საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს
"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს

ბა­ტო­ნო თენ­გიზ, მერ­ცხვი­ნე­ბა თქვენ­ნა­ირ ბუმ­ბე­რაზ ადა­მი­ან­თან პა­ექ­რო­ბა! არ ვა­პი­რებ არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნას და იმის მტკი­ცე­ბას, მე ვარ მარ­თა­ლი თუ თქვენ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ზო­გი­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა და შე­ფა­სე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს ბო­დიშს უხ­დის და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრს ასე პა­სუ­ხობს:

„ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ერ­თა­დერ­თი მო­ვა­ლე­ო­ბა, კო­ვიდ 19-ის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის სწო­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა და მხო­ლოდ დამ­შვი­დე­ბაა, ამი­ტომ თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ ჩემს მიერ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებ­ზე და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის მხრი­დან მას­ზე მოხ­დე­ნილ რე­ა­გი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხი პუნ­ქტობ­რი­ვად გავ­ცე:

ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი წყა­რო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის 1-ელი მა­ი­სის „ტვი­ტერ­ზე“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 566 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ 19-ის შემ­თხვე­ვი­დან 98%-ს აქვს და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო ფორ­მა, ხოლო მხო­ლოდ 2% -ს მძი­მე ფორ­მა. ალ­ბათ, გა­მორ­ჩე­ნი­ლია კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ან მძი­მე­შია გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ეს ერთხელ კი­დევ მი­ა­ნიშ­ნებს, რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი სტა­ტის­ტი­კის დრო­უ­ლი და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს ჰქონ­დეს მას­ზე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით მკურ­ნა­ლო­ბის სა­კითხს, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის დას­მულ კი­თხვა­ში ეს სა­კი­თხი ეხე­ბო­და მხო­ლოდ ოზო­ნო­თე­რა­პი­ას, სა­დაც მე აღ­ვნიშ­ნე, რომ ოზო­ნო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი უნდა იყოს, რამ­დე­ნად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ის კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში, რა­შიც ეჭვი შე­ვი­ტა­ნე. ხოლო ზო­გა­დად პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მი­მო­ხილ­ვა მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ფორ­მე­ბის დროს ჩემი გან­სჯის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა.

ზო­გა­დად მკურ­ნა­ლო­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის სიმ­ძი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი მტკი­ცე პო­ზი­ცი­აა, რომ უნდა ეყ­რდნო­ბო­დეს მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის ფორ­მატს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­სნი­და ბევრ ინ­სი­ნუ­ა­ცი­ას ქლო­რო­ქინ­ზე/ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე, C ვი­ტა­მინ­ზე, თუ­თი­ა­ზე, ოზო­ნო­თე­რა­პი­ა­ზე და ასე შემ­დეგ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რის­კი/სარ­გებ­ლის შე­ფა­სე­ბა და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხე­ბი გა­და­წყდე­ბო­და ეთი­კუ­რი საბ­ჭოს და კვლე­ვის პრო­ტო­კო­ლის ფორ­მატ­ში, რაც თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებ­და ყვე­ლა შე­საძ­ლო გა­უ­გებ­რო­ბას და სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან შექ­მნილ და­პი­რის­პი­რე­ბას.

და ბო­ლოს, ბა­ტო­ნო თენ­გიზ, მერ­ცხვი­ნე­ბა თქვენ­ნა­ირ ბუმ­ბე­რაზ ადა­მი­ან­თან პა­ექ­რო­ბა! არ ვა­პი­რებ არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნას და იმის მტკი­ცე­ბას, მე ვარ მარ­თა­ლი თუ თქვენ, მა­შინ რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან და სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ წუ­თას შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს! ბო­დიშს გიხ­დით, თუ ჩემი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის თე­მის გარ­შე­მო აქ­ტი­უ­რო­ბით, თქვე­ნი გუ­ლის­წყრო­მა და­ვიმ­სა­ხუ­რე!

ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუკი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გმი­რი ექი­მე­ბის­თვის 2020 წლის 18 მარტს აგუ­გუ­ნე­ბულ მად­ლი­ე­რე­ბის ტაშს მალე გა­ი­მე­ო­რებს და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩვენს პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ იგ­რი­ა­ლებს გა­მარ­ჯვე­ბის მხურ­ვა­ლე ტაში!“, - წერს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის ექი­მებს და გან­მარ­ტავს, რომ მისი მო­საზ­რე­ბე­ბი არა­ვის დაკ­ნი­ნე­ბას და ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბას არ ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი გუ­შინ გა­აკ­რი­ტი­კა და მის ზო­გი­ერთ მო­საზ­რე­ბას მცდა­რი უწო­და.

„მას რომ COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქონ­დეს და ამ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას იც­ნობ­დეს, ალ­ბათ ასეთ რა­მეს არ იტყო­და“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

28 აპ­რილს TV პირ­ვე­ლის ეთერ­ში, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის 95-97% მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, ისი­ნი თა­ვი­სით მორ­ჩე­ბი­ან და მათ ზედ­მე­ტი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ და მხო­ლოდ დარ­ჩე­ნილ 3%-ს (ანუ კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებს) სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
128

ეტყობა ადამიანს თავმოყვარეობა და ზრდილობა რომ აქვს რატიანივით კი არ იტყლარწება!!

rasa
7

ორივე ძალიან კარგი მეცნიერი და მედიკოსია! საპაექრო არაფერია. ორივე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი მედიკოსი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს

ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, - ასე ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება და შეფასება სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ასე პასუხობს:

„ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ 19-ის დროს მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე:

ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი წყარო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 1-ელი მაისის „ტვიტერზე“ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებია, რომ საქართველოში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ 19-ის შემთხვევიდან 98%-ს აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2% -ს მძიმე ფორმა. ალბათ, გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აუცილებელია სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნება, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს, ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე აღვნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა.

ზოგადად მკურნალობა, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რომ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციას ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ. აღნიშნული მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.

და ბოლოს, ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!

ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის ექიმებს და განმარტავს, რომ მისი მოსაზრებები არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-თან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო ბიძინა კულუმბეგოვი გუშინ გააკრიტიკა და მის ზოგიერთ მოსაზრებას მცდარი უწოდა.

„მას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

28 აპრილს TV პირველის ეთერში, ერთ-ერთ გადაცემაში კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა.

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

1 წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა