ისინი სომხეთში არიან" - რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომეხი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე

ენტონი ბლინკენი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - რას წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ტვიტერში" სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამდგომლობაზე