ავტორი:

"ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს" - ლევან რატიანი

"ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს" - ლევან რატიანი

ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულ რეჟიმში, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიანის ინფორმაციით, კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე სულ დაახლოებით 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, საიდანაც 125-მა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის, მათ შორის ორსულების, ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მედპერსონალს, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ლევან რატიანის თქმით, ისინი კლინიკაში 15 დღიანი ყოფნის შემდეგ, კარანტინის რეჟიში გადავლენ.

"დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში არიან, სტაბილურია. აქედან გვყავს ორი ორსული ქალბატონი. როგორც ნაყოფის, ისე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ამ ორსულ ქალბატონებთან ველოდებით პირველადი ტესტის პასუხებს. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელმაც ბოლო 15 დღე გაატარა ჩვენს კლინიკაში, მკაცრი კარანტინის პირობებში.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდა ინფექცია და 14 დღე ისევ წავლენ მკაცრ საკარატინო პირობებში, სხვადასხვა დაწესებულებაში. აქ შემოვიდა ახალი ბრიგადა. იმედი მაქვს, ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკისთვის ეს ბოლო იქნება და ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან, რაც ძალიან მინდა, რომ კოვიდთან ბრძოლა ჩვენმა კლინიკამ შეწყვიტოს, გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენებს",- განაცხადა რატიანმა.

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

"ავტომანქანიდან გადმოდის მისი მფლობელი და გასაღებს შიგნით ტოვებს..." - რა წესების დაცვა მოუწევთ ავტოტექმომსახურების ობიექტებს