საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა" - ლევან გოფოძე კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედიკოსის შესახებ
"სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა" - ლევან გოფოძე კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედიკოსის შესახებ

წე­სის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო შიდა აფეთ­ქე­ბა გა­მო­ეწ­ვია, არ ყო­ფი­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მედ­პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო გა­რე­და­ნაა, - ამის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან გო­ფო­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ყვე­ლა დად­გე­ნილ წესს მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავ­და და სამ თვე­ზე მე­ტია კლი­ნი­კა­ში თა­ნამ­შრომ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

„მედ­პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს რაც შე­ე­ხე­ბა, დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლევს NCDC, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ბო­ლოო დას­კვნა არ გვაქვს, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი რაც გვი­თხრეს, ისე იძებ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა. კარ­გი არც ერ­თია და არც მე­ო­რე, მაგ­რამ თით­ქმის სამ­თვე­ნა­ხე­ვა­რი ისე გა­ვი­ა­რეთ კლი­ნი­კამ, რომ 108 პა­ცი­ენ­ტი გვყავ­და მა­შინ უკვე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არც ერთი შემ­თხვე­ვა მედ­პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის არ გვქო­ნია, რი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დით ხოლ­მე, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ მი­ვიყ­ვა­ნეთ. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არაა და რაც მთა­ვა­რია, ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის, კო­რო­ნა­ვირუ­სი შიგ­ნი­დან გავ­რცელ­დე­ბა თუ გა­რე­დან შე­მო­ვა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ე­რაა დად­გე­ნი­ლი. ჩვენ­თან ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ტო­კო­ლე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი და ყვე­ლა მედ­პერ­სო­ნა­ლი იცავს ამ წესს მაქ­სი­მა­ლუ­რად. გვქონ­და შიში, რომ რად­გან ბო­ლომ­დე ვი­ყა­ვით გა­სუ­ლი, ხომ არ მო­ეშ­ვა მედ­პერ­სო­ნა­ლი, თუმ­ცა ახლა როცა ვიკ­ვლევთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ისე­თი წე­სის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო შიდა აფეთ­ქე­ბა გა­მო­ეწ­ვია, არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი მედ­პერ­სო­ნა­ლი ყო­ველ­თვის ყვე­ლა დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ხან­და­ხან ზედ­მე­ტა­დაც კი იც­ვამ­დნენ სკა­ფან­დრებს იქ, სა­დაც არ იყო სა­ჭი­რო“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კი­დევ სამ მედ­პერ­სო­ნალს და­უ­დას­ტურ­და და კლი­ნი­კა­ში სულ 9 მე­დი­კო­სია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

გო­ფო­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუს­ზე 80 მედ­პერ­სო­ნა­ლის ტეს­ტი­რე­ბის პა­სუ­ხი მი­ი­ღეს და სამ მათ­განს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის 9 წარ­მო­მად­გე­ნელს აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ-19.

ამას­თან, ლე­ვან გო­ფო­ძის თქმით, ერთი პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, ხოლო ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

„სულ გვყავს 9 პა­ცი­ენ­ტი, ჩვე­ნი კო­ლე­გა, რომ­ლებ­საც კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­უ­დას­ტურ­დათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ერთ მძი­მე პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, მისი მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რად არის, თუმ­ცა კვლავ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა.

გარ­და ამი­სა, გყვავს ორი სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­საც პე­რი­ო­დუ­ლად სჭირ­დე­ბათ მა­ღა­ლი წნე­ვით ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა, პნევ­მო­ნია აქვთ. თით­ქმის და­ვას­რუ­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, მთე­ლი ჩვე­ნი გუნ­დის­თვის ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის მედ­პერ­სო­ნა­ლი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლის. გუ­შინ მედ­პერ­სო­ნა­ლის 80 ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ და იქე­დან სამი და­დას­ტურ­და მხო­ლოდ. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს, ეს ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია - შიდა გავ­რცე­ლე­ბაა თუ გა­რე­დან. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ბო­ლოო დას­კვნა არ გვაქვს, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც გვი­თხრეს, ისე იძებ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა“, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, Covid-19 შიდა ქარ­თლში კი­დევ ერთ პირს და­უ­დას­ტურ­და. კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­ტეხ­ში მცხოვ­რე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ნი­ტა­რია.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, სოსო მარ­ღიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ნი­ტა­რი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში, სო­ფელ მე­ტეხ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი.

შიდა ქარ­თლში, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 6 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ პი­რებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა" - ლევან გოფოძე კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედიკოსის შესახებ

"სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა" - ლევან გოფოძე კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედიკოსის შესახებ

წესის დარღვევა, რომელსაც შეეძლო შიდა აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა. სავარაუდოდ, მედპერსონალის ინფიცირების წყარო გარედანაა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკის მედპერსონალი აღჭურვილობის ყველა დადგენილ წესს მაქსიმალურად იცავდა და სამ თვეზე მეტია კლინიკაში თანამშრომლის დაინფიცირების ფაქტი დადასტურებული არ ყოფილა.

„მედპერსონალის ინფიცირების წყაროს რაც შეეხება, დეტალურად იკვლევს NCDC, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა. კარგი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ თითქმის სამთვენახევარი ისე გავიარეთ კლინიკამ, რომ 108 პაციენტი გვყავდა მაშინ უკვე კოვიდინფიცირებული და არც ერთი შემთხვევა მედპერსონალის დაინფიცირების არ გვქონია, რითაც ძალიან ვამაყობდით ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ. აღჭურვილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა და რაც მთავარია, ცვლილებები არ არის, კორონავირუსი შიგნიდან გავრცელდება თუ გარედან შემოვა, მასთან ურთიერთობის წესები არსებობს, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა დადგენილი. ჩვენთან ეს ყველაფერი პროტოკოლებითაა გაწერილი და ყველა მედპერსონალი იცავს ამ წესს მაქსიმალურად. გვქონდა შიში, რომ რადგან ბოლომდე ვიყავით გასული, ხომ არ მოეშვა მედპერსონალი, თუმცა ახლა როცა ვიკვლევთ, აღმოჩნდა, რომ ისეთი წესის დარღვევა, რომელსაც შეეძლო შიდა აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა. ჩვენი მედპერსონალი ყოველთვის ყველა დამცავი საშუალებით იყო უზრუნველყოფილი, ხანდახან ზედმეტადაც კი იცვამდნენ სკაფანდრებს იქ, სადაც არ იყო საჭირო“, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედპერსონალს დაუდასტურდა და კლინიკაში სულ 9 მედიკოსია ინფიცირებული.

გოფოძის განცხადებით, გუშინ კორონავირუსზე 80 მედპერსონალის ტესტირების პასუხი მიიღეს და სამ მათგანს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში სამედიცინო პერსონალის 9 წარმომადგენელს აქვს დადასტურებული კოვიდ-19.

ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ხოლო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგა, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მართვით სუნთქვაზეა, მისი მკურნალობა გრძელდება. შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გარდა ამისა, გყვავს ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, პნევმონია აქვთ. თითქმის დავასრულეთ თანამშრომლების, მთელი ჩვენი გუნდისთვის ტესტირების ჩატარება, მათ შორის მედპერსონალისა და ადმინისტრაციული ნაწილის. გუშინ მედპერსონალის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ და იქედან სამი დადასტურდა მხოლოდ. დანარჩენი ყველა უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - შიდა გავრცელებაა თუ გარედან. ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, გარედან შემოსული ინფექციაა“, - განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, Covid-19 შიდა ქართლში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში, სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეიდან 20 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში პირბადეს არ გამოიყენებთ

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა