პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი
"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ირმა ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დას­ტურ­დე­ბა, რომ სპორ­ტსმე­ნის მხრი­დან ყო­ფილ ცოლ­ზე არა­ნა­ირ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, 48 სა­ათ­ში რაც მოხ­და, გა­მო­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და საქ­მე­ში ძი­რი­თა­დად, მისი ჩვე­ნე­ბე­ბია. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ცალ­სა­ხად ჩანს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა არ ჩა­უ­დე­ნია. ასე­ვე, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა და ვე­ლო­დე­ბით დას­კვნებს.

და­ი­კი­თხნენ მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრნენ ყვე­ლა­ფერს, თვითმხილ­ვე­ლე­ბი არი­ან და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია" - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ "იმე­დის დღის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

მისი თქმით, მა­შინ რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ და­უდ­გე­ნია, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი არის ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ის უკვე "მო­ნათ­ლა" მო­ძა­ლა­დედ, რა­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უწყობს ხელს.

"შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა ის რომ, და­სა­კი­თხია ბევ­რი მოწ­მე, გა­მო­სა­თხო­ვია ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი მისი (ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის) მხრი­დან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის კუ­თხით. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, უშუ­ა­ლოდ ეს­წრე­ბო­და ამ დი­ა­ლო­გებს, რო­გორ ჰქონ­და ად­გი­ლი მუ­ქა­რას, რომ ის და­უნ­გრევ­და კა­რი­ე­რას, შე­საძ­ლოა ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვა­დაც ისურ­ვონ და გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი...

იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, არც ისე დიდი ასა­კი­საა და არ მე­გო­ნა თუ ასე­თი მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო ეს ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც და­ვი­ნა­ხე ამ დღე­ებ­ში, რა გან­საც­დე­ლიც მას და მის ოჯახს მი­ად­გა. ღირ­სე­უ­ლად უმკლავ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა კარ­გად ეს­მის რამ­დე­ნად მძი­მეა ეს მისი ფსი­ქი­კი­სა და კა­რი­ე­რის­თვის.

ნი­კო­ლო­ზი არ აპი­რებს მის მე­უღ­ლეს უპა­სუ­ხოს ბრალ­დე­ბებ­ზე, რად­გან მათ ეზ­რდე­ბათ შვი­ლი და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, რო­დე­საც ბავ­შვი გა­იზ­რდე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ხავს, ის ამ­ბობს, რომ მე უნდა მქონ­დეს პა­სუ­ხე­ბი, ამი­ტომ ვერ და­ვემ­სგავ­სე­ბი სხვას და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ქალ­თან ბრძო­ლას არ ვა­პი­რებ.

...შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, ნი­კო­ლო­ზი და მისი მე­უღ­ლე 2019 წელს გან­ქორ­წინ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა მი­ი­ღო ქო­ნებ­რი­ვად რაც ეკუთ­ვნო­და იმა­ზე მეტი, აქ დათ­ვლა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი და ამას ხაზს არ უს­ვამს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და ამ­ბობს, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო, მისი შვი­ლი და შვი­ლის დედა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი, რისი ყვე­ლა პი­რო­ბაც მან შექ­მნა... საქ­მის მა­სა­ლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რაც გა­და­ე­ცა, მო­რი­გე­ბის აქ­ტე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ ქალ­ბა­ტონს დღე­საც ქონ­დეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი და მეტი ქო­ნე­ბის მო­თხოვ­ნა სურ­დეს" - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ "იმე­დის დღის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
41

ქალი სტერვა თუ არის ძალადობა მაინც მიუღებელია თუ იყო ძალადობა ! 

ლალი
1

გამოიჭირა ბულკივით ბიჭი..კარგად გამოიძიეთ და ნახავთ ვინაა დამნაშავე.მე ქალი მგონია 100% აბუქებს.ხოდა რომ დაადგენს სასამართლო უნდა წაართვა ყველაფერი ,რომ მეტი არ მოიდნომოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

"იყო მუქარა, რომ დაუნგრევდა კარიერას... შესაძლებელია, ქალბატონს მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სპორტსმენის მხრიდან ყოფილ ცოლზე არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და საქმეში ძირითადად, მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.

დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ბრალდებული ძალადობაში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის უკვე "მონათლა" მოძალადედ, რასაც ყოფილი მეუღლე მიზანმიმართულად უწყობს ხელს.

"შემდეგი ეტაპი იქნება ის რომ, დასაკითხია ბევრი მოწმე, გამოსათხოვია ბევრი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმას, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული საფრთხეები მისი (ყოფილი მეუღლის) მხრიდან პროვოკაციების კუთხით. ბევრი ადამიანი, უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს, როგორ ჰქონდა ადგილი მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას, შესაძლოა ამ ადამიანებმა თავადაც ისურვონ და გააკეთონ განცხადებები...

იმდენად ღირსეული ადამიანია ნიკოლოზ ბასილაშვილი, არც ისე დიდი ასაკისაა და არ მეგონა თუ ასეთი მაღალი ღირებულებების მატარებელი იყო ეს ადამიანი, როგორიც დავინახე ამ დღეებში, რა განსაცდელიც მას და მის ოჯახს მიადგა. ღირსეულად უმკლავდება ამ ყველაფერს, თუმცა კარგად ესმის რამდენად მძიმეა ეს მისი ფსიქიკისა და კარიერისთვის.

ნიკოლოზი არ აპირებს მის მეუღლეს უპასუხოს ბრალდებებზე, რადგან მათ ეზრდებათ შვილი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბავშვი გაიზრდება და ამ ყველაფერს ნახავს, ის ამბობს, რომ მე უნდა მქონდეს პასუხები, ამიტომ ვერ დავემსგავსები სხვას და არც ერთ შემთხვევაში, ქალთან ბრძოლას არ ვაპირებ.

...შესაძლოა, საზოგადოებამ არ იცის, ნიკოლოზი და მისი მეუღლე 2019 წელს განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ქალბატონმა მიიღო ქონებრივად რაც ეკუთვნოდა იმაზე მეტი, აქ დათვლაზე არ არის ლაპარაკი და ამას ხაზს არ უსვამს ბასილაშვილი და ამბობს, რომ ის ვალდებული იყო, მისი შვილი და შვილის დედა ყოფილიყვნენ ყველაფრით უზრუნველყოფილნი, რისი ყველა პირობაც მან შექმნა... საქმის მასალებში წარმოდგენილია ქონების ჩამონათვალი რაც გადაეცა, მორიგების აქტები, თუმცა შესაძლებელია რომ ქალბატონს დღესაც ქონდეს პრეტენზიები და მეტი ქონების მოთხოვნა სურდეს" - განაცხადა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა