საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე
"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე ან­ტო­ნის თქმით, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს და­ფი­ნან­სე­ბის თუ ტყის ფარ­თო­ბე­ბის ნა­წი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ი­სად­მი ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის ნა­წი­ლია და ეს გარ­კვე­ულ ძა­ლებს აძ­ლევს ხელს.

ქა­და­გე­ბის ტექსტს, რო­მე­ლიც ეპარ­ქი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღე­ვან­დელ ქა­და­გე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლე იმ ორ­კესტრი­რე­ბულ შე­ტე­ვა­ზე, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია წა­მო­ი­წყო ეკ­ლე­სი­ი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ­მა მე­დი­ის, ოპო­ზი­ცი­ის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ე. წ. ნჯო-ების გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა, წვრილ-წვრილ და პა­ტარ-პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ის მო­ძუ­ლე­ებ­მა ე.წ აბი­ჟ­ნი­კებ­მა.

გულ­ნატ­კენ­მა ავღ­ნიშ­ნე, რომ ეყო­ფათ ამ­დე­ნი ზი­ზღის თეს­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში!!! ნე­ო­კომ­კავ­შირ­ლე­ბი­სა და ნე­ო­კო­მუ­ნის­ტე­ბის იდე­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლე­ბის, უგუ­ნუ­რე­ბა ყვე­ლა სა­ზღვრებს ცდე­ბა... ერ­თხმად რომ გა­ი­ძა­ხით, სა­ხელ­წი­ფო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გვყი­დუ­ლობს ეკ­ლე­სი­ა­სო, თუ ამ უნი­ჭო ბრალ­დე­ბი­სა გჯე­რათ, გა­მო­დის და აღი­ა­რებთ, რომ ჩვენ - ეკ­ლე­სი­ას გარ­კვე­უ­ლი „წონა“ და ზე­გავ­ლე­ნა გვქო­ნია, ჰოდა თუ ასეა გე­კი­თხე­ბით, ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ თუ მტრო­ბა?!

ავღ­ნიშ­ნე რომ გო­ნი­ერ­ნი რომ იყ­ვეთ იტყო­დით, რა კარ­გია, რომ ეკ­ლე­სი­ას გა­დას­ცეს ტყე და მი­წე­ბი, ისი­ნი ხომ ამ ტყეს არ გა­ას­ხვი­სე­ბენ (მი­ნი­მუმ უცხო­ე­ლებ­ზე) და ეს ტყის ფონ­დი ხომ ქვე­ყა­ნას შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ასე­თი ნდო­ბის გა­მო­ხატ­ვით ხომ უფრო მეტს დაგ­ვა­ვა­ლებ­დით... მინ­და ვი­კი­თხოთ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ეს ტყე სა­ხელ­მწი­ფო­სი იქ­ნე­ბა თუ ეკ­ლე­სი­ის, პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მინ­და ვკი­თხო, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფო გან­კარ­გავს თუ ეკ­ლე­სია იმას რაც მათი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა არაა?! თუ იტყვით რომ ეკ­ლე­სია გა­ყი­დი­სო ამ ქო­ნე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო რა, რა­ი­მე გა­რან­ტი გაქვთ რომ არ გა­ყი­დის?

უნებ­ლი­ედ ჩნდე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, ალ­ბათ ოპო­ზი­ცია ფიქ­რობს, რომ ჩვენ მო­ვი­დეთ სა­თა­ვე­ში არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ბა ხელ­მო­სათ­ბო­ბა­თო - ასე ვი­ფიქ­როთ? ავღ­ნიშ­ნე რომ, ზო­გა­დად კაცს ცოლი იმი­ტომ მო­ყავს, რომ ოჯა­ხი შექ­მნას, შვი­ლე­ბი მო­უვ­ლი­ნოს და გა­უ­ზარ­დოს ქვე­ყა­ნას... მაგ­რამ ჩნდე­ბი­ან მუ­დამ ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, რო­მელ­ნიც უჩი­ჩი­ნე­ბენ ქა­ლებს - კა­ცებს ცო­ლად მი­ტომ მო­ყავ­ხართ, რომ საჭ­მე­ლე­ბი გა­კე­თე­ბი­ნონ, გიხ­მა­რონ რათა ჭურ­ჭე­ლი და მათი საც­ვლე­ბი გა­რე­ცხი­ნონ... და მსგავ­სი, არა­ნა­ი­რი მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბი... სწო­რედ ასე მოქ­მე­დებს ეს კრე­ბუ­ლი. არა­ვი­თა­რი იდე­ა­ლე­ბი, არა­ვი­თა­რი და­ფა­სე­ბა, მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ვის ძებ­ნა, მსგა­სად ბუ­ზი­სა, რო­მე­ლიც მინ­დვ­რის ველ­ზე მხო­ლოდ ნეხვს ეძებს...მათ შემ­ხედ­ვა­რეს უკვე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ფა­სე­უ­ლე­ბებ­ზე გა­და­ხედ­ვის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა.

აგერ ლგბტ-ბი მი­ი­ღეთ, ეს მათი პი­რა­დი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა­აო. პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა­აო... ამ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი არა უნდა ქონ­დეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პი­რა­დი უფ­ლე­ბა! აგერ რად აფი­ნან­სე­ბენ სა­პატ­რი­არ­ქო­სო...

25 მი­ლი­ო­ნი რომ გა­ა­დი­დოთ 17 წლის ნამ­რავ­ლით წარ­მო­ა­ჩე­ნენ... და­ფიქ­რდით 25 მი­ლი­ო­ნი, სამ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, თვე­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 0.59 თეთ­რია. არ გრცხე­ნი­ათ რას გვაყ­ვედ­რი­ან? დედა ეკ­ლე­სია ქვე­ყა­ნას ამა­ზე მეტს არ აკე­თებს? მა­შინ როცა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სტი­ტე­ტი, ინ­სტი­ტუ­ტი, ტე­ლე­ვი­ზია 140 მი­ლი­ონ ლარს ღე­ბუ­ლობს.

თქვენ იცით ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი ევ­რო­პა­ზე, პირ­ვე­ლად ჩვენ­თან ეპარ­ქი­ა­ში ჩემი კურ­თხე­ვით ჩა­მო­ყა­ლიბ­და ევრო კლუ­ბი - სუ­რი­ო­ნი, სა­დაც მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბა არა მარ­ტო ეც­ნო­ბა, არა­მედ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ევ­რო­პი­სე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე უზი­ა­რებს რა­ი­ო­ნის ახალ­გაზ­რდო­ბას, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა ევ­რო­პარ­ლა­ნა­მენ­ტის წევ­რე­ბი, არ გა­ვაგ­რძე­ლებ მათი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მინ­და მხო­ლოდ ვთქვა, ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ­ნი ძა­ლე­ბი, ფი­ნანსდე­ბი­ან და მათ მხარს უჭერს ევ­რო­პა და ამე­რი­კა, ეს ძა­ლე­ბი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ლგბტ-ების მხარ­და­სა­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბებ­ში და მრა­ვა­ლი სხვა, ხომ არ კეთ­დე­ბა აქე­დან ის დას­კვნა, რომ მათ ეკ­ლე­სი­ის ლან­ძღვა გი­ნე­ბა­ში მხარს უჭერს ისი­ნი ვის­გა­ნაც სულ­დგმუ­ლო­ბენ.

ეს ძალა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ჩვენ გვა­ფიქ­რე­ბი­ნოს რომ ესაა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ასეთ ფა­სე­უ­ლე­ბეს გა­ვე­მიჯ­ნოთ. თუ დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში არის სა­სუ­ლი­ე­რო­ნი, მრევ­ლი, რო­მელ­თაც ვი­ცით ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ნელ ნელა გვრცხვე­ნია თქვენს მა­გი­ერ და ვე­ღარ ვცემთ პა­სუხს რუ­სულ ნა­რა­ტი­ვებს... შემ­დეგ გიკ­ვირთ ეკ­ლე­სი­ი­სა­გან ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის დე­მო­ნი­ზა­ცია. უნებ­ლი­ედ ფიქ­რობ რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი მარ­წუ­ხე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებ­მა და ეი­ფო­რი­ა­ში მყო­ფებ­მა, ალერ­სით გაბ­რუ­ე­ბუ­ლებ­მა და სა­კენ­კით მი­ტყუ­ე­ბუ­ლებ­მა, შეც­დო­მით ხომ არ ავირ­ჩი­ეთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზა, რად­გან ეს გზა ჩვე­ნი ლან­ძღვა გი­ნე­ბის, დის­კრე­დი­ტი­ზა­ცი­ის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის ეკ­ლე­სი­ი­სად­მი ზი­ზღით აღ­ზრდის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

ნუ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებთ რომ თვა­ლა­ხე­ლი­ლებ­მა ხე­ლახ­ლა გა­დავ­სინ­ჯოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი... შე­ვაგ­რო­ვოთ ხელ­მო­წე­რე­ბი და მო­ვი­თხო­ვოთ რე­ფე­რენ­დუ­მი გვინ­და თუ არა იმ ღი­რე­ბე­ბუ­ლე­ბით და ფა­სე­უ­ლო­ბებთ ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ეკ­ლე­სი­ის სი­ძულ­ვი­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბის და ოჯა­ხობ­რი­ვი სიწ­მი­დე­ე­ბის უგუ­ლელ­ყო­ფაა.... თქვენ, თქვე­ნი უგუ­ნუ­რე­ბით არა მარ­ტო ეკ­ლე­სი­ის მტრე­ბი და მო­ძუ­ლე­ნი ხართ, არა­მედ ვის­გა­ნაც სულ­დგმუ­ლობთ მა­თიც...." - ნათ­ქვა­მია მე­უ­ფე ან­ტო­ის ქა­და­გე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 135 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
51

დემაგოგი სირცხვილია ზუსტად ის რომ ეგეთი მდაბიო სულის პატრონი ამბიონიდან ქადაგებთ

თომა
38

დაინახა საზოგადოების დიდმა ნაწილმა თქვენი ნამდვილი სახე... მოძალადეები ხართ ხალხზე დემაგოგიით ლამაზი სიტყვებით თუმცა ხართ შინაგანად სატანის მოციქულები ქონების და ძალაუფლების გამო ადამიანსაც მოკლავთ

ავტორი:

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანტონის თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებები საპატრიარქოს დაფინანსების თუ ტყის ფართობების ნაწილის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ეკლესიისადმი ორკესტრირებული შეტევის ნაწილია და ეს გარკვეულ ძალებს აძლევს ხელს.

ქადაგების ტექსტს, რომელიც ეპარქიის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:

"დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ აბიჟნიკებმა.

გულნატკენმა ავღნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში!!! ნეოკომკავშირლებისა და ნეოკომუნისტების იდეებით შეპყრობილების, უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება... ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ - ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია, ჰოდა თუ ასეა გეკითხებით, ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა?!

ავღნიშნე რომ გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით... მინდა ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა?! თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის?

უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო - ასე ვიფიქროთ? ავღნიშნე რომ, ზოგადად კაცს ცოლი იმიტომ მოყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას... მაგრამ ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს - კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ... და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები... სწორედ ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ ნეხვს ეძებს...მათ შემხედვარეს უკვე ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება.

აგერ ლგბტ-ბი მიიღეთ, ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო. პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო... ამ უმრავლესობას კი არა უნდა ქონდეს ფუნდამენტური პირადი უფლება! აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო...

25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ... დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.

თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი - სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები, ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგბტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.

ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ. თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს... შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია. უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.

ნუ გვაფიქრებინებთ რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი... შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა.... თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც...." - ნათქვამია მეუფე ანტოის ქადაგებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"