თბილისში რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს. შემთხვევის შესახებ AMBEBI.GE-ს თვითმხილველმა უამბო. შემთხვევა დღეს კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
უცნობია, რა გახდა ფრინველის აგრესიის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ დაშავებულებმა თავდასხმის დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. კლინიკაში AMBEBI.GE-ს დაუდასტურეს შემთხვევის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ყვავის თავდასხმის დროს დაზარალებულები, უკვე გაწერეს:
"5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს "ნიუ ჰოსპიტალში".
ნაცებმა იციან ეგრე, ეგენი სულ თავის ჭიას ახარებენ და ალბათ ყვავს, იმ ჭიის ამოღება უნდოდა. აბა სხვა მიზეზი, რა უნდა იყოს? ყვავის ვალი ქონდათ?
ჭკვიანი ფინველია ყვავი, ძალიან ჭკვიანი.
ჰიჩკოკი)))