მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!
თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სა­ქარ­თვე­ლო­ში საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა (და­ახ­ლო­ე­ბით 15-17% სა­ერ­თო ავა­დო­ბა­ში), ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სიხ­ში­რის მი­ხედ­ვით კი - მე­ო­რე ად­გილ­ზე, - ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის 94% არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მო­დის და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა პირ­ველ სა­მე­ულ­შია.

ამ დროს კი ჩვენ ხში­რად გვჯე­რა მი­თე­ბის, რომ „ჰერ­კუ­ლე­სი“ კუჭს მოგ­ვირ­ჩენს, რომ­შე­ბე­რი­ლო­ბას „ნახ­ში­რი“ შვე­ლის;ზოგ­ჯერ თა­ვად ვუს­ვამ­თა­რას­წორ დი­აგ­ნოზს სა­კუ­თა­რი თავს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით. ასე კი შე­იძ­ლე­ბა, ძვირ­ფა­სი დრო დავ­კარ­გოთ! ჩვენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სწორ გზა­ზე დაგ­ვა­ყე­ნებს.ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი-გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი თენ­გიზ თე­ლი­ას­წო­რედ იმა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რა მოგ­ვე­თხო­ვე­ბა სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, რა გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ასეთ მწვა­ვე სტა­ტის­ტი­კას?

- ეს ციფ­რე­ბი არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან თვი­თონ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ტრაქ­ტია დიდი - პი­რის ღრუ­დან და­წყე­ბუ­ლი, საყ­ლა­პა­ვი,კუჭი, წვრი­ლი, მსხვი­ლი და სწო­რი ნაწ­ლა­ვი, აქ­ვეა ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ღვიძ­ლი და პანკრე­ა­სი.ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ეს ყვე­ლა­ზე დიდი და მო­ცუ­ლო­ბი­თი სის­ტე­მაა. ასე­თი დიდი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა არ­ცერ­თი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე­საც, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ამ ორ­გა­ნო­ე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბი­სა და პა­რენ­ქი­მის ან­თე­ბით ან ან­თე­ბის გა­რე­შე. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს მათი ანა­ტო­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი(მაგ., საყ­ლა­პა­ვის ხვრე­ლის მცო­ცა­ვი თი­ა­ქა­რი, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის დი­ვერ­ტი­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, სხვა­დას­ხვა მო­ცუ­ლო­ბი­თი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი), შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს ამ ორ­გა­ნო­თა მხო­ლოდ ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, როცა მხო­ლოდ ამ ორ­გა­ნო­თა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაა მოშ­ლი­ლი.

თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ და­ა­ვა­დე­ბა ერ­თია და სიმპტო­მი მე­ო­რე.პა­ცი­ენტს აწუ­ხებს სიმპტო­მე­ბი და ამი­ტომ მო­დის ექიმ­თან. რო­გორც წესი, პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% მო­დის სიმპტო­მის დო­ნე­ზე, ანუ მას აწუ­ხებს კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მი და სურს, რომ ეს სიმპტო­მი არ აწუ­ხებ­დეს. ამ სიმპტო­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია მე­ტე­ო­რიზ­მი (გა­ზე­ბის ჭარ­ბი დაგ­რო­ვე­ბა ნაწ­ლა­ვებ­ში და კუჭ­ში), მო­მარ­თვი­ა­ნო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა მუც­ლის ტკი­ვი­ლი, ასე­ვე,გულძ­მარ­ვა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ყაბ­ზო­ბა და დი­ა­რე­უ­ლი სინ­დრო­მი.

ეს არის ის 7 ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი, რომ­ლი­თაც პა­ცი­ენ­ტი აკი­თხავს ექიმს. თი­თო­ე­უ­ლი სიმპტო­მის უკან შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უწყი­ნა­რი,კე­თილ­სა­ი­მე­დო, ხში­რად თვით­ლი­მი­ტი­რე­ბა­დი პა­თო­ლო­გია ან შე­იძ­ლე­ბა, სიმპტო­მის უკან სე­რი­ო­ზუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში პა­თო­ლო­გია იმა­ლე­ბო­დეს. ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სწო­რედ ის არის, რომ ყვე­ლა ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით - პა­ცი­ენ­ტის ასა­კი, ანამ­ნე­ზი, გე­ნე­ტი­კა, ჩი­ვი­ლე­ბი -და­გეგ­მოს გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბი (ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი), მხო­ლოდ შემ­დეგ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ. საქ­მეს ისიც არ­თუ­ლებს, რომ ხში­რად პა­ცი­ენ­ტი ერ­თდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს კუჭ-ნაწ­ლა­ვის რამ­დე­ნი­მე სიმპტო­მის არ­სე­ბო­ბას (მა­გა­ლი­თად, ყაბ­ზო­ბას, მე­ტე­ო­რიზმს და მუც­ლის ტკი­ვილს, ან მუც­ლის ტკი­ვილს, გულძ­მარ­ვას და მე­ტე­ო­რიზმს). აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ერთი ჯაჭ­ვის (და­ა­ვა­დე­ბის) ცალ­კე­უ­ლი რგო­ლე­ბი იყოს, ან სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც წესი, მკაც­რად ვე­მიჯ­ნე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ემ­პი­რი­უ­ლი (სიმპტომ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი) მკურ­ნა­ლო­ბე­ბის პრაქ­ტი­კას (მა­გა­ლი­თად, ომეპ­რა­ზო­ლი გულძ­მარ­ვის დროს, ან ნახ­ში­რი მე­ტე­ო­რიზ­მის დროს).მომ­ხრე ვარ იმი­სა, რომ პა­ცი­ენტს გა­ნე­მარ­ტოს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი კვლე­ვე­ბის არსი და აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, შემ­დგომ კი, და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ას­პექ­ტე­ბი.

- გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი­ა­თუ არა გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს გარ­კვე­ულ გე­ნე­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბებს. მა­გა­ლი­თად, კუ­ჭის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, პანკრე­ა­სი­სა და ღვიძ­ლის გარ­კვე­უ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა თა­ო­ბა­ში სიმ­სივ­ნურ პა­თო­ლო­გი­ებს გა­მო­იწ­ვევს.თუკი მშობ­ლებს ან ბე­ბია-ბა­ბუ­ებს მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ჰქონ­დათ, შე­სა­ბა­მი­სად, შთა­მო­მავ­ლებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო სხვა აგ­რე­სი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და­წეს­დეს და დრო­უ­ლად მოხ­დეს კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

- შე­საძ­ლოა თუ არა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ზო­გი­ერ­თი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მი, მა­გა­ლი­თად - ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, შეც­დო­მით „მო­ი­ნათ­ლოს“ ნევ­რო­ზად?

- რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არე­გუ­ლი­რებს რო­გორც ყვე­ლა სის­ტე­მას, ისე კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტსაც. თა­ვი­სი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა აქვს კუჭ-ნაწ­ლავ­საც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვე­ბი, ე.წ. „ნევ­რო­ზე­ბი“, აი­სა­ხე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ნევ­რო­ზებ­შიც, მაგ­რამ ექი­მის ცოდ­ნა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ის არის, რომ გა­მო­არ­ჩი­ოს კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მის უკან კუჭ-ნაწ­ლა­ვის ნევ­რო­ზი დგას თუ სხვა­დარ­ღვე­ვე­ბი იმა­ლე­ბა. მაგ­რამ კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა საქ­მე, როცა შე­იძ­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ ნევ­რო­ზი იყოს და ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­აც არ­სე­ბობ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ყლაპ­ვის პრობ­ლე­მას, მას სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე დის­ფა­გი­ას ვე­ძა­ხით. მას შე­იძ­ლე­ბა ნევ­რო­ზიც გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს და სხვა ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბიც. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძალ­ზე დი­დია: საყ­ლა­პა­ვის ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბი­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ანა­ტო­მი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბიც. თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვებს უფრო დრა­მა­ტუ­ლად აღიქ­ვამს, ვიდ­რე ნაკ­ლებ ემო­ცი­უ­რი კონ­ტინ­გენ­ტი. მა­გა­ლი­თად,გას­ტრო­ე­ზო­ფა­გა­ლუ­რი რეფ­ლექ­სი სტა­ტის­ტი­კუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის 25 პრო­ცენტს აწუ­ხებს, მისი ძი­რი­თა­დი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია გულძ­მარ­ვა და ბოყი­ნი, ასე­ვე, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მისი საყ­ლა­პა­ვის გა­რე­შე გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი (ხვე­ლე­ბა,გუ­ლის არით­მია, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, შუბ­ლი­სა და სა­ხის წი­ა­ღე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, კა­რი­ე­სი და ა.შ.), მაგ­რამ ერ­თნი ამას დრა­მა­ტუ­ლა­და­ღიქ­ვა­მენ, სხვე­ბი კი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად უმკლავ­დე­ბი­ან.თუმ­ცა გერ­დი (გას­ტრო­ე­ზო­ფა­გა­ლუ­რი რეფ­ლუქ­სი) მარ­თვა­დი და­ა­ვა­დე­ბაა.ჩი­ვი­ლე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბით, გარ­კვე­უ­ლი­ცხოვ­რე­ბის­წე­სის­შეც­ვლით და, რა თქმა უნდა,მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­თან, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში,ქი­რურ­გი­უ­ლი­ჩა­რე­ვით.

- ეთან­ხმე­ბით თუ არა სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე ადა­მი­ანს აწუ­ხებს „კო­ლი­ტი“ ან „გას­ტრი­ტი“?

- არა, არ ვე­თან­ხმე­ბი და აგიხ­სნით რა­ტო­მაც!..„კო­ლი­ტი“ და „გას­ტრი­ტი“ ეს უკვე სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზე­ბია და და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ნუს­ხა­ში, შე­სა­ბა­მი­სი ქვე­სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­თა­ნა­დო კო­დიც აქვს. უფრო მე­ტიც, ეს მორ­ფო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზე­ბია, ანუ ბი­ოფ­სი­უ­რი მა­სა­ლის გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი! სი­ტყვა­სი­ტყვით „კო­ლი­ტიც“ და „გას­ტრი­ტიც“ იტ-ი სუ­ფიქ­სის გამო, შე­სა­ბა­მი­სად, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვი­სა და კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბას აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბი­ოფ­სი­უ­რი მა­სა­ლის შეს­წავ­ლით დი­აგ­ნოს­ტირ­დე­ბა. ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვის დრო­საც კი, ექიმ-ენ­დოს­კო­პისტს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ივა­რა­უ­დოს ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტებს, ისი­ნი მარ­ტი­ვად, კუ­ჭის საპ­რო­ექ­ციო არე­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს (ტკი­ვილს, წვას, სი­სავ­სის შეგ­რძნე­ბას) გას­ტრი­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ხოლო ქვე­და მუ­ცელ­ში არ­სე­ბულ სიმპტო­მებს (ყაბ­ზო­ბას, არას­ტა­ბი­ლურ ნაწ­ლა­ვურ მოქ­მე­დე­ბას, მე­ტე­ო­რიზმსა და ტკი­ვილს) - კო­ლი­ტად. ისევ გან­ვმე­ორ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ ექიმ­მა არ უნდა და­ი­ზა­როს და პა­ცი­ენტს ვი­ზი­ტის დროს, მარ­ტი­ვად უნდა აუხ­სნას ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბი, რო­მე­ლიც მას არას­წო­რად ეს­მის და და­მერ­წმუ­ნეთ, პა­ცი­ენ­ტიც მად­ლი­ე­რი რჩე­ბა და ამის შემ­დეგ ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უად­ვი­ლებს ექიმს და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვას.

- ორი სი­ტყვით იმ მი­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხალ­ხშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი:ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­კუჭ-ნაწ­ლა­ვის გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია?

- არა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა. მარ­თა­ლია, გვაქვს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მძი­მე კერ­ძე­ბიც, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, იმის თქმა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამის გამო,გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­ზე ხში­რია.

- „ჰერ­კუ­ლე­სი“ უზ­მო­ზე კუ­ჭის­თვის უე­ბა­რი წა­მა­ლია?

- რო­დე­საც საკ­ვე­ბი კუჭ­ში ხვდე­ბა, კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი მჟა­ვა­სა­და ენ­ზი­მებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მჟა­ვა გა­რე­მო, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის! კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს მჟა­ვა უკვე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად მოქ­მე­დებს. წლე­ბის წი­ნათ, როცა მთე­ლი რიგი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობ­და,კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის და­სა­ცა­ვად, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­დან მი­ღე­ბულ ლორ­წო­ვან-ემულ­სი­ურ სუბსტან­ცი­ებს იყე­ნებ­დნენ, იგი­ვე „ჰერ­კუ­ლესს“ მისი წებ­ვა­დი სუბსტან­ცი­ის გამო, სწო­რედ ეს დატ­ვირ­თვა ჰქონ­და და იმ დრო­ის­თვის ეფექ­ტუ­რა­დაც მუ­შა­ობ­და.ამ ტაქ­ტი­კით შე­საძ­ლე­ბე­ლია კუ­ჭის მჟა­ვა გა­რე­მო­სა და ლორ­წო­ვანს შო­რის დრო­ე­ბი­თი ბა­რი­ე­რუ­ლი ფუნ­ქცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს. თუმ­ცა დღეს, როცა ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე სხვა უამ­რა­ვი­კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაქ­ტი­კა უკვე აზრს კარ­გავს. „ჰერ­კუ­ლე­სის“, ანუ იგი­ვე შვრი­ის ფა­ფის, კი­დევ ერთი დატ­ვირ­თვაა ის, რომ ის მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბით მდი­და­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბოჭ­კო­ე­ბის მი­ღე­ბა კი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ზო­გა­დად,მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და ის არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა „ჰერ­კუ­ლე­სის“მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მა­მა­პა­პე­ულ წესს. ის, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი სა­უზ­მედ აუ­ცი­ლებ­ლად შვრი­ის ფა­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს - აბ­სურ­დია.მის ნაც­ვლად დი­ლით შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბი მი­ი­ღოთ - თუნ­დაც ორ­ცხო­ბი­ლა, თუ, რა თქმა უნდა,შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი არ აწუ­ხებს ადა­მი­ანს. ანუ დი­ე­ტე­ბის თემა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტურ გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს.

- დღე­ში 2 ლიტ­რი წყლის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?- გარ­კვე­ულ­წი­ლად, მარ­თა­ლია. მა­გა­ლი­თად, ვი­საც შეკ­რუ­ლო­ბა აქვს, ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა ნაწ­ლა­ვის სტი­მუ­ლა­ცი­ას ახ­დენს.

- წა­მო­წო­ლი­ლი ჭამა ნაწ­ლა­ვე­ბის გა­დახ­ლარ­თვას იწ­ვევს?- არა, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს იმ­ხე­ლა კონ­დენ­სა­ტო­რუ­ლი უნა­რი აქვს, რომ, თუ ძა­ლი­ან დიდ სი­სუ­ლე­ლეს არ და­მარ­თებ, ის რა­ღა­ცებს გპა­ტი­ობს. ასაკ­თან ერ­თად კი, როცა ორ­გა­ნიზ­მი დუნ­დე­ბა, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და გაფრ­თხი­ლე­ბა რომ სჭირ­დე­ბა, ეს ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ.

- და­ბო­ლოს, რა რე­კო­მენ­და­ცია გაქვთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვი არ აწუ­ხებს? მა­თაც სჭირ­დე­ბათ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად?

- ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი­დან საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დია, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, და ამავდრო­უ­ლად - სუს­ტი. საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ან დარ­ღვე­ვე­ბი დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ ორ­გა­ნიზ­მზე.გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რად სა­ყუ­რა­დღე­ბო ასა­კია 50 წელი. 50 წლის შემ­დეგ ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვე­ბი 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა გა­ი­კე­თოს ყვე­ლამ.ისე რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ქა­ლებ­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს სკრი­ნინ­გი. რა თქმა უნდა, აქ სა­უ­ბა­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც არ აქვთ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი, თო­რემ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს შე­უძ­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­რე­ულ ასაკ­შიც გა­მო­ი­ყე­ნოს.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ, რაც კი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­ურ ტრაქტს ეხე­ბა, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის, ისე პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი­ერთ სივ­რცე­შია თავ­მოყ­რი­ლი - უმაღ­ლე­სი დო­ნის ენ­დოს­კო­პი­უ­რი და რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ფარ­თო სპექტრი და რაც, ასე­ვე,ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია პა­ცი­ენ­ტის­თვის, აქვე არი­ან მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მე­ბი, რო­მელ­თა ჩარ­თვა შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე.

იცით, ამე­რი­კე­ლებს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო იმის გა­მოვ­ლე­ნა, რის ხარ­ჯზე მი­იღ­წე­ვა პა­ცი­ენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბა, ანუ რო­დის ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტი კარ­გად. აღ­მოჩ­ნდა, რომ პა­ცი­ენ­ტის კმა­ყო­ფი­ლე­ბას მხო­ლოდ 30%-ით გა­ნა­პი­რო­ბებს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, 70% კი მი­იღ­წე­ვა იმის ხარ­ჯზე, რომ პა­ცი­ენ­ტი იგებს, რა სჭირს, რა არის მისი დის­კომ­ფორ­ტის მი­ზე­ზი­და სწავ­ლობს და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვას.ასე რომ, პა­ცი­ენ­ტის სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბა ექი­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­სი­აა.მით უმე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ კუჭ- ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ქრო­ნი­კუ­ლია და პა­ცი­ენტს მუდ­მი­ვად თუ არა, პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც უხ­დე­ბა სიმპტო­მე­ბის მარ­თვა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექი­მის მიერ პა­ცი­ენ­ტის სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბა და მის­თვის და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვის სწავ­ლე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი - მეორე ადგილზე, - ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, სიკვდილიანობის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის და საჭმლის მომნელებელი სისტემა პირველ სამეულშია.

ამ დროს კი ჩვენ ხშირად გვჯერა მითების, რომ „ჰერკულესი“ კუჭს მოგვირჩენს, რომშებერილობას „ნახშირი“ შველის;ზოგჯერ თავად ვუსვამთარასწორ დიაგნოზს საკუთარი თავს ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციებით. ასე კი შეიძლება, ძვირფასი დრო დავკარგოთ! ჩვენ კვალიფიციური რჩევები გვჭირდება, რომლებიც სწორ გზაზე დაგვაყენებს.ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელიასწორედ იმაზე გვესაუბრება, რა მოგვეთხოვება საკუთარი ჯანმრთელობისთვის და რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემა.

- ბატონო თენგიზ, რა განაპირობებს საქართველოში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების ასეთ მწვავე სტატისტიკას?

- ეს ციფრები არც არის გასაკვირი, რადგან თვითონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტია დიდი - პირის ღრუდან დაწყებული, საყლაპავი,კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი, აქვეა ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი და პანკრეასი.ადამიანის ორგანიზმში ეს ყველაზე დიდი და მოცულობითი სისტემაა. ასეთი დიდი ორგანოთა სისტემა არცერთი არ არის. შესაბამისად, სწორედ ეს განაპირობებს დაავადებების სიმრავლესაც, რომლებიც შეიძლება მიმდინარეობდეს ამ ორგანოების ლორწოვანი გარსებისა და პარენქიმის ანთებით ან ანთების გარეშე. შეიძლება გამოხატული იყოს მათი ანატომიური ცვლილებები(მაგ., საყლაპავის ხვრელის მცოცავი თიაქარი, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება, სხვადასხვა მოცულობითი წარმონაქმნები), შესაძლებელია, გამოხატული იყოს ამ ორგანოთა მხოლოდ ფუნქციური დარღვევები, როცა მხოლოდ ამ ორგანოთა მარეგულირებელი ნერვული სისტემაა მოშლილი.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დაავადება ერთია და სიმპტომი მეორე.პაციენტს აწუხებს სიმპტომები და ამიტომ მოდის ექიმთან. როგორც წესი, პაციენტების 80% მოდის სიმპტომის დონეზე, ანუ მას აწუხებს კონკრეტული სიმპტომი და სურს, რომ ეს სიმპტომი არ აწუხებდეს. ამ სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია მეტეორიზმი (გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებში და კუჭში), მომართვიანობით მეორე ადგილზეა მუცლის ტკივილი, ასევე,გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა და დიარეული სინდრომი.

ეს არის ის 7 ძირითადი სიმპტომი, რომლითაც პაციენტი აკითხავს ექიმს. თითოეული სიმპტომის უკან შეიძლება იდგეს აბსოლუტურად უწყინარი,კეთილსაიმედო, ხშირად თვითლიმიტირებადი პათოლოგია ან შეიძლება, სიმპტომის უკან სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია იმალებოდეს. ექიმის პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - პაციენტის ასაკი, ანამნეზი, გენეტიკა, ჩივილები -დაგეგმოს გარკვეული კვლევები (ინსტრუმენტული და ლაბორატორიული), მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება - პაციენტის მკურნალობის შესახებ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ხშირად პაციენტი ერთდროულად აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის რამდენიმე სიმპტომის არსებობას (მაგალითად, ყაბზობას, მეტეორიზმს და მუცლის ტკივილს, ან მუცლის ტკივილს, გულძმარვას და მეტეორიზმს). აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ერთი ჯაჭვის (დაავადების) ცალკეული რგოლები იყოს, ან სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებები. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, მკაცრად ვემიჯნები პაციენტებისთვის ემპირიული (სიმპტომზე დაფუძნებული) მკურნალობების პრაქტიკას (მაგალითად, ომეპრაზოლი გულძმარვის დროს, ან ნახშირი მეტეორიზმის დროს).მომხრე ვარ იმისა, რომ პაციენტს განემარტოს ჩასატარებელი კვლევების არსი და აუცილებლობა, შემდგომ კი, დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის ასპექტები.

- გასტროენტეროლოგიური დაავადებები განპირობებულიათუ არა გენეტიკური ფაქტორით?

- დიახ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გენეტიკურ მიდრეკილებებს. მაგალითად, კუჭის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასისა და ღვიძლის გარკვეული სიმსივნური დაავადებებისკენ მიდრეკილება შეიძლება გენეტიკურად დეტერმინირებული იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ყველა თაობაში სიმსივნურ პათოლოგიებს გამოიწვევს.თუკი მშობლებს ან ბებია-ბაბუებს მსგავსი დაავადებები შედარებით ახალგაზრდა ასაკში ჰქონდათ, შესაბამისად, შთამომავლებზე შესაძლებელია უფრო სხვა აგრესიული ზედამხედველობა დაწესდეს და დროულად მოხდეს კატასტროფის თავიდან აცილება.

- შესაძლოა თუ არა გასტროენტეროლოგიური დაავადების ზოგიერთი კლინიკური სიმპტომი, მაგალითად - ყლაპვის გაძნელება, შეცდომით „მოინათლოს“ ნევროზად?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ნერვული სისტემა არეგულირებს როგორც ყველა სისტემას, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტსაც. თავისი ნერვული სისტემა აქვს კუჭ-ნაწლავსაც. აქედან გამომდინარე, ნერვული სისტემის დარღვევები, ე.წ. „ნევროზები“, აისახება კუჭ-ნაწლავის ნევროზებშიც, მაგრამ ექიმის ცოდნა და პასუხისმგებლობაც ის არის, რომ გამოარჩიოს კონკრეტული სიმპტომის უკან კუჭ-ნაწლავის ნევროზი დგას თუ სხვადარღვევები იმალება. მაგრამ კიდევ უფრო რთულდება საქმე, როცა შეიძლება ნაწილობრივ ნევროზი იყოს და ორგანული პათოლოგიაც არსებობდეს.

რაც შეეხება ყლაპვის პრობლემას, მას სამედიცინო ენაზე დისფაგიას ვეძახით. მას შეიძლება ნევროზიც განაპირობებდეს და სხვა ორგანული პათოლოგიებიც. ჩამონათვალი ძალზე დიდია: საყლაპავის ლორწოვანის ანთებითი პათოლოგიებით დაწყებული, ანატომიური დარღვევებით დამთავრებული, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნებიც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ემოციური ხალხი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს უფრო დრამატულად აღიქვამს, ვიდრე ნაკლებ ემოციური კონტინგენტი. მაგალითად,გასტროეზოფაგალური რეფლექსი სტატისტიკურად მოსახლეობის 25 პროცენტს აწუხებს, მისი ძირითადი გამოვლინებებია გულძმარვა და ბოყინი, ასევე, არცთუ იშვიათად მისი საყლაპავის გარეშე გამოვლინებები (ხველება,გულის არითმია, ყელის ტკივილი, შუბლისა და სახის წიაღების პრობლემები, კარიესი და ა.შ.), მაგრამ ერთნი ამას დრამატულადაღიქვამენ, სხვები კი გაცილებით იოლად უმკლავდებიან.თუმცა გერდი (გასტროეზოფაგალური რეფლუქსი) მართვადი დაავადებაა.ჩივილების განეიტრალება შესაძლებელია სწორი დიაგნოსტიკური კვლევებით, გარკვეულიცხოვრებისწესისშეცვლით და, რა თქმა უნდა,მედიკამენტური მკურნალობითან, ცალკეულ შემთხვევებში,ქირურგიულიჩარევით.

- ეთანხმებით თუ არა საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოში ყოველ მეორე თუ მესამე ადამიანს აწუხებს „კოლიტი“ ან „გასტრიტი“?

- არა, არ ვეთანხმები და აგიხსნით რატომაც!..„კოლიტი“ და „გასტრიტი“ ეს უკვე სამედიცინო დიაგნოზებია და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ნუსხაში, შესაბამისი ქვესახეობების მიხედვით, სათანადო კოდიც აქვს. უფრო მეტიც, ეს მორფოლოგიური დიაგნოზებია, ანუ ბიოფსიური მასალის გამოკვლევის შემდეგ დადგენილი დიაგნოზები! სიტყვასიტყვით „კოლიტიც“ და „გასტრიტიც“ იტ-ი სუფიქსის გამო, შესაბამისად, მსხვილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანის ანთებას აღნიშნავს, რომელიც მხოლოდ ბიოფსიური მასალის შესწავლით დიაგნოსტირდება. ენდოსკოპიური კვლევის დროსაც კი, ექიმ-ენდოსკოპისტს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს ამ პათოლოგიების არსებობა. რაც შეეხება პაციენტებს, ისინი მარტივად, კუჭის საპროექციო არეში არსებულ პრობლემებს (ტკივილს, წვას, სისავსის შეგრძნებას) გასტრიტად მოიხსენიებენ, ხოლო ქვედა მუცელში არსებულ სიმპტომებს (ყაბზობას, არასტაბილურ ნაწლავურ მოქმედებას, მეტეორიზმსა და ტკივილს) - კოლიტად. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ექიმმა არ უნდა დაიზაროს და პაციენტს ვიზიტის დროს, მარტივად უნდა აუხსნას ელემენტარული ნიუანსები, რომელიც მას არასწორად ესმის და დამერწმუნეთ, პაციენტიც მადლიერი რჩება და ამის შემდეგ ის მნიშვნელოვნად უადვილებს ექიმს დაავადების მართვას.

- ორი სიტყვით იმ მითებზე, რომლებიც ხალხშია გავრცელებული:ქართული სამზარეულოკუჭ-ნაწლავის გასტროენტეროლოგიური პრობლემების მთავარი მიზეზია?

- არა, აბსოლუტურად არა. მართალია, გვაქვს, გარკვეულწილად, მძიმე კერძებიც, მაგრამ გარწმუნებთ, იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ ამის გამო,გასტროენტეროლოგიური პრობლემები საქართველოში სხვა ქვეყნებზე ხშირია.

- „ჰერკულესი“ უზმოზე კუჭისთვის უებარი წამალია?

- როდესაც საკვები კუჭში ხვდება, კუჭის ლორწოვანი მჟავასადა ენზიმებს გამოიმუშავებს. გამომუშავებული მჟავა გარემო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის! კუჭის ლორწოვანის ანთებების შემთხვევაში კი ეს მჟავა უკვე გამაღიზიანებლად მოქმედებს. წლების წინათ, როცა მთელი რიგი მედიკამენტები არ არსებობდა,კუჭის ლორწოვანის დასაცავად, საკვები პროდუქტებიდან მიღებულ ლორწოვან-ემულსიურ სუბსტანციებს იყენებდნენ, იგივე „ჰერკულესს“ მისი წებვადი სუბსტანციის გამო, სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა და იმ დროისთვის ეფექტურადაც მუშაობდა.ამ ტაქტიკით შესაძლებელია კუჭის მჟავა გარემოსა და ლორწოვანს შორის დროებითი ბარიერული ფუნქცია განხორციელდეს. თუმცა დღეს, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე სხვა უამრავიკუჭის ლორწოვანის დამცავი საშუალება გვაქვს, აღნიშნული ტაქტიკა უკვე აზრს კარგავს. „ჰერკულესის“, ანუ იგივე შვრიის ფაფის, კიდევ ერთი დატვირთვაა ის, რომ ის მცენარეული ბოჭკოებით მდიდარია. აღნიშნული ბოჭკოების მიღება კი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ზოგადად,მცენარეული ბოჭკოების რაციონალური გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და ის არანაირად არ უკავშირდება „ჰერკულესის“მიღების აუცილებლობის მამაპაპეულ წესს. ის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი საუზმედ აუცილებლად შვრიის ფაფას ითვალისწინებს - აბსურდია.მის ნაცვლად დილით შეგიძლიათ ნებისმიერი საკვები მიიღოთ - თუნდაც ორცხობილა, თუ, რა თქმა უნდა,შაქრიანი დიაბეტი არ აწუხებს ადამიანს. ანუ დიეტების თემა გასტროენტეროლოგიაში აბსოლუტურ გადახედვას საჭიროებს.

- დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება აუცილებელია?- გარკვეულწილად, მართალია. მაგალითად, ვისაც შეკრულობა აქვს, ბევრი რაოდენობით წყლის მიღება ნაწლავის სტიმულაციას ახდენს.

- წამოწოლილი ჭამა ნაწლავების გადახლართვას იწვევს?- არა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. ადამიანის ორგანიზმს იმხელა კონდენსატორული უნარი აქვს, რომ, თუ ძალიან დიდ სისულელეს არ დამართებ, ის რაღაცებს გპატიობს. ასაკთან ერთად კი, როცა ორგანიზმი დუნდება, მეტი ყურადღება და გაფრთხილება რომ სჭირდება, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

- დაბოლოს, რა რეკომენდაცია გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავი არ აწუხებს? მათაც სჭირდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის დათვალიერება პერიოდულად?

- შინაგანი ორგანოების სისტემებიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დიდია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, და ამავდროულად - სუსტი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ან დარღვევები დიდ ზეგავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.გასტროენტეროლოგიურად საყურადღებო ასაკია 50 წელი. 50 წლის შემდეგ ენდოსკოპიური კვლევები 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს ყველამ.ისე როგორც, მაგალითად, ქალებშია აუცილებელი ძუძუს და საშვილოსნოს სკრინინგი. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ კლინიკური სიმპტომები, თორემ კლინიკური სიმპტომების არსებობის პირობებში, გასტროენტეროლოგს შეუძლია, აღნიშნული კვლევები გაცილებით ადრეულ ასაკშიც გამოიყენოს.

მინდა აღვნიშნო, რომ, რაც კი გასტროენტეროლოგიურ ტრაქტს ეხება, როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის თვალსაზრისითაც, თოდუას კლინიკაში ყველაფერიერთ სივრცეშია თავმოყრილი - უმაღლესი დონის ენდოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი და რაც, ასევე,ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, აქვე არიან მომიჯნავე სპეციალისტები, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, რომელთა ჩართვა შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე.

იცით, ამერიკელებს ერთი საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიზანი იყო იმის გამოვლენა, რის ხარჯზე მიიღწევა პაციენტის კმაყოფილება, ანუ როდის ხდება პაციენტი კარგად. აღმოჩნდა, რომ პაციენტის კმაყოფილებას მხოლოდ 30%-ით განაპირობებს მედიკამენტოზური მკურნალობა, 70% კი მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ პაციენტი იგებს, რა სჭირს, რა არის მისი დისკომფორტის მიზეზიდა სწავლობს დაავადების მართვას.ასე რომ, პაციენტის სწორ გზაზე დაყენება ექიმის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიდი ნაწილი, თავისი ბუნებით, ქრონიკულია და პაციენტს მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც უხდება სიმპტომების მართვა, აქედან გამომდინარე, ექიმის მიერ პაციენტის სწორ გზაზე დაყენება და მისთვის დაავადების მართვის სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია

"მგონი ძალიან კარგ ადგილას ვარ... 69 წლის ვარ და ჩეთვის ეს გზა გავლილია" - ამირან გამყრელიძის პასუხი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"