ბათუმში, დღეს მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის იაკობ თავდგირიძეა.
შემთხვევა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
28 წლის იაკობ თავდგირიძე ბათუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც ის ეკონომიკას სწავლობდა. გარდაცვლილის ოჯახი მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს.
ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც მუშა ემსხვერპლა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30 000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.