ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი ქლიავის ჯემის წარმოებას იწყებს, - იუწყება The Sun.
ჯემის პირველი ნიმუშები უკვე დამზადებულია, რომელიც მოდელმა მეგობრებს დაუგზავნა.
მოსის მიერ წარმოებული პროდუქცია ბრიტანეთის მაღაზიების მეშვეობით გავრცელდება.
ცნობილია, რომ სუპერმოდელი ამ საქმით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და ჯემის დასამზადებელი ძვირად ღირებული დანადგარიც კი შეიძინა, ჯემის
დასამზადებლად საჭირო პროდუქტს კი კოსტუალდში მდებარე თავისი მამულიდან იღებს.
თავიდან ქეითისათვის ჯემის მოხარშვა გართობა იყო, ტკბილეული მის ნათესავებსა და მეგობრებს ძალიან მოსწონდათ და ამის გამო ბევრ შექებასაც იმსახურებდა. საბოლოოდ სუპერმოდელმა გადაწყვიტა ამ საქმისათვის ხელი სერიოზულად მოეკიდა.
"მოსს დიდი იმედი აქვს რომ მყიდველები წარმოებული ჯემით კმაყოფილები დარჩებიან", - განაცხადა მოსთან დაახლოებულმა პირმა.
მომავალში მოსი წარმოებას თავის ქალიშვილს ლილე გრეისს გადასცემს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.