პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

თბი­ლი­სი, 2020 წლის 25 მა­ი­სი - „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“ მა­უ­წყებ­ლო­ბას იწყებს. 26 მა­ი­სი­დან „ევ­რო­ნი­უ­სი“ სა­ქარ­თვე­ლოს ეთერ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტით გავა, რო­გორც საც­დე­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა. შემ­დეგ ეტაპ­ზე კი, აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან, მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი „ევ­რო­ნი­უ­სი" იხი­ლოს. „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“ „ევ­რო­ნი­უ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი და ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

„ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ევ­რო­პის წამ­ყვან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხმა, „ევ­რო­ნი­უს­მა“, და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ამ, „სილ­ქნეტ­მა“, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­ა­ფუძ­ნეს. სა­პარტნი­ო­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კარლ ჰარ­ცე­ლი, ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„ევ­რო­ნი­უ­სი“ ცნო­ბი­ლი ბრენ­დია და სო­ლი­დუ­რი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს. მისი მა­უ­წყებ­ლო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ეს „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო­ზეც“ ვრცელ­დე­ბა. „ევ­რო­ნი­უ­სი“ თა­ვი­სი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ შექ­მნილ ში­ნა­არსს გა­უ­ზი­ა­რებს „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოს“ და მას ქარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა. თა­ვის მხრივ, „ევ­რო­ნი­უ­სიც“ ისარ­გებ­ლებს მისი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით იმ რე­გი­ო­ნი­დან, რომ­ლის მი­მარ­თაც სულ უფრო მე­ტად იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი.

„ევ­რო­ნი­უ­სის“ მი­ზა­ნია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი სრუ­ლი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბით მი­ა­წო­დოს აუ­დი­ტო­რი­ას და სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცეს.

„ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლოც“ იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა: სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას.

„ევ­რო­ნი­უ­სის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი „გლო­ბა­ლურ-ლო­კა­ლუ­რი მე­დია“ გახ­დეს, კომ­პა­ნი­ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ფუძნა. „ევ­რო­ნი­უს სა­ქარ­თვე­ლო“ მე­სა­მეა, „ევ­რო­ნი­უს ალ­ბა­ნე­თი­სა“ და „ევ­რო­ნი­უს სერ­ბე­თის“ შემ­დეგ. „ევ­რო­ნი­უს ალ­ბა­ნეთ­მა“ მა­უ­წყებ­ლო­ბა 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო.

“ევ­რო­ნი­უ­სი“ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხია და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სან­დო ბრენ­დი მთელ კონ­ტი­ნენტზე.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, „ევ­რო­ნი­უ­სი“ 160 ქვე­ყა­ნა­ში მა­უ­წყებ­ლობს და მას თით­ქმის 400 მი­ლი­ო­ნი ოჯა­ხი უყუ­რებს, აქე­დან 67% ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ზე მო­დის. გლო­ბა­ლუ­რი ვე­ბინ­დექ­სის (Global Web Index) 2019 წლის მე­ო­თხე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, არხი ყო­ველ­თვი­უ­რად 150 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო, ასე­ვე ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

თბილისი, 2020 წლის 25 მაისი - „ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს. 26 მაისიდან „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა. შემდეგ ეტაპზე კი, აგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს. „ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“ წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაში - ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, წარმომადგენლობა ხელშეკრულებით დააფუძნეს. საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ესწრებოდნენ.

„ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, ეს „ევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი.

„ევრონიუსის“ მიზანია, განსხვავებული მოსაზრებები სრული მიუკერძოებლობით მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს.

„ევრონიუს საქართველოც“ იმავე ღირებულებებს ეფუძნება: სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“ გახდეს, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

მსოფლიოს მასშტაბით, „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

R

"საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით, თბილისში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების, Faceguard-ის საწარმო გაიხსნა

ავერსის სააფთიაქო თარო

როგორ შევარჩიოთ სანტექნიკა აბაზანისთვის