საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს
"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი გახ­და, რის გა­მოც დღეს ცერ­ცვა­ძეს გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და.

მან გუ­შინ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში ატა­რე­ბენ მცი­რე კვლე­ვას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, რომ­ლებ­მაც უკვე გა­და­ი­ტა­ნეს ვირუ­სი და აღ­მოჩ­ნდა, რომ 6-დან 10 პრო­ცენ­ტამ­დე პირს ვირუ­სი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით 222-370 ათას ადა­მი­ანს უდ­რის.

სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა ცერ­ცვა­ძემ გან­მარ­ტე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა:

"გუ­შინ "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში ვთქვი, რომ ვა­ტა­რებთ მცი­რე კვლე­ვას ჯან­მრთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ათას კაც­ზე, ეს კვლე­ვა ჯერ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი და არ გვაქვს სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ და­ვუშ­ვი ერთი უნებ­ლიე, ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა, როცა ვთქვი, რომ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გვყავს 6-10%, არა­და უნდა მეთ­ქვა 6-10 ადა­მი­ა­ნი და არა პრო­ცენ­ტი.

ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლამ, რომ ამ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი 1000 კა­ცი­დან, გვყავს 6-10 ადა­მი­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 0.6% გა­მოკ­ვლე­უ­ლე­ბის. თუმ­ცა, შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ მუ­შავ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა პრო­ცენ­ტი ცო­ტა­თი შემ­ცირ­დეს, ან გა­ი­ზარ­დოს.

კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ თბი­ლი­სის ჯან­მრთელ, ზრდას­რულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ 1000 ადა­მი­ა­ნი და მათ­გან 6 ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა COVID-19-ის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. კვლე­ვა ჩა­ტარ­და სწრა­ფი ტეს­ტით და არა PCR-ტეს­ტით. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს 6 ადა­მი­ა­ნი ავად­მყო­ფია, ისი­ნია არი­ან სე­რო­პო­ზი­ტი­უ­რე­ბი ანუ მათ აქვთ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

კვლე­ვა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, ჩა­ვა­ტა­რეთ 860 000 კა­ცი­ან ქა­ლაქ­ში 1000 კაც­ზე და მი­ღე­ბულ იქნა 6 და­დე­ბი­თი შე­დე­გი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე. ახლა უნდა მოხ­დეს ამ მო­ნა­ცე­მის ექ­სტრა­პო­ლა­ცია, ანუ გა­დათ­ვლა მთელს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

ეს მო­ნა­ცე­მი ბევ­რია თუ ცოტა? - ცო­ტაა, გა­ცი­ლე­ბით ცო­ტაა ვიდ­რე ეს იყო ნიუ-იორკში, სა­დაც იყო 21%, ლოს ან­ჯე­ლეს­ში კი 4% და­ფიქ­სირ­და. ანუ ამ ქა­ლა­ქებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტია რე­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში" - გან­მარ­ტა ცერ­ცვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ მსგავ­სი კვლე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დე­ბა იმის და­სად­გე­ნად, თუ რა შე­ფარ­დე­ბაა ავად­მყო­ფებ­სა და სე­რო­პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცერცვაძე გვაშტერებ??
68

უნებლიე შეცდომა როგორაა, როცა ეგ პროცენტი ციფრებში გადაიყვანა და 370 000 დაასახელა. ამათ მართლა შტერები ხო არ ვგონივართ მთელი ქვეყანა

uf
25

არ ვაპატიოთ )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადება შეშფოთების საგანი გახდა, რის გამოც დღეს ცერცვაძეს განმარტების გაკეთება მოუხდა.

მან გუშინ ეთერში განაცხადა, რომ თბილისში ატარებენ მცირე კვლევას იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი და აღმოჩნდა, რომ 6-დან 10 პროცენტამდე პირს ვირუსი გადატანილი აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 222-370 ათას ადამიანს უდრის.

სწორედ ამ განცხადების შესახებ გააკეთა ცერცვაძემ განმარტება და აღნიშნა, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა:

"გუშინ "კავკასიის" ეთერში ვთქვი, რომ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, ათას კაცზე, ეს კვლევა ჯერ არ არის დასრულებული და არ გვაქვს საბოლოო შედეგები, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, როცა ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, არადა უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი.

ეს გაითვალისწინეთ ყველამ, რომ ამ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან, გვყავს 6-10 ადამიანი, დაახლოებით 0.6% გამოკვლეულების. თუმცა, შედეგები ჯერ კიდევ მუშავდება, შეიძლება პროცენტი ცოტათი შემცირდეს, ან გაიზარდოს.

კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ, ზრდასრულ მოსახლეობაში, გამოვიკვლიეთ 1000 ადამიანი და მათგან 6 ადამიანს აღმოაჩნდა COVID-19-ის ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით და არა PCR-ტესტით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 ადამიანი ავადმყოფია, ისინია არიან სეროპოზიტიურები ანუ მათ აქვთ ანტისხეულები.

კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ 860 000 კაციან ქალაქში 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელს მოსახლეობაზე.

ეს მონაცემი ბევრია თუ ცოტა? - ცოტაა, გაცილებით ცოტაა ვიდრე ეს იყო ნიუ-იორკში, სადაც იყო 21%, ლოს ანჯელესში კი 4% დაფიქსირდა. ანუ ამ ქალაქებში გაცილებით მეტია რეალური შემთხვევები, ვიდრე საქართველოში" - განმარტა ცერცვაძემ და დასძინა, რომ მსგავსი კვლევა მთელ მსოფლიოში ტარდება იმის დასადგენად, თუ რა შეფარდებაა ავადმყოფებსა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის.

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - მარინა ეზუგბაია