ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბენგალის შტატის დედაქალაქი კალკუტა (იგივე კოლკატა) ციკლონმა "ამფანმა“ გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ციკლონმა, რომელიც თავს ინდოეთის გარდა, ბანგლადეშსაც დაატყდა, სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კალკუტაში 14 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ბენგალის შტატის ხელმძღვანელი მამალა ბანერჯი ამბობს, რომ მომხდარი COVID-19-ზე უფრო დიდი კატასტროფაა (აღსანიშნავია, რომ შტატში კორონავირუსის 3 103 შემთხვევაა გამოვლენილი).

Watch It till the end
Near My Home... 🌪️🌪️ Thank God We are Safe 🙏#ParkCircus#Kolkata #Amphan#AmphanSuperCyclone #CyclonAmphan#CycloneAmphanUpdates#CycloneAmphanUpdate pic.twitter.com/7sbdsTDabk
— Zubair Ali (@alizubair27) May 20, 2020

მგონია, რომ ომში ვარ, - ამბობს შტატის ხელმძღვანელი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
დაზიანებულია ანძები და ქალაქის უმეტეს ნაწილში არ მუშაობს მობილური ტელეფონები. ქალაქში შექმნილ დრამატულ სცენებს ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი რამ არასდროს უნახავთ (ნახეთ ვიდეო).

A scene From my brother’s house in Kolkata. They say they have never seen anything like this ever. Pray to god this passes thru quickly without much damage. pic.twitter.com/88LTdD08ww
— Pawan K Goenka (@GoenkaPk) May 20, 2020

მოგლეჯილია ხეები, გარე განათების ბოძები, ქუჩებში კი წყალი მიედინება, ზოგიერთ ქუჩაზე წყალი იმდენად დიდია, რომ მანქანებია დაფარული.

Sukea Street, north Calcutta, photograph by Satyaki Sanyal#AmphanSuperCyclone #CycloneAmphan #CycloneAmphanUpdates pic.twitter.com/2I6IS1LJJP
— Soutik Biswas (@soutikBBC) May 20, 2020

რაც შეეხება ბანგლადეშს, სტიქიის გამო 2.4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულებს 12 000-მდე თავშესაფარში გადაანაწილებენ.
ციკლონი "ამფანი“ ბენგალის ყურეში წარმოიშვა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ინდოეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კორონავირუსის პანდემია და დაწესებული რეგულაციები მოსახლეობის უსაფრთხო ზონაში გადაყვანას აფერხებდა. ორივე ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები და საჯარო შენობები დროებით თავშესაფრებად გადაკეთა, სადაც მოსახლეობას შორის დისტანცია დაცულია.
მეტეოროლოგების პროგნოზით, "ამფანი“ ბოლო ათწლეულის ყველა ძლიერი ქარიშხალი იქნება და ქარის სიჩქარე 185 კმ.სთ.-მდე გაიზრდება. მათ ქარიშხალს ყველაზე მაღალი, მე-5 კატეგორია მიანიჭეს.