Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა
"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა

ექი­მის პრო­ფე­სია რომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­ტი­ოა, ეს ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რო­დე­საც პან­დე­მი­ამ მსოფ­ლი­ოს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხით შე­მო­უ­ტია.

მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის დროს ბრძო­ლის ხაზ­ზე აქ­ტი­უ­რად ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა, ვირუ­სო­ლო­გებ­მა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებ­მა გა­და­ი­ნაც­ვლეს, თუმ­ცა არც სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლან, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის კლი­ნი­კა­ში და სა­კუ­თარ სფე­რო­ში მათ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ჯან­მო-ს რე­კო­მენ­და­ცი­ებს ზედ­მი­წევ­ნით იცავ­და.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არც თმის გა­და­ნერგვის კლი­ნი­კა "დე­ა­მედს" შე­უ­ჩე­რე­ბია მუ­შა­ო­ბა, ონ­ლა­ინ და პი­რა­და­დაც არა­ერთ პა­ცი­ენტს უწევ­და კონ­სულ­ტა­ცი­ას და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, კლი­ნი­კა "დე­ა­მე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი დეა პა­პას­კი­რი, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ავ­ტო­რია, AMBEBI.GE-ს ახლა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე ესა­უბ­რე­ბა:

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში მთა­ვა­რია, ოპე­რა­ცია სწო­რად და­ი­გეგ­მოს, პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, ქი­რურ­გი რა მე­თოდს აირ­ჩევს და გა­მო­ი­ყე­ნებს. პა­ცი­ენ­ტთან სტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მა არ ვარ­გა. ჩემს მე­უღ­ლეს, პრო­ფე­სორ ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილს უყ­ვარს გა­მოთ­ქმა, - ოპე­რა­ცია მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლურ შე­დეგს ემ­თხვე­ვა.

ასე რომ, პლას­ტი­კურ და ეს­თე­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში, რა სფე­რო­შიც ვმოღ­ვა­წე­ობ, ოპე­რა­ცია მა­შინ ჩა­ით­ვლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად, თუ პა­ცი­ენ­ტის მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლურ შე­დეგს და­ემ­თხვე­ვა. ამის­თვის რა თქმა უნდა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ქი­რურ­გი­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბაც უნდა გქონ­დეს, ექი­მი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა მოქ­მე­დებ­დე, პა­ცი­ენტს ობი­ექ­ტუ­რი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დო, თუ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში რა შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც წესი, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი და ხში­რად დაბ­ნე­უ­ლე­ბიც, ამი­ტომ, ჩვე­ნი, ქი­რურ­გე­ბის ვა­ლია, სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნოთ, მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ და მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი შევ­თა­ვა­ზოთ, ან ოპე­რა­ცია სა­ერ­თოდ გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნოთ, რად­გა­ნაც თმის გა­და­ნერგვა ყო­ველ­თვის არ არის სა­ჭი­რო.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა ერთი წლის თავ­ზე, კლი­ნი­კა­ში მო­სულ პა­ცი­ენტს სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი აქვს. უზო­მოდ მი­ხა­რია, რო­დე­საც მის კმა­ყო­ფილ ღი­მილს ვხე­დავ.

- ოპე­რა­ცი­ას დიდი დრო სჭირ­დე­ბა?

- თმის გა­და­ნერგვა საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სკურ­პუ­ლო­ზუ­რი სა­მუ­შა­ოა. თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი პრო­ფე­სია იმ­დე­ნად მი­ტა­ცებს, თუ სა­ჭი­როა, შე­იძ­ლე­ბა, 24 სა­ა­თიც ვი­მუ­შაო... სა­ერ­თოდ კი, ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, გა­აჩ­ნია, თმის რა მო­ცუ­ლო­ბაა აღ­სად­გე­ნი და რამ­დე­ნი გრაფ­ტია გა­და­სა­ნერ­გი. სა­შუ­ა­ლოდ, ალ­ბათ 4 სა­ა­თი შეძ­ლე­ბა გას­ტა­ნოს, თუმ­ცა 8 სა­ა­თიც გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე ყვე­ლა ეტა­პი კარ­გად დავ­ხვე­წეთ და პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩვენ­თან თავს ისე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ, სახ­ლში წას­ვლა არ ეჩ­ქა­რე­ბათ. მერე კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც ხდე­ბი­ან.

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს სფე­რო?

- თა­ვი­დან­ვე გა­ბე­დუ­ლი ვი­ყა­ვი და ამ სფე­რო­ში ალ­ბათ ამი­ტო­მაც აღ­მოვ­ჩნდი, თუმ­ცა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გო­ბა მინ­დო­და... 19 წლის წინ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი ძა­ლე­ბი თმის გა­და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ცა­და. იმ დროს ეს დარ­გი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, მაგ­რამ, ჩემს გარ­შე­მო საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც თმის ცვე­ნა ძალ­ზე აწუ­ხებ­და.

მოკ­ლედ, ეს დარ­გი თა­ვი­დან­ვე სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მეჩ­ვე­ნა, სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, სი­ახ­ლე­ებს შე­ჭი­დე­ბა ხა­სი­ათ­ში მაქვს. ამა­ში მხა­რი ჩემ­მა მე­უღ­ლემ, პრო­ფე­სორ­მა ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილ­მა და­მი­ჭი­რა. ორი­ვე მოს­კოვ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დით. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ერ­სი­ტე­ტიც იქ და­ვამ­თავ­რე. თმის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის შეს­წავ­ლა ჯერ კი­დევ ორ­დი­ნა­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას და­ვი­წყე, მაგ­რამ ჩემს პრო­ფე­სი­ულ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვის" - გვე­უბ­ნე­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი.

ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილ­მა და დეა პა­პას­კირ­მა თმის გა­და­ნერგვის პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კლი­ნი­კა მოს­კოვ­ში 2003 წელს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გნენ კი­დეც მუ­შა­ო­ბას... ქალ­ბა­ტო­ნი დეას დი­სერ­ტა­ცია ნა­წი­ბუ­რებ­ში თმის გა­და­ნერგვას ეხე­ბო­და და ის, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ნაშ­რო­მია მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

- დი­სერ­ტა­ცია 2010 წელს ნა­წი­ბუ­რებ­ში თმის გა­და­ნერგვა­ზე და­ვი­ცა­ვი. კლი­ნი­კურ მა­სა­ლას 8 წელი ვაგ­რო­ვებ­დი. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ჩემი პი­რა­დი პა­ცი­ენ­ტი იყო. დი­სერ­ტა­ცი­ა­ში ერთ სენ­სა­ცი­ურ ის­ტო­რი­ას შე­ვე­ხე, ის ჩემს პრაქ­ტი­კა­ში მოხ­და, რაც ახალ­გაზ­რდა ექი­მის­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო, ამას­თან, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მარ­ჯე­ვე­ბაც" - დას­ძენს დეა პა­პას­კი­რი და სენ­სა­ცი­ურ ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

4 წლის მოს­კო­ვე­ლი გო­გო­ნა სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძა­რი­სას სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­და. მისი სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. გო­გო­ნას თავ­ზე დიდი ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი დე­ფექ­ტი დარ­ჩა, რის გა­მოც ბავ­შვმა თა­ნა­ტო­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვი­ტა - არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და.

მშობ­ლებს მისი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ზრუნ­ვა დას­ჭირ­დათ. ფსი­ქო­ლოგ­საც მი­მარ­თეს და რო­გორც ბავ­შვის დე­დამ თქვა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დარ­გის (ქი­რურ­გი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, დერ­მა­ტო­ლო­გი) - სპე­ცი­ა­ლის­ტთან არა­ერ­თი კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზა ვერ მო­ი­ძებ­ნა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­წი­ბურ­ში თმის გა­და­ნერგვის ეფექ­ტუ­რო­ბის არა­ვის სჯე­რო­და, თან, იმ პე­რი­ოდ­ში დი­სერ­ტა­ცი­აც არ მქონ­და და­ცუ­ლი და ამ სფე­რო­ში სულ ხუ­თწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს ხელი მა­ინც მოვ­კი­დე. ნას­ტი­ას დე­დის დარ­წმუ­ნე­ბა შევ­ძე­ლი, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ოპე­რა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დი იყო. მოკ­ლედ, 6 წლის ნას­ტი­ამ თმა გა­და­ი­ნერ­გა, ოპე­რა­ცია მე გა­ვუ­კე­თე, რაც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ბავ­შვს თმა ამო­უ­ვი­და. მშობ­ლე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ, მე კი ჩემი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ით ბედ­ნი­ე­რი...

მას მერე პა­ტა­რა ნას­ტია არ მი­ნა­ხავს, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვე­დი. ცხა­დია, გო­გო­ნა გა­ი­ზარ­და, სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბა­საც შე­უდ­გა, ერთ დღეს კი 16 წლი­სას სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, მო­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნე, ოღონდ, ჩემი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, გარ­და იმი­სა, რომ ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში.

ერთ დღე­საც სახ­ლში ვარ და ტე­ლე­ფო­ნი მი­რე­კავს, უც­ნო­ბი ქალი იყო. ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი ნას­ტი­აა მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი და თქვე­ნი ნახ­ვა უნ­დაო. თა­ვი­დან ცოტა და­ვი­ძა­ბე - ნე­ტავ, რა­შია საქ­მე-მეთ­ქი? ქალ­ბა­ტონ­მა სი­ტუ­ა­ცია ამიხ­სნა. თბი­ლის­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ჩა­მოფ­რე­ნილ გო­გო­ნას ქუ­ჩა­ში ჩემი კლი­ნი­კის - "დე­ა­მე­დის“ ბა­ნე­რი და­უ­ნა­ხავს, რო­მელ­საც დეა პა­პას­კი­რი აწე­რია და უთ­ქვამს, - "აი, ეს არის ჩემი ექი­მი!" მშობ­ლებს ეჭვი შეჰ­პარ­ვი­ათ, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში დი­ა­ნას მე­ძა­ხი­ან (დო­კუ­მენ­ტებ­ში ასე ვარ), ისი­ნიც ასე მიც­ნობ­დნენ. ქარ­თველ მე­გო­ბარ­საც უთ­ქვამს, ჩვენ დეას კი არა, დი­ა­ნას ვე­ძებთ, აქ დეა წე­რი­აო...

მოკ­ლედ, გო­გო­ნამ მი­პო­ვა, მო­მაგ­ნო და კლი­ნი­კა "დე­ა­მედ­ში" მად­ლი­ე­რი და უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი მეს­ტუმ­რა. ნას­ტია მარ­თლაც გაზ­რდი­ლი, გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე აღ­მოჩ­ნდა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ახ­ვე­ვია... ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­უბ­რუნ­და, სტი­მუ­ლი მი­ე­ცა, ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში შე­ვი­და, მძი­მე ის­ტო­რია წარ­სულ­ში დარ­ჩა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო და ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. მას გა­და­ტა­ნი­ლი ტრავ­მი­სა და ოპე­რა­ცი­ის კვა­ლი სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბა.

- თა­ვი­სი თმა გა­და­უ­ნერ­გეთ?

- სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს სა­კუ­თარ თმას ვუ­ნერ­გავთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას ერთ მხა­რეს შერ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და, მე­ო­რე მხა­რე კი - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გა­და­სა­ნერ­გად არ­სე­ბუ­ლი თმა გა­მო­ვი­ყე­ნე... ნას­ტი­ას დე­დამ მი­თხრა, რომ გო­გო­ნას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, ხში­რად მახ­სე­ნებს... ამი­ტომ, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახლა სულ ვცდი­ლობ.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რო­გორ არ უნდა მიყ­ვარ­დეს ჩემი პრო­ფე­სია?! 10 წლის მერე მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად რომ ჩა­მო­ვა და გი­პო­ვის, ეს უზო­მო სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია, ასე­ვე - ემო­ცი­უ­რიც. ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იმ წუ­თებ­ში მგო­ნი, არა­ვინ იყო, რო­დე­საც თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბულ ნას­ტი­ას ვხე­დავ­დი. კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი ექი­მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია.

ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კი­დან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა ამ სა­ო­ცარ ფაქტს ვე­რაფ­რით ვი­ვი­წყებ. თან, ამ პა­ცი­ენ­ტის ოპე­რა­ცი­ამ ჩემს კა­რი­ე­რა­ში ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა, ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ტი­ვა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა.

www.deamed.ge

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

უცრემლოდ ვერ წავიკითხე ეს ისტორია, წარმატებები ქალბატონო დეა

სტატუს ქუო
1

ყოჩაღ,ქალო.

ავტორი:

"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა

"ამ საოცარ ფაქტს ვერ ვივიწყებ..." - ხანძრისას მძიმედ დაშავებული გოგონას ამბავი, რომელმაც პლასტიკური ქირურგი 12 წლის შემდეგ, სარეკლამო ბანერიდან იპოვა

ექიმის პროფესია რომ ძალზე მნიშვნელოვანი და საპატიოა, ეს ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს კორონავირუსის სახით შემოუტია.

მართალია, კორონაპანდემიის დროს ბრძოლის ხაზზე აქტიურად ეპიდემიოლოგებმა, ვირუსოლოგებმა და ინფექციონისტებმა გადაინაცვლეს, თუმცა არც სხვა დარგის სპეციალისტები გაჩერებულან, თითოეული თავის კლინიკაში და საკუთარ სფეროში მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ჯანმო-ს რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდა.

ამ ხნის განმავლობაში არც თმის გადანერგვის კლინიკა "დეამედს" შეუჩერებია მუშაობა, ონლაინ და პირადადაც არაერთ პაციენტს უწევდა კონსულტაციას და ემსახურებოდა.

პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დეამედის" დამფუძნებელი და დირექტორი დეა პაპასკირი, არაერთი წარმატებული ოპერაციის ავტორია, AMBEBI.GE-ს ახლა საკუთარ პროფესიაზე ესაუბრება:

- პლასტიკურ ქირურგიაში მთავარია, ოპერაცია სწორად დაიგეგმოს, პაციენტის ყველა ინდივიდუალური მახასიათებლის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, ქირურგი რა მეთოდს აირჩევს და გამოიყენებს. პაციენტთან სტანდარტული მიდგომა არ ვარგა. ჩემს მეუღლეს, პროფესორ ალექსი მახარაშვილს უყვარს გამოთქმა, - ოპერაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, როდესაც პაციენტის მოლოდინი რეალურ შედეგს ემთხვევა.

ასე რომ, პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში, რა სფეროშიც ვმოღვაწეობ, ოპერაცია მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ პაციენტის მოლოდინი რეალურ შედეგს დაემთხვევა. ამისთვის რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და ქირურგიული გემოვნებაც უნდა გქონდეს, ექიმი კეთილსინდისიერების ფარგლებში უნდა მოქმედებდე, პაციენტს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდო, თუ მოცემულ შემთხვევაში რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

როგორც წესი, ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულები და ხშირად დაბნეულებიც, ამიტომ, ჩვენი, ქირურგების ვალია, სწორ გზაზე დავაყენოთ, მიმართულება მივცეთ და მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი შევთავაზოთ, ან ოპერაცია საერთოდ გადავაფიქრებინოთ, რადგანაც თმის გადანერგვა ყოველთვის არ არის საჭირო.

ბედნიერი ვარ, როცა ერთი წლის თავზე, კლინიკაში მოსულ პაციენტს სერიოზული შედეგი აქვს. უზომოდ მიხარია, როდესაც მის კმაყოფილ ღიმილს ვხედავ.

- ოპერაციას დიდი დრო სჭირდება?

- თმის გადანერგვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ამასთანავე ძალიან საინტერესო და სკურპულოზური სამუშაოა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემი პროფესია იმდენად მიტაცებს, თუ საჭიროა, შეიძლება, 24 საათიც ვიმუშაო... საერთოდ კი, ოპერაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, გააჩნია, თმის რა მოცულობაა აღსადგენი და რამდენი გრაფტია გადასანერგი. საშუალოდ, ალბათ 4 საათი შეძლება გასტანოს, თუმცა 8 საათიც გაგრძელებულა.

18 წლის განმავლობაში უკვე ყველა ეტაპი კარგად დავხვეწეთ და პაციენტები ჩვენთან თავს ისე კომფორტულად გრძნობენ, სახლში წასვლა არ ეჩქარებათ. მერე კი ჩვენი მეგობრებიც ხდებიან.

- რატომ აირჩიეთ ეს სფერო?

- თავიდანვე გაბედული ვიყავი და ამ სფეროში ალბათ ამიტომაც აღმოვჩნდი, თუმცა ენდოკრინოლოგობა მინდოდა... 19 წლის წინ გამიჩნდა სურვილი ძალები თმის გადანერგვის მიმართულებით მეცადა. იმ დროს ეს დარგი პოპულარული არ იყო, მაგრამ, ჩემს გარშემო საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო, ვისაც თმის ცვენა ძალზე აწუხებდა.

მოკლედ, ეს დარგი თავიდანვე საინტერესოდ მომეჩვენა, საერთოდ, მიყვარს განსხვავებული გამოწვევები, სიახლეებს შეჭიდება ხასიათში მაქვს. ამაში მხარი ჩემმა მეუღლემ, პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა დამიჭირა. ორივე მოსკოვში ვმოღვაწეობდით. სამედიცინო უნიერსიტეტიც იქ დავამთავრე. თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე მეთოდების შესწავლა ჯერ კიდევ ორდინატურაში სწავლისას დავიწყე, მაგრამ ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული წვლილი მეუღლეს მიუძღვის" - გვეუბნება პლასტიკური ქირურგი.

ალექსი მახარაშვილმა და დეა პაპასკირმა თმის გადანერგვის პირველი სპეციალიზებული კლინიკა მოსკოვში 2003 წელს ჩამოაყალიბეს და ამ მიმართულებით აქტიურად შეუდგნენ კიდეც მუშაობას... ქალბატონი დეას დისერტაცია ნაწიბურებში თმის გადანერგვას ეხებოდა და ის, როგორც თავად აღნიშნავს, პრაქტიკულად, ამ მიმართულების ერთადერთი ნაშრომია მთელს მსოფლიოში.

- დისერტაცია 2010 წელს ნაწიბურებში თმის გადანერგვაზე დავიცავი. კლინიკურ მასალას 8 წელი ვაგროვებდი. კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი ჩემი პირადი პაციენტი იყო. დისერტაციაში ერთ სენსაციურ ისტორიას შევეხე, ის ჩემს პრაქტიკაში მოხდა, რაც ახალგაზრდა ექიმისთვის დიდი სიურპრიზი იყო, ამასთან, პროფესიული გამარჯევებაც" - დასძენს დეა პაპასკირი და სენსაციურ ისტორიას გვიყვება:

4 წლის მოსკოველი გოგონა სახლში გაჩენილ ხანძარისას სიკვდილს გადაურჩა, თუმცა სერიოზულად დაშავდა. მისი სოციალური რეაბილიტაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გოგონას თავზე დიდი ნაწიბუროვანი დეფექტი დარჩა, რის გამოც ბავშვმა თანატოლებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან კომუნიკაცია შეწყვიტა - არავის ეკონტაქტებოდა.

მშობლებს მისი ემოციური მდგომარეობის გამოსწორებაზე სერიოზული ზრუნვა დასჭირდათ. ფსიქოლოგსაც მიმართეს და როგორც ბავშვის დედამ თქვა, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგის (ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, დერმატოლოგი) - სპეციალისტთან არაერთი კონსულტაცია გაიარეს, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემის მოგვარების გზა ვერ მოიძებნა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბურში თმის გადანერგვის ეფექტურობის არავის სჯეროდა, თან, იმ პერიოდში დისერტაციაც არ მქონდა დაცული და ამ სფეროში სულ ხუთწლიანი გამოცდილება მქონდა, აღნიშნულ საქმეს ხელი მაინც მოვკიდე. ნასტიას დედის დარწმუნება შევძელი, რომ ამ სიტუაციაში ოპერაცია მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი იყო. მოკლედ, 6 წლის ნასტიამ თმა გადაინერგა, ოპერაცია მე გავუკეთე, რაც წარმატებით დასრულდა. ბავშვს თმა ამოუვიდა. მშობლები კმაყოფილები იყვნენ, მე კი ჩემი შესრულებული ოპერაციით ბედნიერი...

მას მერე პატარა ნასტია არ მინახავს, რადგანაც საქართველოში გადმოვედი. ცხადია, გოგონა გაიზარდა, სრულფასოვან ცხოვრებასაც შეუდგა, ერთ დღეს კი 16 წლისას სურვილი გაუჩნდა, მოვენახულებინე, ოღონდ, ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ ვცხოვრობდი თბილისში.

ერთ დღესაც სახლში ვარ და ტელეფონი მირეკავს, უცნობი ქალი იყო. ყოფილი პაციენტი ნასტიაა მოსკოვიდან ჩამოსული და თქვენი ნახვა უნდაო. თავიდან ცოტა დავიძაბე - ნეტავ, რაშია საქმე-მეთქი? ქალბატონმა სიტუაცია ამიხსნა. თბილისში მშობლებთან ერთად ჩამოფრენილ გოგონას ქუჩაში ჩემი კლინიკის - "დეამედის“ ბანერი დაუნახავს, რომელსაც დეა პაპასკირი აწერია და უთქვამს, - "აი, ეს არის ჩემი ექიმი!" მშობლებს ეჭვი შეჰპარვიათ, რადგანაც რუსეთში დიანას მეძახიან (დოკუმენტებში ასე ვარ), ისინიც ასე მიცნობდნენ. ქართველ მეგობარსაც უთქვამს, ჩვენ დეას კი არა, დიანას ვეძებთ, აქ დეა წერიაო...

მოკლედ, გოგონამ მიპოვა, მომაგნო და კლინიკა "დეამედში" მადლიერი და უზომოდ ბედნიერი მესტუმრა. ნასტია მართლაც გაზრდილი, გალამაზებული და წარმატებული მოსწავლე აღმოჩნდა, თაყვანისმცემლებიც საკმაოდ ახვევია... ოპერაციის შემდეგ, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, სტიმული მიეცა, ადამიანებთან კონტაქტში შევიდა, მძიმე ისტორია წარსულში დარჩა და შეიძლება ითქვას, რომ მეორედ დაიბადა. ჩვენი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო და ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. მას გადატანილი ტრავმისა და ოპერაციის კვალი საერთოდ არ ეტყობა.

- თავისი თმა გადაუნერგეთ?

- საერთოდ, ადამიანს საკუთარ თმას ვუნერგავთ. საბედნიეროდ, მას ერთ მხარეს შერჩენილი ჰქონდა, მეორე მხარე კი - დაზიანებული. გადასანერგად არსებული თმა გამოვიყენე... ნასტიას დედამ მითხრა, რომ გოგონას ძალიან ვუყვარვარ, ხშირად მახსენებს... ამიტომ, მასთან კომუნიკაციას ახლა სულ ვცდილობ.

ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ უნდა მიყვარდეს ჩემი პროფესია?! 10 წლის მერე მადლიერი პაციენტი ერთი ქვეყნიდან მეორეში სპეციალურად რომ ჩამოვა და გიპოვის, ეს უზომო სიხარულის მომნიჭებელია, ასევე - ემოციურიც. ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ წუთებში მგონი, არავინ იყო, როდესაც თვალებგაბრწყინებულ ნასტიას ვხედავდი. კმაყოფილი პაციენტი ექიმისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

ჩემი სამედიცინო პრაქტიკიდან ბევრი საინტერესო ამბავია გასახსენებელი, თუმცა ამ საოცარ ფაქტს ვერაფრით ვივიწყებ. თან, ამ პაციენტის ოპერაციამ ჩემს კარიერაში ბევრი რამ განსაზღვრა, ერთ-ერთი სერიოზული მოტივატორი აღმოჩნდა.

www.deamed.ge

R

რა არის დეამედ-სტანდარტი და რა დაამკვიდრა კლინიკა „დეამედის “ დამფუძნებელმა დეა პაპასკირმა თმის გადანერგვის სფეროში

საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ჰოლოგრამიან სმარტფონებზე

რა ტიპის თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, როდესაც ბინას გირაობს?