საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება
"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

ზოგ­ჯერ, რო­დე­საც იმე­დის არა­ნა­ი­რი სხი­ვი არ­სა­ი­დან ჩანს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც კარი იხ­სნე­ბა, სა­ი­და­ნაც იმე­დი და სი­კე­თე ერ­თდრო­უ­ლად შე­მო­დის. ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­ღო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც კარი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ამა თუ იმ გან­საც­დელ­ში აღ­მოჩ­დნენ. ზოგ­მა ჯან­მრთე­ლო­ბა და­კარ­გა, ზოგ­მა - საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ოჯა­ხის წევ­რი ხე­ლი­დან ტრა­გი­კუ­ლად გა­მო­ე­ცა­ლა, ზო­გიც ულუკ­მა­პუ­როდ და უსახ­სროდ დარ­ჩა...

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძე „სხვა ნა­ნუ­კას“ შო­უ­დან გა­ვი­ცა­ნი. გო­გო­ნა, რო­მელ­საც ორი­ვე თირკმე­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აქვს, რომ­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და რომ­ლის მა­მა­მაც თავი სწო­რედ იმის გამო მო­იკ­ლა, რომ შვილს ვერ ეხ­მა­რე­ბო­და. გო­გო­ნა იმ­დე­ნად მძი­მედ იყო, რომ მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზეც ვერც წა­ვი­და. მარ­თლაც, რომ სუ­ლის შემ­ძვრე­ლი ის­ტო­რი­აა.

მას თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა 15 წლის ასაკ­ში და­ე­წყო, ოჯა­ხი სა­კუ­თა­რი ძა­ლით ახერ­ხებ­და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, მათი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იხარ­ჯე­ბო­და, შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო წა­მა­ლი, რომ­ლის მი­ღე­ბაც მა­რი­ამ­მა და­ი­წყო, შე­დე­გიც ჰქონ­და, პრობ­ლე­მა თით­ქოს მოგ­ვარ­და, მაგ­რამ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო წამ­ლის წარ­მო­ე­ბა შე­წყდა, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მის­თვის ვერც ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ვერც ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის თირკმლის გა­და­ნერგვა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, დი­ა­ლეზ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ. მოკ­ლედ, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ოპე­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში უნდა გა­კეთ­დეს. ამას სა­თა­ნა­დო სახ­სა­რი სჭირ­დე­ბა და სწო­რედ „სხვა ნა­ნუ­კას“ გა­და­ცე­მამ გო­გო­ნას ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. მა­რი­ა­მის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და - მა­ყუ­რე­ბელ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ შეძ­ლო და ერთ ღა­მე­ში 70 000 $-მდე თან­ხა შეგ­როვ­და. ამას­თან, ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ მას ბი­ნაც აჩუ­ქა.

არა­ნაკ­ლებ მძი­მეა ნა­ჭყე­ბი­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვიც: კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სამ­შობ­ლო­ში თა­ვის 5 შვილ­თან მარ­ტო დაბ­რუნ­და. მე­უღ­ლე­ე­ბი ეს­პა­ნეთ­ში მას მერე გა­ემ­გზავრნენ, რაც ცოლს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბა სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა შე­უგ­რო­ვეს. ახალ­გაზ­რდა ქალი მად­რიდ­ში ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და. რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და, მხედ­ვე­ლო­ბაც და­კარ­გა. მე­უღ­ლე სა­ყო­ველ­თაო აკ­რძალ­ვე­ბის გამო მის და­საფ­ლა­ვე­ბას ვერ და­ეს­წრო და მხო­ლოდ იმ აკ­ლდა­მის ნო­მე­რი გა­დას­ცეს, სა­დაც ცირა და­ა­საფ­ლა­ვეს. ამ სა­ო­ცარ ტრა­გე­დი­ას, რაც მათ თავს და­ა­ტყდათ, უფრო გა­უ­საძ­ლისს ხდის ის, რომ ოჯა­ხის უფ­როსს ახლა მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი დე­დის იმე­დი აქვს, რომ შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ეს­პა­ნე­თი­დან ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა 4-5 წე­ლი­წად­ში მო­ხერ­ხდე­ბა, მა­ნამ­დე კი თავს დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას გა­ჭირ­ვე­ბი­თა და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ებ­რძვი­ან. ამ ოჯახს „სხვა ნა­ნუ­კამ“ გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნა და გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას უც­ნობ­მა მო­ქა­ლა­ქემ ოჯახს ბინა გა­დას­ცა.

მძი­მე აღ­მოჩ­ნდა 84 წლის მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცის, ვა­ლენ­ტი­ნა ერის­თვის ამ­ბის მოს­მე­ნაც, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გა­სა­ჭი­რი და ტკი­ვი­ლი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, - ომი, შიმ­ში­ლი, წა­მე­ბა. მო­ხუ­ცი გა­და­ცე­მის სი­უ­ჟეტ­ში ყვე­ბო­და იმა­ზე, რომ ის დღეს უსახ­სროდ და ულუკ­მა­პუ­რო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი, რომ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი საკ­ვე­ბი მხო­ლოდ წყალ­ზე მო­ხარ­შუ­ლი ჰერ­კუ­ლე­სის ფა­ფაა. გა­და­ცე­მა­ში ამ ამ­ბის თხრო­ბას კი ის მოჰ­ყვა, რომ ადა­მი­ნებ­მა ის სით­ბო­თი აავ­სეს, აღარ შია, აქვს წა­მა­ლი და ბევ­რი პრობ­ლე­მა ერ­თბა­შად მო­ეხ­სნა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა „სხვა ნა­ნუ­კამ“ ბოლო დროს გა­და­ცე­მის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

- ჩვენ, დიდი ხნის წინ, ჯერ კი­დევ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­ში“ ვმუ­შა­ბო­დით, რო­დე­საც საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­და­ცე­მე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყეთ. არა მგო­ნია, რა­ი­მე ახა­ლი იყოს, უბ­რა­ლოდ, დღეს, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო სა­ჭი­რო გახ­და, რად­გან თით­ქმის ყვე­ლას, ძა­ლი­ან ბევრ სეგ­მენტს შე­ე­ხო, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ახლა უფრო სა­ჭი­რო იყო“ - აღ­ნიშ­ნავს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა: ჩვენ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა, რომ­ლის იმე­დიც ყო­ველ­თვის მაქვს, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თა ყუ­რამ­დეც ეს ინ­ფორ­მა­ცია, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა უნდა მი­სუ­ლი­ყო. რომ არა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის თა­ნად­გო­მა, მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ ვერ შე­იც­ვლე­ბო­და. ჩვენ ვართ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რე­ბე­ლი მა­ყუ­რე­ბელ­სა და ჩვენს გმი­რებს შო­რის. მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ხართ თქვენ, ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ამ­დენ სი­კე­თეს აკე­თებთ“.

რო­გორც გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი, ზურა მა­ხა­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, „სხვა ნა­ნუ­კას“ მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე გა­და­ცე­მის არა­ერთ გმირ­სა და ოჯახს და­ეხ­მა­რა. „და­საქმდნენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნე­ბი. რთუ­ლია, გა­მო­ყო რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, თუმ­ცა ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო გა­და­ცე­მა, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ად­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებლდ 42.875 ლარი შეგ­როვ­და, რო­მე­ლიც 92 ადა­მი­ან­ზე გა­და­ნა­წილ­და. უმ­ძი­მე­სია მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის ის­ტო­რია - გო­გო­ნას მა­მამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, რად­გან შვი­ლის­თვის თირკმლის გა­და­სა­ნერ­გი თან­ხა არ ჰქონ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეძ­ლო მა­ყუ­რე­ბელ­მა და ერთ ღა­მე­ში 70 000 $-მდე თან­ხა შეგ­როვ­და, ასე­ვე პი­რად­პი­რი ეთე­რის მსვლე­ლო­ბი­სას დაგ­ვი­კავ­შირ­და კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც მა­რი­ამს გა­დას­ცა ბინა.

ნა­ჭყე­ბი­ე­ბის 5-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რი­აც უმ­ძი­მე­სია. პა­ტა­რა გი­ორ­გი ჩვენს სტუ­დი­ა­ში სტუმ­რად ჯერ კი­დევ მა­შინ იყო, რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლი, სა­დაც გი­ორ­გის დედა მკურ­ნა­ლობ­და და მძი­მე სენს ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მათ ოჯახ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და და მამა 5 შვილ­თან სამ­შობ­ლო­ში დე­დის გა­რე­შე, მარ­ტო დაბ­რუნ­და. ბა­ტო­ნი მა­მუ­კა ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ა­ზე ჩარ­თვი­სას სა­უბ­რობ­და გა­და­ცე­მა­ში, რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და და მის ხუთ შვილს თბი­ლის­ში ბინა აჩუ­ქა.

ჩვე­ნი ერთ-ერთი ბოლო გმი­რი იყო - 84 წლის ქალ­ბა­ტო­ნი რუს­თა­ვი­დან, ვა­ლენ­ტი­ნა ერის­თა­ვი, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა და, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ საჭ­მე­ლი ენატ­რე­ბო­და. მა­ყუ­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით ბე­ბოს რამ­დე­ნი­მე თვის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი უკვე აქვს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რია“.

ზუ­რას თქმით, „სხვა ნა­ნუ­კას“ თით­ქმის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი კონ­ტაქ­ტი აქვს გა­და­ცე­მის თი­თო­ე­ულ გმირ­თან, რო­მელ­საც მათი გა­და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ეხ­მა­რა. „მუდ­მი­ვად ვინ­ტე­რეს­დე­ბით მათი ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი და ლო­ჯის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში“.

მა­რი­ამ ოთა­ნა­ძის შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, როცა მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა, რად­გა­ნაც გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, აი, რას გვე­უბ­ნე­ბა გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი - „და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპლან­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს ბა­ტონ გია თო­მა­ძეს და მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მა­რი­ა­მის­თვის ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­ირ­ჩა ბე­ლო­რუ­სი. სამ­წუ­ხა­როდ, კო­რო­ნა­ვირუს­მა და ჩა­კე­ტილ­მა სა­ზღვრებ­მა და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ა­ჩე­რა. თუმ­ცა სის­ტე­მა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს მა­რი­ამ­თან, მის ძმას­თან გი­ორ­გის­თან და ბა­ტონ გი­ას­თან და რო­გორც კი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა აღ­დგე­ბა, მა­რი­ა­მი იქ გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამ­ჟა­მად მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ჭყე­ბი­ე­ბის ოჯახს. გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ვე­კონ­ტაქ­ტეთ ერ­თმა­ნეთს ბა­ტო­ნი მა­მუ­კა და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც მათ, მისი სა­კუ­თა­რი სახ­ლი აჩუ­ქა და სა­ხე­ლის და გვა­რის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა არ ისურ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ პან­დე­მი­ის გამო, არ მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ამი­ტომ რო­გორც კი აღ­დგე­ბა მუ­შა­ო­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, ბინა გა­და­უ­ფორმ­დე­ბა ბა­ტონ მა­მუ­კას“.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
35

ნანული შენი გოგო ცხვრებით აღარ გამოვა მიტინგზე ?! joy

2020
15

ნანუკა სპორტის ოსტატი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

"ტრაგედიაზე საუბრობდა, როცა მაყურებელმა დარეკა და ბინა აჩუქა..." - როგორ შეცვალა "სხვა ნანუკამ" 3 ოჯახის უმძიმესი ცხოვრება

ზოგჯერ, როდესაც იმედის არანაირი სხივი არსაიდან ჩანს, მოულოდნელად რაღაც კარი იხსნება, საიდანაც იმედი და სიკეთე ერთდროულად შემოდის. ასე მოულოდნელად გაიღო იმ ადამიანებისთვისაც კარი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, ამა თუ იმ განსაცდელში აღმოჩდნენ. ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ზოგმა - საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი ხელიდან ტრაგიკულად გამოეცალა, ზოგიც ულუკმაპუროდ და უსახსროდ დარჩა...

22 წლის მარიამ ოთანაძე „სხვა ნანუკას“ შოუდან გავიცანი. გოგონა, რომელსაც ორივე თირკმელი მძიმე მდგომარეობაში აქვს, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რომლის მამამაც თავი სწორედ იმის გამო მოიკლა, რომ შვილს ვერ ეხმარებოდა. გოგონა იმდენად მძიმედ იყო, რომ მამის დაკრძალვაზეც ვერც წავიდა. მართლაც, რომ სულის შემძვრელი ისტორიაა.

მას თირკმლის უკმარისობა 15 წლის ასაკში დაეწყო, ოჯახი საკუთარი ძალით ახერხებდა პრობლემის მოგვარებას, მათი შემოსავალი მხოლოდ ამ მიმართულებით იხარჯებოდა, შემდეგ გამოჩნდა საექსპერიმენტო წამალი, რომლის მიღებაც მარიამმა დაიწყო, შედეგიც ჰქონდა, პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ საექსპერიმენტო წამლის წარმოება შეწყდა, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა. მისთვის ვერც ოჯახის წევრების და ვერც ახლო ნათესავების თირკმლის გადანერგვა გახდა შესაძლებელი. ექიმები იძულებულები გახდნენ, დიალეზზე გადაეყვანათ. მოკლედ, ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა გაკეთდეს. ამას სათანადო სახსარი სჭირდება და სწორედ „სხვა ნანუკას“ გადაცემამ გოგონას ეს შესაძლებლობა მისცა. მარიამის ირგვლივ უამრავი ადამიანი გაერთიანდა - მაყურებელმა წარმოუდგენელი რამ შეძლო და ერთ ღამეში 70 000 $-მდე თანხა შეგროვდა. ამასთან, ერთ-ერთმა კომპანიამ მას ბინაც აჩუქა.

არანაკლებ მძიმეა ნაჭყებიების ოჯახის ტრაგიკული ამბავიც: კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე სამშობლოში თავის 5 შვილთან მარტო დაბრუნდა. მეუღლეები ესპანეთში მას მერე გაემგზავრნენ, რაც ცოლს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ნაცნობ-მეგობრება სამკურნალო თანხა შეუგროვეს. ახალგაზრდა ქალი მადრიდში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდა, მხედველობაც დაკარგა. მეუღლე საყოველთაო აკრძალვების გამო მის დასაფლავებას ვერ დაესწრო და მხოლოდ იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც ცირა დაასაფლავეს. ამ საოცარ ტრაგედიას, რაც მათ თავს დაატყდათ, უფრო გაუსაძლისს ხდის ის, რომ ოჯახის უფროსს ახლა მარტოხელა მოხუცი დედის იმედი აქვს, რომ შვილების აღზრდაში დაეხმარება.

ესპანეთიდან ცხედრის გადმოსვენება 4-5 წელიწადში მოხერხდება, მანამდე კი თავს დატრიალებულ ტრაგედიას გაჭირვებითა და ერთობლივი ძალებით ებრძვიან. ამ ოჯახს „სხვა ნანუკამ“ გადაცემა მიუძღვნა და გადაცემის მსვლელობისას უცნობმა მოქალაქემ ოჯახს ბინა გადასცა.

მძიმე აღმოჩნდა 84 წლის მარტოხელა მოხუცის, ვალენტინა ერისთვის ამბის მოსმენაც, რომელსაც ცხოვრების მანძილზე არაერთი გასაჭირი და ტკივილი აქვს გადატანილი, - ომი, შიმშილი, წამება. მოხუცი გადაცემის სიუჟეტში ყვებოდა იმაზე, რომ ის დღეს უსახსროდ და ულუკმაპუროდაა დარჩენილი, რომლის ყოველდღიური საკვები მხოლოდ წყალზე მოხარშული ჰერკულესის ფაფაა. გადაცემაში ამ ამბის თხრობას კი ის მოჰყვა, რომ ადამინებმა ის სითბოთი აავსეს, აღარ შია, აქვს წამალი და ბევრი პრობლემა ერთბაშად მოეხსნა.

დავინტერესდით, თუ რატომ გადაწყვიტა „სხვა ნანუკამ“ ბოლო დროს გადაცემისთვის საქველმოქმედო მიმართულება მიეცა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ჩვენ, დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაბოდით, როდესაც საქველმოქმედო მიმართულების გადაცემების გაკეთება დავიწყეთ. არა მგონია, რაიმე ახალი იყოს, უბრალოდ, დღეს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, უფრო საჭირო გახდა, რადგან თითქმის ყველას, ძალიან ბევრ სეგმენტს შეეხო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საჭირო იყო“ - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი და გვეუბნება, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა: ჩვენმა მაყურებელმა, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს, ანუ ადამიანების, რომელთა ყურამდეც ეს ინფორმაცია, დახმარების თხოვნა უნდა მისულიყო. რომ არა ჩვენი მაყურებლის თანადგომა, მათი გაერთიანება, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა. ჩვენ ვართ ინფორმაციის გამტარებელი მაყურებელსა და ჩვენს გმირებს შორის. მთავარი გმირები ხართ თქვენ, ჩვენი მაყურებელი. მადლიერი ვარ, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ“.

როგორც გადაცემის პროდიუსერი, ზურა მახარაშვილი გვეუბნება, „სხვა ნანუკას“ მაყურებელი უკვე გადაცემის არაერთ გმირსა და ოჯახს დაეხმარა. „დასაქმდნენ ძალადობის მსხვერპლი გოგონები. რთულია, გამოყო რომელიმე მათგანი, თუმცა ალბათ განსაკუთრებული იყო გადაცემა, როდესაც კორონავირუსის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადმიანების დასახმარებლდ 42.875 ლარი შეგროვდა, რომელიც 92 ადამიანზე გადანაწილდა. უმძიმესია მარიამ ოთანაძის ისტორია - გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან შვილისთვის თირკმლის გადასანერგი თანხა არ ჰქონდა. წარმოუდგენელი შეძლო მაყურებელმა და ერთ ღამეში 70 000 $-მდე თანხა შეგროვდა, ასევე პირადპირი ეთერის მსვლელობისას დაგვიკავშირდა კომპანია, რომელმაც მარიამს გადასცა ბინა.

ნაჭყებიების 5-შვილიანი ოჯახის ისტორიაც უმძიმესია. პატარა გიორგი ჩვენს სტუდიაში სტუმრად ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც მისი მშობლები ესპანეთში იყვნენ წასული, სადაც გიორგის დედა მკურნალობდა და მძიმე სენს ებრძოდა. სამწუხაროდ, მათ ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და მამა 5 შვილთან სამშობლოში დედის გარეშე, მარტო დაბრუნდა. ბატონი მამუკა ამ უმძიმეს ტრაგედიაზე ჩართვისას საუბრობდა გადაცემაში, როდესაც მაყურებელი დაგვიკავშირდა და მის ხუთ შვილს თბილისში ბინა აჩუქა.

ჩვენი ერთ-ერთი ბოლო გმირი იყო - 84 წლის ქალბატონი რუსთავიდან, ვალენტინა ერისთავი, ქალბატონი, რომელმაც ურთულესი ცხოვრება გამოიარა და, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საჭმელი ენატრებოდა. მაყურებლის დახმარებით ბებოს რამდენიმე თვის სამყოფი საკვები უკვე აქვს, ძალიან ბედნიერი და მადლიერია“.

ზურას თქმით, „სხვა ნანუკას“ თითქმის ყოველკვირეული კონტაქტი აქვს გადაცემის თითოეულ გმირთან, რომელსაც მათი გადაცემის საშუალებით მაყურებელი დაეხმარა. „მუდმივად ვინტერესდებით მათი ახლანდელი მდგომარეობით და საჭიროების შემთხვევაში, ჩართულები ვართ სხვადასხვა ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში“.

მარიამ ოთანაძის შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგანაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარებასთან გვაქვს საქმე, აი, რას გვეუბნება გადაცემის პროდიუსერი - „დავუკავშირდით საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გია თომაძეს და მასთან კონსულტაციის შემდეგ, მარიამისთვის ოპერაციის ჩასატარებლად შეირჩა ბელორუსი. სამწუხაროდ, კორონავირუსმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა დაგეგმილი ვიზიტი პანდემიის დასრულებამდე შეაჩერა. თუმცა სისტემატიური კონტაქტი გვაქვს მარიამთან, მის ძმასთან გიორგისთან და ბატონ გიასთან და როგორც კი საჰაერო მიმოსვლა აღდგება, მარიამი იქ გაემგზავრება. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ნაჭყებიების ოჯახს. გადაცემის დასრულებისთანავე დავეკონტაქტეთ ერთმანეთს ბატონი მამუკა და ქალბატონი, რომელმაც მათ, მისი საკუთარი სახლი აჩუქა და სახელის და გვარის გასაჯაროვება არ ისურვა. მოგეხსენებათ პანდემიის გამო, არ მუშაობს სხვადასხვა დაწესებულება, ამიტომ როგორც კი აღდგება მუშაობა იუსტიციის სახლში, ბინა გადაუფორმდება ბატონ მამუკას“.

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ