მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
მითები და რეალობა ჰესების შესახებ

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და უნახ­შირ­ბა­დო ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­უ­ბა­რია ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვავს იყე­ნე­ბენ და არ აფ­რქვე­ვენ სათ­ბუ­რის აი­რებს. სწო­რედ ასე­თია ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნუ­ში გაჩ­ნდა და სხვა ნედ­ლე­ულ­ზე მო­მუ­შა­ვე ელექტრო­სად­გუ­რებს მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს.

მა­გა­ლი­თის­თვის, ჩი­ნე­თის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი „სამი ხე­ო­ბა“, რო­მე­ლიც უდი­დე­სია მსოფ­ლი­ო­ში, 22,5 გვტ სიმ­ძლავ­რი­საა. ეს 2,7–ჯერ აღე­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და 3,4–ჯერ მე­ტია ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის სიმ­ძლავ­რე­ზე.

და მა­ინც, რა არ­გუ­მენ­ტე­ბით ებ­რძვი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს?

მითი #1 – „ჰესი იწ­ვევს ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს“.

რე­ა­ლო­ბა #1 – წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, წყალ­დი­დო­ბე­ბის­გან სა­ი­მე­დო დაც­ვას წარ­მად­გენს. წყა­ლუხ­ვო­ბი­სას წყალ­სა­ცა­ვი­ან ჰე­სებ­ში ხდე­ბა მო­ვარ­დნი­ლი მა­სის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და გარ­დაქ­მნა ელექტრო­ე­ნერ­გი­ად, რო­მე­ლიც შემ­დგომ მდი­ნა­რე­ებ­ში წყლის დო­ნის კლე­ბის პე­რი­ოდ­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. შე­დე­გად, ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბი ვე­ღარ ან­გრე­ვენ გზებს, ხი­დებს, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს.

მა­გა­ლი­თის­თვის კვლავ „სამი ხე­ო­ბის“ ჰესი მო­ვიყ­ვა­ნოთ: მშე­ნებ­ლო­ბის იდეა ჯერ კი­დევ 1919 წელს გაჩ­ნდა, მისი აშე­ნე­ბა ჩი­ნე­თის ყვე­ლა დრო­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს სურ­დათ, მაგ­რამ ომე­ბი­სა და კა­პი­ტა­ლის უქონ­ლო­ბის გამო ეს ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ჰესი მხო­ლოდ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს აშენ­და. ესო­დენ მას­შტა­ბუ­რი კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მთა­ვარ არ­გუ­მენ­ტად 1954 წლის და­მან­გრე­ვე­ლი წყალ­დი­დო­ბა იქცა, რო­მელ­საც 30 000 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბის გარ­და, ჰე­სის მი­სი­ას კაშხლის შემ­დგომ ხე­ო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი ფარ­თო­ბე­ბის დაც­ვაც წარ­მო­ად­გენს. წყალ­სა­ცა­ვის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 39 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რია, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია წყალ­დი­დო­ბე­ბის სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სი და­ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­დეგ წყალ­მო­ვარ­დნე­ბის 10%–იანი ალ­ბა­თო­ბა 1%–მდე მცირ­დე­ბა. 2010 წელს „სამი ხე­ო­ბის“ კაშ­ხალ­მა ბოლო 130 წლის მან­ძილ­ზე უდი­დეს წყალ­დი­დო­ბას გა­უძ­ლო (70 000 კუ­ბუ­რი მეტ­რი წამ­ში). ამ პე­რი­ოდ­ში კაშხლი­დან მხო­ლოდ 40 000 კუ­ბუ­რი მ/წმ წყა­ლი გა­და­ე­დი­ნე­ბო­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი წყალ­სა­ცავ­ში აკუ­მუ­ლირ­დე­ბო­და. ამით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩა და მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ზა­რა­ლი თა­ვი­დან იქნა აცი­ლე­ბუ­ლი.

სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში 7 წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰესი ოპე­რი­რებს და სა­მო­მავ­ლოდ მათ კი­დევ სამი და­ე­მა­ტე­ბა, მათ შო­რის - ნენ­სკრა ჰესი, რო­მელ­საც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ხში­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლია.

მითი #2: „ჰიდ­რო­ე­ნერ­გია არ არის ენერ­გი­ის გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო“.

რე­ა­ლო­ბა #2 – ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ი­ის (IHA) ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰიდ­რო­ე­ნერ­გია მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ენერ­გო­წყა­რო­ე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუფ­თა რე­სურ­სია. მას 1 კვტ.სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ა­ზე ნახ­ში­რორ­ჟან­გის (CO2) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ემი­სია აქვს. ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ქვა­ნახ­ში­რის ნაც­ვლად ჰიდ­რო­რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ჰა­ე­რის 4 მი­ლი­არ­დი ტონა სათ­ბუ­რის აი­რე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­რი­ცხავს და ატ­მოს­ფე­რო­ში გაფ­რქვე­ულ გლო­ბა­ლურ ემი­სი­ებს 10%-ით ამ­ცი­რებს. (წყა­რო: www.hydropower.org)

მითი #3 – „მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბი ჰე­სებს აღარ აშე­ნე­ბენ“.

რე­ა­ლო­ბა #3 – ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ის ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად შენ­დე­ბა. ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IHA) ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წელს მსოფ­ლი­ოს ჯამ­ში 21.8 გი­გა­ვა­ტი (გვტ) დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი შე­ე­მა­ტა. აქე­დან 9.2 გვტ მო­დის აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ი­სა და ოკე­ა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ზე, 4.9 გვტ - სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ზე, 4.0 გვტ - სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ზე, 2.2 გვტ - ევ­რო­პა­ზე, 1.0 გვტ - აფ­რი­კა­ზე, 0.6 გვტ - ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ზე.

სა­დღე­ი­სოდ მსოფ­ლი­ო­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის ინ­დუსტრია 2 მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს ასაქ­მებს. კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში. (წყა­რო: www.hydropower.org)

მითი #4 – „მზი­სა და ქა­რის ენერ­გია, ჰიდ­რო­ე­ნერ­გი­ას­თან შე­და­რე­ბით, უფრო ია­ფია“.

რე­ა­ლო­ბა #4 – გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IRENA) ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე იაფ წყა­როს წარ­მო­ად­გენს. (წყა­რო: www.irena.org)

ცნო­ბის­თვის: 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წლი­უ­რი მი­წო­დე­ბის 66% მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ, სე­ზო­ნურ და მცი­რე ჰე­სებ­ზე მო­დის. ეს - იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნის ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის მხო­ლოდ 22%–ია ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

NS

ლია
0

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე იაფ წყა­როს წარ­მო­ად­გენს, თუმცა გამომუშავების მერე ყველაზე ძვირად მიეწოდება მოსახლეობას...ისმის კითხვა - რამდენი გადაუხადეს ავტორს/

ავტორი:

მითები და რეალობა ჰესების შესახებ

მითები და რეალობა ჰესების შესახებ

გლობალური დათბობის პირობებში აქტუალური გახდა უნახშირბადო ენერგეტიკის განვითარება. საუბარია ელექტროსადგურებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის საწვავს იყენებენ და არ აფრქვევენ სათბურის აირებს. სწორედ ასეთია ჰიდროენერგეტიკა, რომელიც XIX საუკუნუში გაჩნდა და სხვა ნედლეულზე მომუშავე ელექტროსადგურებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

მაგალითისთვის, ჩინეთის ჰიდროელექტროსადგური „სამი ხეობა“, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, 22,5 გვტ სიმძლავრისაა. ეს 2,7–ჯერ აღემატება ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგურის გამომუშავებას და 3,4–ჯერ მეტია ყველაზე მსხვილი თბოელექტროსადგურის სიმძლავრეზე.

და მაინც, რა არგუმენტებით ებრძვიან აბსოლუტურად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს?

მითი #1 – „ჰესი იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს“.

რეალობა #1 – წყალსაცავიანი ჰესები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, წყალდიდობებისგან საიმედო დაცვას წარმადგენს. წყალუხვობისას წყალსაცავიან ჰესებში ხდება მოვარდნილი მასის აკუმულირება და გარდაქმნა ელექტროენერგიად, რომელიც შემდგომ მდინარეებში წყლის დონის კლების პერიოდშიც გამოიყენება. შედეგად, ადიდებული მდინარეები ვეღარ ანგრევენ გზებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს.

მაგალითისთვის კვლავ „სამი ხეობის“ ჰესი მოვიყვანოთ: მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა, მისი აშენება ჩინეთის ყველა დროის ხელისუფლებებს სურდათ, მაგრამ ომებისა და კაპიტალის უქონლობის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ჰესი მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს აშენდა. ესოდენ მასშტაბური კაშხლის მშენებლობის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტად 1954 წლის დამანგრეველი წყალდიდობა იქცა, რომელსაც 30 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ელექტროენერგიის წარმოების გარდა, ჰესის მისიას კაშხლის შემდგომ ხეობაში უზარმაზარი ფართობების დაცვაც წარმოადგენს. წყალსაცავის საერთო მოცულობა 39 კუბური კილომეტრია, რაც სავსებით საკმარისია წყალდიდობების სარეგულირებლად. შესაბამისი დაანგარიშების თანახმად, კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყალმოვარდნების 10%–იანი ალბათობა 1%–მდე მცირდება. 2010 წელს „სამი ხეობის“ კაშხალმა ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გადაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული.

სადღეისოდ საქართველოში 7 წყალსაცავიანი ჰესი ოპერირებს და სამომავლოდ მათ კიდევ სამი დაემატება, მათ შორის - ნენსკრა ჰესი, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტში ხშირი წყალმოვარდნების თავიდან აცილება შეუძლია.

მითი #2: „ჰიდროენერგია არ არის ენერგიის განახლებადი წყარო“.

რეალობა #2 – ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციიის (IHA) ინფორმაციით, ჰიდროენერგია მსოფლიოში არსებული ენერგოწყაროებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რესურსია. მას 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციაზე ნახშირორჟანგის (CO2) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ემისია აქვს. ასოციაციის კვლევის შედეგების თანახმად, ქვანახშირის ნაცვლად ჰიდრორესურსის გამოყენება ყოველწლიურად ჰაერის 4 მილიარდი ტონა სათბურის აირებით დაბინძურებას გამორიცხავს და ატმოსფეროში გაფრქვეულ გლობალურ ემისიებს 10%-ით ამცირებს. (წყარო: www.hydropower.org)

მითი #3 – „მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჰესებს აღარ აშენებენ“.

რეალობა #3 – ჰიდროგენერაციის ახალი ობიექტები ყოველწლიურად შენდება. ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოს ჯამში 21.8 გიგავატი (გვტ) დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შეემატა. აქედან 9.2 გვტ მოდის აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებზე, 4.9 გვტ - სამხრეთ ამერიკაზე, 4.0 გვტ - სამხრეთ და ცენტრალურ აზიაზე, 2.2 გვტ - ევროპაზე, 1.0 გვტ - აფრიკაზე, 0.6 გვტ - ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაზე.

სადღეისოდ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ინდუსტრია 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების კომპანიებში. (წყარო: www.hydropower.org)

მითი #4 – „მზისა და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიასთან შედარებით, უფრო იაფია“.

რეალობა #4 – განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ოფიციალური მონაცემებით, ჰიდრორესურსები ელექტროენერგიის საწარმოებლად მსოფლიოში ყველაზე იაფ წყაროს წარმოადგენს. (წყარო: www.irena.org)

ცნობისთვის: 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წლიური მიწოდების 66% მარეგულირებელ, სეზონურ და მცირე ჰესებზე მოდის. ეს - იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 22%–ია ათვისებული.

NS

ვის უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სურთ

27 ინფიცირებული 1 კვირაში - როგორია ე.წ. საბურთალოს კლასტერის უახლესი მონაცემები და რას ამბობენ ექიმები

ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა