პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები
განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები

რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ მსოფ­ლიო ასე­თი კრი­ზი­სის წი­ნა­შე არ ყო­ფი­ლა. პან­დე­მი­ამ, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო მო­იც­ვა, ერთი ხე­ლის მოს­მით გა­ა­ნად­გუ­რა მი­ლი­ო­ნო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ქვეყ­ნე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვ­და, მო­წო­დე­ბუ­ლი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და მას­თან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ჩერ­და წარ­მო­ე­ბე­ბი, ტუ­რიზ­მი და სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის ბიზ­ნე­სი. საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მხო­ლოდ ნა­წილ­მა შეძ­ლო დის­ტან­ცი­ურ, ონ­ლა­ინ მო­დელ­ზე გა­დას­ვლა და სწო­რედ ეს აღ­მოჩ­ნდა მათი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი. თუმ­ცა აქ მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა­ზე არ იყო სა­უ­ბა­რი. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­ზო­გა­დე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ახ­დენ­და პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას, ადა­მი­ა­ნებს ეპი­დე­მი­ის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრე­სის ფონ­ზე უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­და და სა­ბო­ლო­ოდ კი, ეკო­ნო­მი­კას სრუ­ლად გა­ჩე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ გა­დავ­ხე­დავთ სტა­ტის­ტი­კას, რო­მელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შეძ­ლეს საქ­მი­ა­ნო­ბის სწრა­ფი ადაპ­ტა­ცია და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა და რაზე იყო ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს პრო­ცე­სი ორმა ფაქ­ტორ­მა გან­სა­ზღვრა: თუ რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლი იყო კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა და მე­ნე­ჯმენ­ტი და რამ­დე­ნად ჩარ­თუ­ლი იყო ამ პრო­ცეს­ში უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი. ეს სა­კი­თხი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლებ­ზე, იმა­ზე თუ მმარ­თვე­ლო­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის რა მე­თოდს და სტილს ირ­ჩე­ვენ ისი­ნი. ციფ­რუ­ლი ადაპ­ტა­ცია მო­ა­ხერ­ხეს მხო­ლოდ იმათ, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა კი გა­ნათ­ლე­ბაა. დღეს მსოფ­ლი­ომ კი­დევ ერთხელ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, თუ რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან სი­ახ­ლო­ვეს. ტოპ რე­ი­ტინ­გებ­ში შე­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უკა­ნას­კნელ წლებ­ში კარ­გად მიხ­ვდნენ გა­ნათ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და ამას წარ­მა­ტე­ბი­თაც აკე­თე­ბენ. სწო­რედ ეს აქ­ცევს მათ მო­წი­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბად და სწო­რედ ეს ფაქ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ მათი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მო­თხოვ­ნა­დე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე. ისი­ნი, ვინც კარ­გად ის­წავ­ლა და გა­აც­ნო­ბი­ე­რა, პრაქ­ტი­კა­ში ნახა, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ებს ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში და სწო­რედ ეს აქ­ცევს მათ წარ­მა­ტე­ბულ კად­რე­ბად.

რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? – სა­ქარ­თვე­ლო­შიც ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში უკვე სამი თვეა ეკო­ნო­მი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ჩე­რე­ბუ­ლია. საქ­მი­ა­ნო­ბის ციფ­რულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვლა კი მარ­თლაც ერ­თე­უ­ლებ­მა შეძ­ლეს. თუმ­ცა ყვე­ლამ კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­თან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ახ­დი­ნონ ციფ­რუ­ლი ადაპ­ტა­ცია. ეს არის წარ­მა­ტე­ბი­სა და კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებ­ში გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რო­გორც გა­მოჩ­ნდა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მზად არ იყო ციფ­რუ­ლი გარ­დაქ­მნის­თვის. ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა იმის­თვი­საც კი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, რომ მათ სწავ­ლე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ე­ტა­ნათ. არა­თუ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე შე­სას­წავ­ლად. ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბას ისი­ნი დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. სა­ერ­თო სუ­რა­თის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­მაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აქ­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ ბიზ­ნე­სის მარ­თვა, მე­ნე­ჯმენ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სწო­რედ ეს არის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი და კო­ვიდ19–მა ეს ნათ­ლად და­ა­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ისე­ვე, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოს.

რით გან­სხვავ­დე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მისი სა­მა­გის­ტრი პროგ­რა­მა სხვე­ბის­გან? – ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც „სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ ფარ­გლებ­ში და­არ­სდა და წარ­მო­ად­გენს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის ფორ­მუ­ლი­რე­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბით.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ და­საქ­მე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­რი კარ­გად შე­ის­წავ­ლეს და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე და­ას­კვნეს, რომ მე­ნე­ჯე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­რეშ ვერ ახერ­ხებ­და საქ­მის მა­ღალ დო­ნე­ზე მარ­თვას. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს სა­მა­გის­ტრო პორგრა­მა­ში მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

„შევ­ქმე­ნით სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მე­ნე­ჯმენ­ტსა და ტექ­ნი­კურ საგ­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მო­ი­ცავს. ეს კი მათ მა­ღა­ლი რგო­ლის წარ­მა­ტე­ბულ მე­ნე­ჯე­რე­ბად და მმარ­თვე­ლე­ბად აქ­ცევს. დღე­ვან­დელ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მხო­ლოდ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გა­და­წყვე­ტებ­მა შეძ­ლეს ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნა და მათ, ვი­საც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი ჰქონ­დათ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, შეძ­ლეს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლოდ გა­ჩერ­და. სწო­რედ ასეთ გა­მორ­ჩე­ულ მე­ნე­ჯე­რებ­სა და ლი­დე­რებს ზრდის ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ­ლე­ბიც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არი­ან არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზეც,“ – აცხა­დებს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის მიზ­ნებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

  • მო­გამ­ზა­დოთ ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად;
  • მოგ­ცეთ კომ­პე­ტენ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბიზ­ნე­სის ეფექ­ტუ­რად და ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თვი­სათ­ვის;
  • შეგ­ძი­ნოთ უნა­რე­ბი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეძ­ლოთ ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა და მარ­თვა, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის და­გეგ­მვა, შე­ფა­სე­ბა და კონ­ტრო­ლი.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლი უმუ­შევ­რო­ბის, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი და გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის ფონ­ზე სწო­რედ ასეთ პროგ­რა­მებ­ზე იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები

განათლება პანდემიის რეჟიმში – რას მიხვდნენ სასწავლო დაწესებულებები და დამსაქმებლები

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ასეთი კრიზისის წინაშე არ ყოფილა. პანდემიამ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურა მილიონობით სამუშაო ადგილი და ქვეყნები ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა სახელმწიფო ვალდებულება, რომელიც ეკონომიკური პროცესების შეჩერებას მოითხოვდა, მოწოდებული იყო ჯანმრთელობისთვის და მასთან არგუმენტირებული შეწინააღმდეგება შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, შეჩერდა წარმოებები, ტურიზმი და სტუმარმასპინძლობის ბიზნესი. საქმიანობების მხოლოდ ნაწილმა შეძლო დისტანციურ, ონლაინ მოდელზე გადასვლა და სწორედ ეს აღმოჩნდა მათი წარმატების გასაღები. თუმცა აქ მხოლოდ ერთეული ბიზნესის წარმატებაზე არ იყო საუბარი. თითოეული ასეთი შემთხვევა საზოგადეობის კეთილდღეობაზე ახდენდა პოზიტიურ გავლენას, ადამიანებს ეპიდემიის და განსაკუთრებული სტრესის ფონზე უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობდა და საბოლოოდ კი, ეკონომიკას სრულად გაჩერების საშუალებას არ აძლევდა.

საინტერესოა, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რომელმა კომპანიებმა შეძლეს საქმიანობის სწრაფი ადაპტაცია და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა და რაზე იყო ეს დამოკიდებული. როგორც ირკვევა, ეს პროცესი ორმა ფაქტორმა განსაზღვრა: თუ რამდენად მოქნილი იყო კომპანიის საქმიანობა და მენეჯმენტი და რამდენად ჩართული იყო ამ პროცესში უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიღწევები. ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის მმართველებზე, იმაზე თუ მმართველობის და საქმიანობის რა მეთოდს და სტილს ირჩევენ ისინი. ციფრული ადაპტაცია მოახერხეს მხოლოდ იმათ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა. ამ გამოცდილების მთავარი წინაპირობა კი განათლებაა. დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრულ ტექნოლოგიებთან სიახლოვეს. ტოპ რეიტინგებში შემავალი უნივერსიტეტები უკანასკნელ წლებში კარგად მიხვდნენ განათლებაში ტექნოლოგიების ჩართვის აუცილებლობას და ამას წარმატებითაც აკეთებენ. სწორედ ეს აქცევს მათ მოწინავე უნივერსიტეტებად და სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათი კურსდამთავრებულები ყოველთვის მოთხოვნადები არიან დასაქმების ბაზარზე. ისინი, ვინც კარგად ისწავლა და გააცნობიერა, პრაქტიკაში ნახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს ბიზნესის მართვაში და სწორედ ეს აქცევს მათ წარმატებულ კადრებად.

რა ხდება საქართველოში? – საქართველოშიც ისევე, როგორც მსოფლიოში უკვე სამი თვეა ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. საქმიანობის ციფრულ ფორმატზე გადასვლა კი მართლაც ერთეულებმა შეძლეს. თუმცა ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმთან დაბრუნებისთანავე, მათ აუცილებლად უნდა მოახდინონ ციფრული ადაპტაცია. ეს არის წარმატებისა და კრიტიკულ პერიოდებში გადარჩენის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა.

როგორც გამოჩნდა, საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში მზად არ იყო ციფრული გარდაქმნისთვის. ბევრი უნივერსიტეტის ტექნოლოგიური აღჭურვილობა იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მათ სწავლება ონლაინ რეჟიმში უპრობლემოდ გადაეტანათ. არათუ სტუდენტებისთვის ტექნოლოგიების მაღალ დონეზე შესასწავლად. ეს დასტურია იმისა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევენ. საერთო სურათის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ გამონაკლისი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ტექნოლოგიები განათლების განუყოფელ ნაწილად აქცია და განაცხადა, რომ ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის წარმატების საწინდარი და კოვიდ19–მა ეს ნათლად დაანახა საქართველოს ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს.

რით განსხვავდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მისი სამაგისტრი პროგრამა სხვებისგან? – ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც „სილიკონ ველი თბილისის“ ფარგლებში დაარსდა და წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მათ დასაქმების ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზარი კარგად შეისწავლეს და ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მენეჯერი ტექნოლოგიური უნარების გარეშ ვერ ახერხებდა საქმის მაღალ დონეზე მართვას. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სამაგისტრო პორგრამაში მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების გაერთიანება.

„შევქმენით სასწავლო პროგრამა, რომელიც მენეჯმენტსა და ტექნიკურ საგნებს ერთმანეთთან კავშირში მოიცავს. ეს კი მათ მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს. დღევანდელმა სიტუაციამ კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ მაღალტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა შეძლეს ბიზნესის გადარჩენა და მათ, ვისაც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ალტერნატიული გზები ჰქონდათ საქმიანობისთვის, შეძლეს საქმიანობის გაგრძელება. სხვა ყველაფერი უბრალოდ გაჩერდა. სწორედ ასეთ გამორჩეულ მენეჯერებსა და ლიდერებს ზრდის ჩვენი უნივერსიტეტი, რომლებიც კონკურენტუნარიანი არიან არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც,“ – აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

აღნიშნული პროგრამის მიზნებში ვკითხულობთ:

  • მოგამზადოთ ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალად;
  • მოგცეთ კომპეტენცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვისათვის;
  • შეგძინოთ უნარები, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, შეძლოთ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირება და მართვა, საწარმოო პროცესების დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი.

მნიშვნელოვნად გაზრდილი უმუშევრობის, გაჩერებული ბიზნესები და გაურკვეველი მომავლის ფონზე სწორედ ასეთ პროგრამებზე იზრდება მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც.

პირველი ქართული აპლიკაცია ორსულებისთვის "გაგუას კლინიკისგან“, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით

ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას - ვენების თრომბოზს

თვალღიაობისა და ცრემლდენის მკურნალობის უახლესი მეთოდები საქართველოში დაინერგა - ინოვატორი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“