პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

"სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ე­ბის სა­წარ­მოს პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია - Faceguard-ი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნაშ­რომ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად, სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ასე­ვე, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უგ­ზავ­ნა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­დან“ აც­ნო­ბეს, სომ­ხე­თის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის დამ­ცავ­შრი­ა­ნი 4000 ცალი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გა­და­ცე­მა სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის დახ­მა­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სომ­ხუ­რი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან კომ­პლექ­სუ­რი ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან ეს ნა­ბი­ჯი და­სა­ფა­სე­ბე­ლია და ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას თა­ნად­გო­მის­თვის „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ უხ­დი­ან.

""სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ფონდმა", რო­მე­ლიც „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ ანა­ლო­გი­ურ სტრუქ­ტუ­რას წარ­მო­ად­გენს სომ­ხეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან გაგ­ზავ­ნი­ლი დამ­ცავ­შრი­ა­ნი პირ­ბა­დე­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პერ­სო­ნალს და­უ­რი­გა. „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მხარ­და­ჭე­რით შექ­მნი­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცავ­შრი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბის სა­წარ­მო „ნიუ ტექ­ნო­ლო­ჯი იმ­პექსმა“ პრო­დუქ­ცი­ის - Faceguard-ის გა­მოშ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში და­ი­წყო. ქარ­ხა­ნა, რომ­ლის ანა­ლო­გი რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს, აწარ­მო­ებს პირ­ბა­დე­ებს ე.წ. Melt blown უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლით, რო­მე­ლიც 99%-იან დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­წარ­მოს წარ­მა­დო­ბა სრუ­ლი დატ­ვირ­თვი­სას თვე­ში 12 მი­ლი­ონ პირ­ბა­დეს შე­ად­გენს. პრო­დუქ­ცია გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე - სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

ავტორი:

სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

"საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თანაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, სომხეთისთვის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი 4000 ცალი სამედიცინო პირბადის გადაცემა სომხეთში საქართველოს ელჩის დახმარებით განხორციელდა.

მათივე ცნობით, სომხური მხარის განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან კომპლექსური ბრძოლის ფარგლებში, ქართველი პარტნიორებისგან ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ისინი განსაკუთრებულ მადლობას თანადგომისთვის „საპარტნიორო ფონდს“ უხდიან.

""სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა", რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს სომხეთში, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა. „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვება მიმდინარე კვირაში დაიწყო. ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. Melt blown უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

NS

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

როგორ გამოიყურებიან ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალების ქალიშვილები - ჰგვანან თუ არა დედებს

ვინ არის ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია